![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
კანონისტი |
![]() ![]()
პოსტი
#1
|
![]() დავით ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 ![]() |
საპატრიარქოში დღეს წმინდა სინოდის კრება გაიმართება
საპატრიარქოში დღეს წმინდა სინოდის კრება გაიმართება. როგორც "ინტერპრესნიუსს" საპატრიარქოდან აცნობეს, წმინდა სინოდის კრებას პატრიარქი უხელმძღვანელებს და მასში ყველა მღვდელმთავარი მიიღებს მონაწილეობას. კრება, როგორც ყოველთვის, დახურული იქნება და განსახილველი საკითხები წინასწარ არ ქვეყნდება. წმინდა სინოდის განჩინება კრების შემდეგ გახდება ცნობილი. საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო სამართლით წმინდა სინოდის კრება წელიწადში ორჯერ მაინც უნდა ტარდებოდეს. ქართული ეკლესიაში, ტრადიციულად, ბოლო სხდომა დეკემბრის ბოლოსთვის ტარდება. გავრცელებული ინფორმაციით, კრებაზე ერთ-ერთი საკითხი იქნება დეკანოზების, მამა ზაზა თევზაძისა და მამა კახაბერ კურტანიძისადმი სადამსჯელო ღონიძიებების განხორციელება. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/....html&hd_line=1 -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
![]() ![]() |
Misha Songulashvili |
![]()
პოსტი
#2
|
![]() ეკუმენისტი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,524 რეგისტრ.: 21-October 07 წევრი № 3,010 ![]() |
ბიძია თომა
არ გეთანხმებით, ვინაიდან ჩემთვის წარმოუდგენელია ფორუმზე შეწყდეს დარეგისტრირება... მერე რა კრიტერიუმებით უნდა შეარჩიოს ადმინისტრაციამ ვის დასთანხმდეს და ვის არა? ალბად მონასტერში გაუშვებს გამოსაცდელი ვადით (ეს ისე, ხუმრობით) =) ადმინისტრაციაში რაღაც ცვლილებებია, რასაც მე ალღო ვერ ავუღე ჯერ... უბრალოდ ხალხს დრო ჭირდება შეეჩვიონ ახალ წყობას. ბოლო ბოლო საქართველოა, შუქნიშანი ვერ აჩერებს ხალხს და იარაღიანი პოლიცია თქვენ დაწერილი წესებით გინდათ რომ დაიმორჩილოთ? შეჩვევა უნდა ხალხს შეჩვევა... ეს პროცესია, გრძელი პროცესი. იქნიეთ მახვილები, მე კი ვილოცებ ერთმანეთს არ გაარტყათ =))) -------------------- "ჩემზედ ამბობენ: 'ის სიავეს ქართლისას ამბობს,
ჩვენს ცუდს არ მალავს. ეგ ხომ ცხადი სიძულვილია!' ბრიყვნი ამბობენ, კარგი გული კი მაშინვე სცნობს _ ამ სიძულვილში რაოდენიც სიყვარულია!" |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 12th July 2025 - 02:30 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი