![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
შეხვეწილი |
![]()
პოსტი
#1
|
უსამართლობაა ქვეყნის ალაჰი და ძალმომრეობაა მისი მოციქული ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 555 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: გარდატეხის ასაკი წევრი № 436 ![]() |
მოკლედ, რას ფიქრობთ ამაზე?
![]() -------------------- სამშობლოსათვის თავდადება კიდეც მინდოდეს... ვერ დავდებ!
რადგან გაყიდეს და... არ გამაჩნია! არადა, რავჩივარ ერთი?.. |
![]() ![]() |
მატასი |
![]()
პოსტი
#2
|
![]() თამ... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,614 რეგისტრ.: 10-November 06 მდებარ.: dedamiweli :) წევრი № 440 ![]() |
მამა პაისი მთაწმინდელი ხელახალი განხორციელების (რეინკარნაციის) შესახებ:
_წმინდაო მამაო, რატომაა, რომ ზოგიერთ განათლებულ ადამიანსაც კი სჯერა ხელახალი განხორციელების? _ხელახალი განხორციელება აწყობთ ადამიანებს, განსაკუთრებით კი უღმერთო, ურწმუნო ადამიანებს. ეს ცრუ სწავლება ეშმაკის უდიდესი მზაკვრობაა. ეშმაკი ამ ადამიანებს განამტკიცებს ცოდვილ ცხოვრებაში იმგანზრახვით,რომ თითქოსდა მათი სულები მიდიან ამ ქვეყნიდანდა ხელახლა აქ ბრუნდებიან. "წარმოგიდგენია?! როგორი საქმეა?! ერთხელ თუ მარცხი შეგემთხვა, მეორედ წარმატება გელის, როდესაც კვლავ ამ ცხოვრებაში დაბრუნდები. მაგრამ, თუ არც მაშინ გაგიმართლა,დაბრუნება ხომ კიდევ მოგიწევს და ბოლოს და ბოლოს ევოლუციას განიცდი". ეუბნება ეშმაკი ხელახალი განხორციების თეორიის მიმდევრებს. რის შემდეგაც ადამიანები ამბობენ: "არაფერია საშინელი იმაში, თუ კიდევ ართ ცოდვას ჩავიდენ". და ყველაფერზე ხელს ჩაიქნევენ ხოლმე. ისინი უყურედღებოდ ცხოვრობენ, არ ინანიებენ. ხედავ, როგორ აბრმავებს ეშმაკი ამ ადამიანებს და ჯოჯოხეთისაკენ მიმართავს მათ?! ხელახალ განხორციელებაზე უარესი ეშმაკეული გამონაგონი და ცრუ სწავლება არ მსმენია. ეს მან იმისათვის გამოიგონა, რომ ადამიანები ჯოჯოხეთში შეკრიბოს. ხოლო თუკი ის ერთხელ შეძლებს შენს შეპყრობას, როგორ გგონია, უკან დაბრუნების ნებას მოგცემს?! ხელახალი განხორციელების თეორია ინდურ რელიგიათა შორის ყველაზე უარესია. ერთხელ ჩემთან - სენაკში, ერთი ახალგაზრდა მოვიდა, რომელსაც ეშმაკი უჩვენებდა ხილვებს, რომელთა მიხედვითაც იგი ათასი წლის წინ დიდი ადამიანი იყო. ფული თავზე ეყარა! შემდეგ ხილვაში ის :ზეცაში იქნა აღტაცებული", მაგრამ ჯერ ზეცაში "ჩაწერილი არ იყო" და ამიტომაც ძირს დაშვება უბრძანეს. ამ მდგომარეობამდე ის ეშმაკმა მიიყვანა "ყველაფერი, რაც მომიყევი არასოდეს ყოფილა, შენ კი დაიჯერე"? ვუთხარი მე. რეინკარნაცია რომ არსებობდეს, აზრს დაკარგავდა ყველაფერი ![]() -------------------- მუჭაში ვაგროვებდი მზეს შენთვის...
აჰა, მიიღე... "ერთხანს შორიშორს იდგნენ და ოდნავი შეხედვისაც ეშინოდათ, რადგან აშკარად გრძნობდნენ გატრუნულნი, როგორ ამოდიოდა მათ სხეულში უცნაური, მჩხვლეტავი მცენარე - სიყვარულის კაკტუსი..." |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 5th July 2025 - 01:10 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი