![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
კანონისტი |
![]() ![]()
პოსტი
#1
|
![]() დავით ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 ![]() |
საპატრიარქოში დღეს წმინდა სინოდის კრება გაიმართება
საპატრიარქოში დღეს წმინდა სინოდის კრება გაიმართება. როგორც "ინტერპრესნიუსს" საპატრიარქოდან აცნობეს, წმინდა სინოდის კრებას პატრიარქი უხელმძღვანელებს და მასში ყველა მღვდელმთავარი მიიღებს მონაწილეობას. კრება, როგორც ყოველთვის, დახურული იქნება და განსახილველი საკითხები წინასწარ არ ქვეყნდება. წმინდა სინოდის განჩინება კრების შემდეგ გახდება ცნობილი. საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო სამართლით წმინდა სინოდის კრება წელიწადში ორჯერ მაინც უნდა ტარდებოდეს. ქართული ეკლესიაში, ტრადიციულად, ბოლო სხდომა დეკემბრის ბოლოსთვის ტარდება. გავრცელებული ინფორმაციით, კრებაზე ერთ-ერთი საკითხი იქნება დეკანოზების, მამა ზაზა თევზაძისა და მამა კახაბერ კურტანიძისადმი სადამსჯელო ღონიძიებების განხორციელება. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/....html&hd_line=1 -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
![]() ![]() |
sable |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,694 რეგისტრ.: 29-August 07 წევრი № 2,651 ![]() |
კანუდოსელი
მეც ეგრე მგონია, რომ გააგრძელებს, მაგრამ მიუხედავად ამისა ვთვლი, რომ არ გვაქვს იმის უფლება, რომ მას განაჩენი გამოვუტანოთ! სწორი იქნებოდა ფორუმისთვის განემარტათ რომ ესა და ეს იუზერი (ინაინა/ბარბარე) თავის დროზე გახდა ფორუმზე დიდი განხეთქილების მიზეზი და თან გახდა ამ განხეთქილების მიზეზი იმისთვის რომ მისმა ერთმა ნაცნობმა (ასევე გოგომ) მას უწოდა ,,ქალო'' და ამას მოაყოლა მერე მთელი აყალ-მაყალი, ისეთი რომ ფორუმი ორად გაითიშა და თან მოხდა ის რომ ეს ორივე ბანაკი ერთმანეთს პირადად იცნობდა და მეგობრობდა, ხოლო მის მიერ დაწყებული ამ უმსგავსობის შემდეგ მათი მეგობრობა შეირყა, ურთიერთობები გაცივდა, ფორუმიდან იუზერების და მათ შორის ისეთები ვინც აქ დიდი ხანი იყვნენ და მართლა ჰქონდათ დამსახურება ფორუმის წინაშე, ასევე საერთოდ აღარ შემოდიან და ამ გოგოს (ინაინა/ბარბარე) იმის მაგიერ, რომ გულწრფელად გაევიწყებინა წყენა (და წყენა არის ის რომ ნაცნობმა მიმართა ,,ქალოთი'', სასაცილოა სატირალი რომ არ იყო!!!), გააგრძელა საკუთარი თავის მსხვერპლად წარმოჩენა და იმ ფორუმელების კბენა, ვისაც არც წყენა აპატია და მათ მიმართ მკაცრი გამოთქმებიც არ დაიშურა და პლიუს შეურაცხყოფები მიაყენა. მოკლედ სულ არ მინდოდა ეს დამეწერა, მაგრამ აქ ყველაფერი ისე წარმოჩინდა თითქოს ბარბარე იყოს უცდომელი და დაჩაგრული, ეს მაშინ როდესაც სამწუხაროდ თავად გახდა მიზეზი განხეთქილების და დღესაც ხდება იგივე განხეთქილების მიზეზი, ამჯერად სხვა იუზერებს შორის. ახლა თქვენ თავად განსაჯეთ იუზერი, რომელიც ხდება განხეტქილების მიზეზი და თან არაერთხელ, არამედ მრავალჯერ არის თუ არა 'მსხვეპლი'?! და თან ხდება რის გამო სრულიად ელემენტარულის გამო! სამწუხაროა! ბოდიშს უხდი ბარბარეს თუ ამ პოსტით მას რაიმე ცუდი ვუთხარი, მაგრამ ეს არის ის, როგორც მე დავინახე საქმის ვითარება, რაც სრულებით არ მახარებს. პს. მიუხედავად ყველაფერისა ვფიქრობ რომ სამუდამო ბანი არ არის გამართლებული. -------------------- გერმანიაში ნაცისტები რომ კომუნისტებს მოადგნენ ხმა არ ამომიღია რადგან კომუნისტი არ ვყოფილვარ
ებრაელებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან ებრაელი არ ვყოფილვარ პროფკავშირებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან პროფკავშირელი არ ვყოფილვარ კათოლიკებზე გადავიდნენ და ხმა არ ამომიღია რადგან კათოლიკე არ ვყოფილვარ შემდეგ მე მომადგნენ და აღარავინ იყო დარჩენილი ხმა რომ ამოეღო |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 12th July 2025 - 02:43 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი