![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
კანონისტი |
![]() ![]()
პოსტი
#1
|
![]() დავით ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 ![]() |
საპატრიარქოში დღეს წმინდა სინოდის კრება გაიმართება
საპატრიარქოში დღეს წმინდა სინოდის კრება გაიმართება. როგორც "ინტერპრესნიუსს" საპატრიარქოდან აცნობეს, წმინდა სინოდის კრებას პატრიარქი უხელმძღვანელებს და მასში ყველა მღვდელმთავარი მიიღებს მონაწილეობას. კრება, როგორც ყოველთვის, დახურული იქნება და განსახილველი საკითხები წინასწარ არ ქვეყნდება. წმინდა სინოდის განჩინება კრების შემდეგ გახდება ცნობილი. საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო სამართლით წმინდა სინოდის კრება წელიწადში ორჯერ მაინც უნდა ტარდებოდეს. ქართული ეკლესიაში, ტრადიციულად, ბოლო სხდომა დეკემბრის ბოლოსთვის ტარდება. გავრცელებული ინფორმაციით, კრებაზე ერთ-ერთი საკითხი იქნება დეკანოზების, მამა ზაზა თევზაძისა და მამა კახაბერ კურტანიძისადმი სადამსჯელო ღონიძიებების განხორციელება. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/....html&hd_line=1 -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
![]() ![]() |
afxazi |
![]()
პოსტი
#2
|
![]() დავითი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 ![]() |
აი მართვა-გამგეობის დებულებიდან
თავი II საქართველოს ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიის საეკლესიო კრება - საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდი §1. საქართველოს ეკლესიაში უმაღლესი ხელისუფლება მოძღვრების, საეკლესიო მმართველობისა და საეკლესიო სასამართლოს სფეროებში, ანუ - საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლება ეკუთვნის საქართველოს. ეკლესიის საეკლესიო კრებას - საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდს. §2. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდს იწვევს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი (ან მისი მოსაყდრე) საჭიროების მიხედვით, წელიწადში არანაკლებ ორჯერ და თავმჯდომარეობს მას. §3. საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდის წევრები არიან საქართველოს ეკლესიის ეპარქიათა მმართველი მღვდელმთავრები და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსები. §4. საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდი: 1. განმარტავს წმიდა წერილისა და წმიდა გარდამოცემის საფუძველზე მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლებას. ზრუნავს სხვა ადგილობრივ ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიებთან დოგმატურ-სარწმუნოებრივსა და კანონიკურ ერთიანობაზე. 2. იხილავს და წყვეტს კანონიკურ, საღვთისმსახურო, სამოძღვრო და სხვა საკითხებს, რომლებიც ეხებიან ეკლესიის საშინაო და საგარეო მოღვაწეობას. 3. უზრუნველყოფს საქართველოს ეკლესიის ერთიანობას. იცავს მართლმადიდებელი სარწმუნოების სიწმიდესა და ქრისტიანულ ზნეობას. 4. ადგენს ახალ წმინდანთა აღიარებას (კანონიზირებას) და შესაბამის ღვთისმსახურებას. 5. ზრუნავს ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის სამართლებრივ ურთიერთობაზე, ეკლესიის კანონების, საეკლესიო კრებების დადგენილებების, საქართველოს ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულების, სახელმწიფოს კონსტიტუციისა და კანონების შესაბამისად. 6. იღებს პრინციპულ გადაწყვეტილებებს სხვა ავტოპეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიებთან ურთიერთობების შესახებ. 7. შესაბამისი საშუალებებით გამოხატავს თავის დამოკიდებულებას სახელმწიფოში და მთელ მსოფლიოში მომხდარი მოვლენებისა და წამოჭრილი პრობლემების შესახებ. 8. ქმნის ან აუქმებს ეპარქიებს, ცვლის მათ ტერიტორიულ საზღვრებსა და სახელწოდებებს. 9. ირჩევს საქართველოს ეკლესიის მღვდელმთავრებს და ახდენს მათ ხელდასხმას. 10. საჭიროების შემთხვევაში, კათოლიკოს-პატრიარქის წინადადებით, გადაყავს მღვდელმთავრები ერთი ეპარქიიდან მეორეში. 11 . საჭიროების შემთხვევაში იღებს გადაწყვეტილებებს მმართველი მღვდელმთავრების პენსიაში გასვლის შესახებ. 12. ისმენს მმართველი მღვდელმთავრების მოხსენებებს ეპარქიის მდგომარეობის შესახებ. 13. ადგენს პროცედურას ყველა საეკლესიო სასამართლოსათვის. 14. განაწესებს საეკლესიო ჯილდოებს. 15. ამტკიცებს, ცვლის, აუქმებს და განმარტავს თავის დადგენილებებს, რომლებიც შეეხებიან საეკლესიო ცხოვრებას. 16. სხვადასხვა საკითხის შესასწავლად ქმნის სპეციალურ კომისიებს. წმ. სინოდი ზრუნავს: 17. საქართველოს ეკლესიის საშინაო და საგარეო მოღვაწეობის მნიშვნელოვანი საღვთისმეტყველო პრობლემების გადაჭრისათვის. 18. წმ. წერილის ტექსტის დაცვისა, თარგმნისა და გამოცემისათვის. 19. საღვთისმსახურო წიგნების ტექსტის დაცვის, გასწორებისა და გამოცემისათვის. 20. საეკლესიო კანონების კრებულების, სასულიერო და საერო სასწავლებლების შესაბამისი სახელმძღვანელოების, საღვთისმეტყველო ლიტერატურისა და პერიოდიკის გამოცემისათვის. 21. სასულიერო განათლების სრულყოფისათვის. 22. სასულიერო პირთა და ეკლესიის საერო თანამშრომელთა პენსიით უზრუნველყოფისათვის. 23. საეკლესიო საგანძურის აღრიცხვის, დაცვისა და შევსებისათვის. §5. საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდის თავმჯდომარე არის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ან მის მიერ დანიშნული საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე. §6. წმიდა მართლმადიდებელი ეკლესიის კანონების თანახმად, ის საეკლესიო კრება, რომელიც არ არის მოწვეული კათოლიკოს-პატრიარქის ან მოსაყდრის მიერ, უკანონოა. §7. საქართველოს ეკლესიის წმ. სინოდი არის პირველი და უკანასკნელი ინსტანცია საქართველოს ეკლესიაში, რომელიც უფლებამოსილია გაასამართლოს მღვდელმთავარი, განიხილოს მისი მოღვაწეობის დოგმატური და კანონიკური ცდომილება. §8. საქართველოს ეკლესიის საეკლესიო კრება არის პირველი და უკანასკნელი ინსტანცია საქართველოს ეკლესიაში, რომელიც სასამართლო წესით განიხილავს კონფლიქტებს მღვდელმთავრებს შორის. შენიშვნა: ყოველგვარი საჩივრის გარეშე საქართველოს ეკლეაიის საეკლესიო კრება უფლებამოსილია პასუხი აგებინოს იმ მღვდელმთავარს, რომელიც ცხადად არღვევს საეკლესიო კანონებსა და წესდებებს. §9. საქართველოს ეკლესიის წმ. სინოდი არის უკანასკნელი ინსტანცია იმ სასულიერო და საერო პირებისათვის, რომლებსაც ეპარქიის მმართველმა მღვდელშთავარმა მიუსაჯა მღვდელმსახურების აკრძალვა, სამღვდელო ხარისხიდან განკვეთა, სიკვდილამდე უზიარებლობა ან ეკლესიიდან განკვეთა (ანათემა); აგრეთვე იმ სასულიერო და საერო პირებისათვის, რომლებსაც აქვთ საკმარისი საფუძველი თავიანთი ეპარქიის მმართველი მღვდელმთავრის განაჩენის გასაჩივრებისათვის. §10. საქართველოს ეკლესიის წმ. სინოდზე გადაწყვეტილების მიღება ხდება ხმების უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში მიღებული იქნება ის გადაწყვეტილება, რომელსაც ემხრობა კრების თავმჯდომარე - სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი (ან მოსაყდრე). §11. საქართველოს ეკლესიის წმ. სინოდი ამტკიცებს თავისი სხდომების ჩატარების დღის წესრიგს, პროგრამასა და რეგლამენტს. §12. საქართველოს ეკლესიის წმ. სინოდზე დასწრება საქართველოს ეკლესიის მღვდელმთავრების კანონიკური ვალდებულებაა. მღვდელმთავარს შეუძლია არ დაესწროს წმ. სინოდის სხდომას ავადმყოფობის ან სხვა ისეთი მნიშვნელოვანი მიზეზის გამო, რომელსაც წმ. სინოდი საპატიოდ ცნობს. თუ მღვდელმთავარი არასაპატიო მიზეზის გამო არ გამოცხადდება წმ. სინოდზე, მაშინ ის ექვემდებარება მთელი კრებისაგან ძმურ შეგონებას ან მღვდელმოქმედებისაგან დროებით განყენებას. §13. თუ მღვდელმთავარი მნიშვნელოვანი მიზეზის გამო ვერ დაესწრება წმ. სინოდის სხდომას, მაშინ ის ვალდებულია წმ. სინოდს წერილობით მოახსენოს თავისი შეხედულება განსახილველ საკითხებზე. §14. წმ. სინოდის არცერთ წევრს არ შეუძლია ხმის მიცემისაგან თავის შეკავება. თუ მღვდელმთავარი არ ეთანხმება მიღებულ დადგენილებას, მან ეს იმავე სხდომაზე უნდა განაცხადოს, ხოლო სხდომიდან სამი (3) დღის განმავლობაში წერილობით უნდა წარადგინოს თავისი მოსაზრება, რომელიც დაერთვება საეკლესიო კრების ოქმებს. §15. საქართველოს ეკლესიის წმ. სინოდის დადგენილებები სავალდებულოა საქართველოს ეკლესიის ყოველი წევრისათვის. §16. საქართველოს ეკლესიის წმ. სინოდის დადგენილებებს პირველად ხელს აწერს კრების თავმჯდომარე - სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი (ან მოსაყდრე), შემდეგ კრების წევრები უპირატესობის მიხედვით, მიუხედავად იმისა, ეთანხმებიან თუ არა განხილულ საკითხებზე მიღებულ გადაწყვეტილებას. §17. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმ. სინოდის დადგენილებები ძალაში შედიან მიღებისთანავე, თუ დადგენილება არ ითვალისწინებს სხვა ვადებს. §18. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმ. სინოდის სხდომის მოწვევის ადგილს ირჩევს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი (ან მოსაყდრე). -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 12th July 2025 - 02:44 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი