![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
კანონისტი |
![]() ![]()
პოსტი
#1
|
![]() დავით ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 ![]() |
საპატრიარქოში დღეს წმინდა სინოდის კრება გაიმართება
საპატრიარქოში დღეს წმინდა სინოდის კრება გაიმართება. როგორც "ინტერპრესნიუსს" საპატრიარქოდან აცნობეს, წმინდა სინოდის კრებას პატრიარქი უხელმძღვანელებს და მასში ყველა მღვდელმთავარი მიიღებს მონაწილეობას. კრება, როგორც ყოველთვის, დახურული იქნება და განსახილველი საკითხები წინასწარ არ ქვეყნდება. წმინდა სინოდის განჩინება კრების შემდეგ გახდება ცნობილი. საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო სამართლით წმინდა სინოდის კრება წელიწადში ორჯერ მაინც უნდა ტარდებოდეს. ქართული ეკლესიაში, ტრადიციულად, ბოლო სხდომა დეკემბრის ბოლოსთვის ტარდება. გავრცელებული ინფორმაციით, კრებაზე ერთ-ერთი საკითხი იქნება დეკანოზების, მამა ზაზა თევზაძისა და მამა კახაბერ კურტანიძისადმი სადამსჯელო ღონიძიებების განხორციელება. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/....html&hd_line=1 -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
![]() ![]() |
afxazi |
![]()
პოსტი
#2
|
![]() დავითი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 ![]() |
ერთი წამით კატო არ წაშალო პოსტები და მაცადე ამ ადამიანთან საუბარი.
Misha Songulashvili ჩემს ნებისმიერ სიტყვაზე პასუხისმგებელი ვარ და რასაც ვამბობ იმას არ ვამბობ უაზროდ. მე გასაგებად დავწერე, რომ როგორ ამ ადამიანების ბოღმით აღსავსე ნაწერს, ისე მეორე უკიდურესობის ნაწერსაც არ მივცემდი ამ ფორუმზე განხილვის შესაძლებლობებს. ეს ერთი მხარე და რაც შეეხება მეორეს. ჩემთვის ვაიადამიანია ყველა ის ვინც ლანძრავს პატრიარქს და ნებისმიერ ფასად ცდილობს მისი სახელის შეურაცხყოფას. დიახ ვამბობ შეურაცხყოფას, რადგან არ არის სასურველი ის ფრაზები გადმოვიტანო, რომელი ფრაზებითაც პატრიარქის სახელს მოიხსენიებენ ამ მიმართვის თავში მდგომები. კარგად მიხვდი რომელი ადამიანებიც მოვიხსენიე ამ ფრაზით და რომელი ადამიანების ნაწერს ვუწოდე ბოდვა. თორემ თუნდაც ლევანს დღესაც კარგად ვიხსენებ და ყოველთვის კარგად მოვიხსენიებ. არ ვარ წინააღმდეგი რომ შეურაცხყოფა მომაყენო, თუ ამის სურვილი გაქვს ცხადია, ამ შემტხვევაში ეს ჩემთვის არაფერს ნიშნავს. და თუ მრავალი დაგეთანხმება, იმ სიტყვებისთვისაც ბოდიშს მოგიხდი, რომელიც ჩემი მხრიდან იყო ნათქვამი. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 12th July 2025 - 02:38 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი