პასუხების დაზუსტება, დასმულ კითხვებზე |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
პასუხების დაზუსტება, დასმულ კითხვებზე |
KAIROS |
Feb 7 2007, 09:23 PM
პოსტი
#1
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ვიწყებ მარიამის მიერ დასმული კითხვაზე ფიქრით...
http://church.ge/index.php?showtopic=576 "ლოცვა უცნობი ადამიანისათვის" მამაო პასუხში რამოდენიმე საინტერესო საკითხს აყენებს, განიხილავს რა ზოგადად ლოცვის არსს და აუცილებლობას, სცდება "უცნობი" ადამიანის თემას და "ნაცნობი " ანუ ჩვენს მიერ ნაცნობ ადამიანებს ახარისხებს, ვისზე უნდა ვილოცოთ და ვისზე არა, ბრძანებს: "... ადამიანები, რომელთაც იციან ჭეშმარიტება და ნებით ეწინააღმდეგებიან მას, ვერ იქნებიან მოხსენიებულნი ლოცვაში..." და სხვაგან: " ... (თუ) ადამიანი შეგნებულად ეწინააღმდეგება ჭეშმარიტებას, ცხადია, განსაცდელის წინაშე ვაყენებთ თავს მისთვის ლოცვით." ჯერ ერთი ამ ორ თეზისს შორის დაპირისპირებაა, რამეთუ სხვაა "ვერ იქნებიან მოხსენიებულნი" და სხვაა "განსაცდელის წინაშე ვაყენებთ თავს მისთვის ლოცვით", რადგან მოყვასისათვის განსაცდელს რად უნდა ვერიდოთ? მაგრამ ყველაზე საინტერესოა ის ლოცვები, რომლებსაც ჩვენ დილა-საღამოს ვკითხულობთ: "უარისმყოფელნი მართლმადიდებელისა სარწმუნოებისანი და ჭეშმარიტებისა გზათაგან შეცდომილნი, წვალებათაგან დაბნეულნი ნათლითა ცნობისა შენისათა განანათლენ და მოაქციენ იგინი მართალსა სარწმუნოებასა ზედა და ზიარ-ყვენ იგინი წმიდისა შენისა კათოლიკე და სამოციქულოსა ეკლესიისა, რათა გიცნან შენ მხოლოდ-ჭეშმარიტი ღმერთი და თაყუანი-გცენ. (მეტანია)" რამეთუ მწვალებლები თავისუფლად თავსდებიან იმათ რიცხვში ვინც " შეგნებულად ეწინააღმდეგება ჭეშმარიტებას", მაშინ რატომ ვლოცულობთ მათზე? თუ მხოლოდ სახელის ხსენება- არ ხსენებაზეა ყველაფერი დამოკიდებული? ... საკითხი ისევ ღიაა და დიდად დამავალებთ, თუკი მამებზე დაყრდნობით მშვიდად განვიხილავთ ამას, რამეთუ მაგ სიაში მოსახსენებელი ნაცნობები ბევრსა გვაყვს... იხარეთ, კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
დეკ. ანდრია |
Mar 1 2007, 05:54 PM
პოსტი
#2
|
* * * ჯგუფი: მოძღვარი პოსტები: 500 რეგისტრ.: 20-October 06 მდებარ.: ზუგდიდ-ცაიშის ეპარქია წევრი № 296 |
ყოველი ადამიანი ნებსით თუ უნებლიედ არის საკუთარი მსოფლმხედველობის მქადაგებელი. ამასთან ერთად, შეუძლებელია ადამიანი იყოს უცდომელი. გვინდა ეს თუ არა, ჩვენ ერთმანეთს ზოგჯერ ვუქადაგებთ ცდომილებას. მაგრამ არის შემთხვევები, როცა ადამიანი შეგნებულად ცრუობს სარწმუნოებრივ სწავლებაში (ამის მაგალითია ადრე ხსენებული რასელისტები), სულიერი სიკვდილს აზიარებს მოსაუბრეს. იცის, რომ ცრუობს, იცის, რომ უფალი ასე არ ამბობს და წმიდა წერილში ასე არ წერია, მაგრამ შეხედულებების გადახედვა არ უნდა, რადგან მაშინ თვითონ უნდა შეცვალოს ცხოვრება. ასეთი ადამიანი სასიკვდინედ სცოდავს.
ჩვენ არ ვართ გამომძიებლები, რომ, ვიდრე ვილოცებდეთ, დავკითხოთ ადამიანი. ვერ ვლოცულობთ მხოლოდ მაშინ, როცა აშკარად ვხედავთ, რომ ადამიანი ამახინჯებს სახარებისეულ სწავლებას, ცოდვას სიკეთეს უწოდებს. მრუშობა, კაცკვლა, ქურდობა და სხვა მრავალი მძიმე ცოდვა უმეტეს შემთხვევაში ზნეობრივი ძალების სისუსტის გამოვლინებაა და არა ღმრთისადმი შეგნებული წინააღმდეგობისა. ამიტომ მათთვის უნდა ვილოცოთ, რომ ღმერთმა მიმადლოს სინანული, იხსნას ბოროტის ტყვეობიდან. მაგრამ როცა კაცი არ იჩენს არანაირ სინანულს (не показывает никакого обращения – ნეტარი თეოფილაქტე), ნებსით და უდრეკად რჩება ცოდვებში (добровольно, благодарно и непреклонно – ღირსი იუსტინე), როცა თვლის, რომ მას უნდა მოეკლა, ემრუშა, მოეპარა და ა.შ., და ეს არ მიაჩნია ცოდვად, – ის ხშავს გულს და ღმრთის მადლის ვერმიმღები ხდება. ეს არის სასიკვდინე ცოდვა. მხოლოდ ამ შემთხვევაში ვერ ვლოცულობთ მისთვის. მაგრამ, ისევ ვიტყვი – ჩვენ არ ვიძიებთ მოყვასის სულის მდგომარეობას და ნაკლს, არამედ ვსჯით იმით, რასაც ვხედავთ. -------------------- პირადი შეტყობინებები უმჯობესია გამოაგზავნოთ ელფოსტის მისამართზე: dek.andria.kem@gmail.com
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th September 2024 - 09:12 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი