IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> წმინდა სინოდის სხდომა, დღეს იმართება საპატრიარქოში
კანონისტი
პოსტი Dec 22 2009, 01:07 PM
პოსტი #1


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



საპატრიარქოში დღეს წმინდა სინოდის კრება გაიმართება

საპატრიარქოში დღეს წმინდა სინოდის კრება გაიმართება.
როგორც "ინტერპრესნიუსს" საპატრიარქოდან აცნობეს, წმინდა სინოდის კრებას პატრიარქი უხელმძღვანელებს და მასში ყველა მღვდელმთავარი მიიღებს მონაწილეობას.
კრება, როგორც ყოველთვის, დახურული იქნება და განსახილველი საკითხები წინასწარ არ ქვეყნდება. წმინდა სინოდის განჩინება კრების შემდეგ გახდება ცნობილი.
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო სამართლით წმინდა სინოდის კრება წელიწადში ორჯერ მაინც უნდა ტარდებოდეს. ქართული ეკლესიაში, ტრადიციულად, ბოლო სხდომა დეკემბრის ბოლოსთვის ტარდება.
გავრცელებული ინფორმაციით, კრებაზე ერთ-ერთი საკითხი იქნება დეკანოზების, მამა ზაზა თევზაძისა და მამა კახაბერ კურტანიძისადმი სადამსჯელო ღონიძიებების განხორციელება.

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/....html&hd_line=1



--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Closed TopicStart new topic
გამოხმაურებები
ილია
პოსტი Dec 22 2009, 09:20 PM
პოსტი #2


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 903
რეგისტრ.: 29-March 07
წევრი № 1,525



საქართველოს საპატრიარქოში დღეს წმინდა სინოდის სხდომა ჩატარდა, რომელსაც უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II თავმჯდომარეობდა. ”ინტერპრესნიუსი” საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ოფიციალურ ინფორმაციას უცვლელად გთავაზობთ:

22 დეკემბერი, 2009 წელი

ა.წ. 22 დეკემბერს საქართველოს საპატრიარქოში შედგა წმიდა სინოდის სხდომა.
სხდომას თავმჯდომარეობდა უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II.

წმიდა სინოდს სიტყვით მიმართა და სხდომა გახსნილად გამოაცხადა უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ.
მისმა უწმიდესობამ მიმოიხილა საერთო მდგომარეობა და შეეხო ეკლესიისადმი მტრულად განწყობილი ძალების ცილისმწამებლურ და შეურაცხმყოფელ განცხადებებს. ამ საკითხთან დაკავშირებით თავისი მოსაზრებები გამოთქვეს წმიდა სინოდის წევრებმა, რის საფუძველზეც გაკეთდა შემდეგი განცხადება:

სახელითა მამისათა, და ძისათა და სულისა წმიდისათა!
წმიდა იოანე ოქროპირი ბრძანებს: დიდება ღმერთს ყველაფრისათვის!
ჩვენც ვმადლობთ უფალს იმ წყალობისათვის, რასაც იგი ავლენს ჩვენს ეკლესიასა და ქვეყანასა ზედა.
ვმადლობთ უფალს, რომ წმიდა სინოდს აქვს ერთსულოვნება და ამ ერთობით წლების მანძილზე ვემსახურებით ღმერთს და სამშობლოს, ჩვენს ხალხს. ქრისტეს ეკლესიის მიზანიც მაცხოვნებელ რწმენაში საყოველთაო ერთობის მიღწევაა ღვთის სადიდებლად.
აღვნიშნავთ იმასაც, რომ არიან ძალები, რომელთაც არ სურთ ეკლესიის მთლიანობა და სისავსე, არ სურთ ეროვნული და ზნეობრივი ფასეულობების დაცვა. ისინი ფსევდოლიბერალიზმის, ფსევდოკულტურისა და რელიგიური ინდეფერენტიზმის დანერგვისაკენ მოგვიწოდებენ და ამ მიზნის მისაღწევად ყველა სახის სიცრუესა და შეურაცხყოფას მიმართავენ, რათა ხალხს ეკლესიისადმი სიყვარული და ნდობა დააკარგვინონ. ამით კი სურთ, ერს მთავარი საყრდენი გამოაცალონ.
ჩვენი ქვეყნის ისტორია გვიჩვენებს, რომ სახელმწიფოს აღორძინებასა და წინსვლას წინ ყოველთვის ეკლესიის განმტკიცება უძღვოდა. ეს პროცესი ეკლესიაში დაწყებულია, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ბოლო დროს, სასულიერო პირების გამრავლებამ, სიკეთესთან ერთად, გარკვეული სურთულეებიც შექმნა, რაზეც მსჯელობა, სჯულისკანონიდან გამომდინარე, წმიდა სინოდის სხდომებზე უნდა ხდებოდეს.
სამწუხაროა, რომ მიმდინარე პროცესებში მასმედიის ის საშუალებებიც იღებენ მონაწილეობას, რომელნიც ხელისუფლების კონტროლს ექვემდებარებიან.
წმიდა სინოდი აღნიშნავს, რომ ანტიეკლესიურ კამპანიას ზიანი, უპირველეს ყოვლისა, სახელმწიფოსთვის მოაქვს, რადგან ეს არის საზოგადოებაში განხეთქილების შეტანის მცდელობა. პროცესები თუ ასე გაგრძელდა, ჩვენ იძულებულნი ვიქნებით შესაბამისი ნაბიჯები გადავდგათ, რათა დავიცვათ ჩვენი ეკლესიისა და ერის ღირსება.


2. მსოფლიოს მართლმადიდებელ ადგილობრივი ეკლესიების დიპტიხთან, ავტოკეფალიისა და ავტონომიის მინიჭებასა და გამოცხადებასთან დაკავშირებით, მართლმადიდებელი ეკლესიების წარმომადგენელთა შეხვედრა გაიმართა შამბეზში (შვეიცარია). ამის თაობაზე მოხსენება გააკეთა ამ სხდომის მონაწილემ, საქართველოს სამოციქულო ეკლესიის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ (შარაშენიძე) და დედოფლისწყაროსა და ჰერეთის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა (ხაჩიძე). წმიდა სინოდი დაეთანხმა ყველა იმ გადაწყვეტილებას პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით, რაც უკავშირდება ამა თუ იმ ეკლესიისთვის ავტოკეფალიისა და ავტონომიის მინიჭებასა და გამოცხადებას, და მოიწონა ჩვენი დელეგაციის პოზიცია (დიპტიხის საკითხი სამომავლოდ გადაიდო).

3. წმიდა სინოდმა მოისმინა ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტ დიმიტრის (შიოლაშვილი) მოხსენება იერუსალიმში ვიზიტთან დაკავშირებით. მან ისაუბრა იერუსალიმის პატრიარქთან შეხვედრის დეტალებზე. შეხვედრისას დაისვა საკითხი ქართველი სამღვდელოების იერუსალიმში ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ.
მოლაპარაკებები დადებითად შეფასდა, რაც იმედს გვაძლევს, რომ ჩვენს ორ უძველეს ეკლესიას შორის ურთიერთობები მომავალში უფრო მეტად განმტკიცდება.
4. დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში ქართველი მრევლისა და ჩვენი ეკლესიის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა დმანისისა და აგარაკ-ტაშირის, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის სამრევლოების მმართველმა, ეპისკოპოსმა ზენონმა (იარაჯული).
სინოდის სხდომაზე აღინიშნა, რომ საქართველოს ეკლესიის წარმომადგენლობის სტატუსი დიდი ბრიტანეთის მაგალითზე განისაზღვროს შემდეგნაირად: `საქართველოს საპატრიარქოს დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქია~ (შენიშვნა: ეს საკითხი შეთანხმებულია კენტერბერიის მთავარეპისკოპოსთან).
5. წმიდა სინოდმა მოისმინა წინადადება ეპისკოპოს ქრისტეფორესთვის (წამალაიძე) შეჩერებული მღვდელმოქმედების აღდგენის შესახებ.
თავის მხრივ, მეუფე ქრისტეფორემ შენდობა ითხოვა საეკლესიო დარღვევებისა და შეცდომების გამო.
წმიდა სინოდმა განაჩინა: ეპისკოპოსი ქრისტეფორე გაიგზავნოს გამოსაცდელი ვადით ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიაში და შემდეგ მოხდეს მისი საკითხის განხილვა.
6. წმიდა სინოდმა მოისმინა ბასილ მკალავიშვილისა და მღვდელ ვახტანგ მარგიანის წერილობითი თხოვნა დედა-ეკლესიაში დაბრუნების შესახებ და განაჩინა:
ბასილ მკალავიშვილი და მღვდელი ვახტანგ მარგიანი გაიგზავნონ ბაღდათისა და ვანის ეპარქიაში სინანულისათვის.

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/....html&hd_line=1


--------------------
უფალო, მასწავლე, როგორ მიყვარდე, მცირე ხნით მაინც მიბოძე ეს სიყვარული

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
კანონისტი   წმინდა სინოდის სხდომა   Dec 22 2009, 01:07 PM
აკაკი   საინტერესოა.... მადლ...   Dec 22 2009, 01:49 PM
Misha Songulashvili   ესაც ერთგვარი ნიუს...   Dec 22 2009, 07:44 PM
b-a-r-b-a-r-e   ნერვები თუ არ გყოფ...   Dec 22 2009, 08:59 PM
კანუდოსელი   ნერვები თუ არ გყოფ...   Dec 22 2009, 10:00 PM
kato_Bato   b-a-r-b-a-r-e ბარბარე, შენ ს...   Dec 22 2009, 09:01 PM
Misha Songulashvili   kato_Bato მაგი თქვენს თა...   Dec 22 2009, 09:01 PM
KAIROS   ნამდვილად უშნო და ...   Dec 22 2009, 09:01 PM
kato_Bato   Misha Songulashvili არის გასაგ...   Dec 22 2009, 09:02 PM
k@the   ნერვები თუ არ გყოფ...   Dec 22 2009, 09:02 PM
Misha Songulashvili   KAIROS კაიროს რასაა რო...   Dec 22 2009, 09:03 PM
kato_Bato   KAIROS ნამდვილად სწორ...   Dec 22 2009, 09:03 PM
afxazi   ერთი წამით კატო არ ...   Dec 22 2009, 09:03 PM
Misha Songulashvili   kato_Bato თქვენი საქმე ი...   Dec 22 2009, 09:11 PM
ნანინა   Misha Songulashvili რა გინდა? ი...   Dec 22 2009, 09:11 PM
ბადრი   ნანინა არიქა ჩააგდ...   Dec 22 2009, 09:12 PM
kato_Bato   Misha Songulashvili შენ მოდიხა...   Dec 22 2009, 09:13 PM
KAIROS   არაა ეს შესაბამისი...   Dec 22 2009, 09:14 PM
Misha Songulashvili   ნანინა და თქვენ ის...   Dec 22 2009, 09:14 PM
KAIROS   პ.ს. ცოტა განვტვირთ...   Dec 22 2009, 09:17 PM
Amuza   პ.ს. ცოტა განვტვირთ...   Dec 22 2009, 09:22 PM
ნანინა   ბადრი ჩავაგდე და ა...   Dec 22 2009, 09:20 PM
ილია   საქართველოს საპატ...   Dec 22 2009, 09:20 PM
kato_Bato   ნუღარ მოითხოვთ, მე...   Dec 22 2009, 09:21 PM
Misha Songulashvili   kato_Bato ბოდიში ვერ მიგ...   Dec 22 2009, 09:21 PM
KAIROS   ეგაა თავი და თავი...   Dec 22 2009, 09:35 PM
Amuza   აი ესაა ყველაზე სა...   Dec 22 2009, 09:39 PM
ეკატო   KAIROS მე მაგ ჩურჩხელე...   Dec 22 2009, 09:40 PM
KAIROS   :D დაგრჩებოდა ზედ ე...   Dec 22 2009, 09:43 PM
Amuza   აგერ ბასილ მკალავი...   Dec 22 2009, 09:43 PM
Misha Songulashvili   არადა გამიკვირდა :) ...   Dec 22 2009, 09:50 PM
ბადრი   Amuza სინოდის დადგენი...   Dec 22 2009, 09:53 PM
Otherguy   Amuza სინოდის დადგენ...   Dec 22 2009, 10:56 PM
Giorgius   მეც ამის დასწერად ...   Dec 22 2009, 10:06 PM
llaasshhaa   ვაა.. მე მეგონა თვით...   Dec 22 2009, 10:07 PM
Giorgius   მეც ამის დასწერად ...   Dec 22 2009, 10:07 PM
Amuza   რას გაიგებ აირია მ...   Dec 22 2009, 10:12 PM
afxazi   http://www.interpressnews.ge/ge/index.php/....html...   Dec 22 2009, 10:52 PM
Amuza   http://www.interpressnews.ge/ge/index.php/....htm...   Dec 22 2009, 10:59 PM
afxazi   Otherguy   Dec 22 2009, 10:57 PM
Otherguy   Otherguy "ბასილ მკალა...   Dec 22 2009, 10:58 PM
afxazi   Otherguy ოჰ :D :D ოღონდ სა...   Dec 22 2009, 11:00 PM
Otherguy   Otherguy ოჰ :D :D ოღონდ სა...   Dec 22 2009, 11:05 PM
afxazi   Otherguy მართვა-გამგეობ...   Dec 22 2009, 11:06 PM
Otherguy   Otherguy მართვა-გამგეო...   Dec 22 2009, 11:17 PM
afxazi   Otherguy გადაწყვეტილებ...   Dec 22 2009, 11:20 PM
Otherguy   Otherguy გადაწყვეტილებ...   Dec 22 2009, 11:28 PM
Amuza   ერთი ეპისკოპოსი რო...   Dec 22 2009, 11:24 PM
afxazi   აი მართვა-გამგეობი...   Dec 22 2009, 11:33 PM
Otherguy   აი მართვა-გამგეობ...   Dec 23 2009, 02:12 AM
Iona   kato_Bato ჩემ მეგობარს ...   Dec 23 2009, 03:20 PM
კანუდოსელი   Iona კატოს ასე კამათი ...   Dec 23 2009, 03:27 PM
Iona   კატოს ასე კამათი მ...   Dec 23 2009, 04:22 PM
ნანინა   Iona http://church.ge/index.php?showtopic=7282 ...   Dec 23 2009, 04:26 PM
kato_Bato   Iona ერთი და ორი შემთხ...   Dec 23 2009, 04:35 PM
sable   აქ უმჯობესია ზედმე...   Dec 23 2009, 04:55 PM
Iona   ნანინა წავიკითხე ...   Dec 23 2009, 05:08 PM
ნანინა   Iona "დავაიწე დრუზი...   Dec 23 2009, 05:19 PM
kato_Bato   Iona :D ვერ მოგცემთ მაგ...   Dec 23 2009, 05:24 PM
მხევალი ნინო   მე პირადად კანონის...   Dec 23 2009, 05:37 PM
Iona   ვერ მოგცემთ მაგის ...   Dec 23 2009, 06:12 PM
xokaido   აქ რაღაც მეწერა... ...   Dec 23 2009, 06:24 PM
kato_Bato   Iona წინასწარმეტყვე...   Dec 23 2009, 08:46 PM
kato_Bato   ჰო და კიდევ, მე ვინმ...   Dec 23 2009, 08:57 PM
ნანინა   kato_Bato :* კატო, ვინც აქ ...   Dec 23 2009, 09:25 PM
ბიძია თომა   kato_Bato მე პირადად ვდგ...   Dec 23 2009, 09:32 PM
abo   ბიძია თომა ძალიან ...   Dec 23 2009, 10:01 PM
ბიძია თომა   abo შენ რა შუაში ხარ ა...   Dec 23 2009, 10:09 PM
Misha Songulashvili   ფორუმული რეპრესიე...   Dec 23 2009, 10:13 PM
კანუდოსელი   kato_Bato კიდევ დავწერ: რ...   Dec 23 2009, 10:22 PM
ბიძია თომა   Misha Songulashvili სამწუხაროა...   Dec 23 2009, 10:25 PM
sable   კანუდოსელი ისე მი...   Dec 23 2009, 10:29 PM
კანუდოსელი   კანუდოსელი ისე მი...   Dec 23 2009, 10:43 PM
Misha Songulashvili   ბიძია თომა არ გეთა...   Dec 23 2009, 10:36 PM
ბიძია თომა   Misha Songulashvili რა და ბანს ...   Dec 23 2009, 10:41 PM
sable   ბიძია თომა სხვა კო...   Dec 23 2009, 10:44 PM
afxazi   კანუდოსელი ეს იმე...   Dec 23 2009, 10:46 PM
კანუდოსელი   ნუ შექმნით მითს იმ...   Dec 23 2009, 10:49 PM
Iona   საქმე აქ იამში კი ...   Dec 23 2009, 10:48 PM
ნათია   თქვენი გამკვირვებ...   Dec 23 2009, 10:52 PM
leluka   ბიძია თომა დარჩით ...   Dec 23 2009, 10:53 PM
ბიძია თომა   ბიძია თომა დარჩით ...   Dec 23 2009, 11:01 PM
კანუდოსელი   პირადად მე წესების...   Dec 23 2009, 10:54 PM
ნათია   Iona და მოგწონებია? კ...   Dec 23 2009, 10:55 PM
leluka   კანუდოსელი ისევ 5კ...   Dec 23 2009, 10:56 PM
ნათია   leluka ლელ, ჩემო კარგო ...   Dec 23 2009, 10:59 PM
leluka   ნათია ვერ გადავხე...   Dec 23 2009, 11:02 PM
Misha Songulashvili   ბიძია თომა ამ გოგო...   Dec 23 2009, 11:02 PM
ნანინა   leluka მე დაგიწერ თემო...   Dec 23 2009, 11:05 PM
afxazi   დამშვიდდით. ყველა...   Dec 23 2009, 11:07 PM
sable   კანუდოსელი მეც ეგ...   Dec 23 2009, 11:08 PM
ნათია   afxazi ამ თემაში ვაოფე...   Dec 23 2009, 11:09 PM
afxazi   sable კიდევ ერთხელ ვა...   Dec 23 2009, 11:10 PM
sable   sable კიდევ ერთხელ ვა...   Dec 23 2009, 11:21 PM
Misha Songulashvili   მაინც ვერ გავიგე... ...   Dec 23 2009, 11:16 PM
Amuza   რას გავს ეს თემა აქ ...   Dec 23 2009, 11:17 PM
xokaido   kato_Bato არავის არაფერი...   Dec 23 2009, 11:20 PM
Misha Songulashvili   Amuza წმინდა სინოდის ფ...   Dec 23 2009, 11:20 PM
Amuza   ეხლა კი გაოფების გ...   Dec 23 2009, 11:20 PM
leluka   ნათია გმადლობ, წარ...   Dec 23 2009, 11:21 PM
2 გვერდი V  1 2 >


Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 12th July 2025 - 03:02 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი