![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
კანონისტი |
![]() ![]()
პოსტი
#1
|
![]() დავით ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 ![]() |
საპატრიარქოში დღეს წმინდა სინოდის კრება გაიმართება
საპატრიარქოში დღეს წმინდა სინოდის კრება გაიმართება. როგორც "ინტერპრესნიუსს" საპატრიარქოდან აცნობეს, წმინდა სინოდის კრებას პატრიარქი უხელმძღვანელებს და მასში ყველა მღვდელმთავარი მიიღებს მონაწილეობას. კრება, როგორც ყოველთვის, დახურული იქნება და განსახილველი საკითხები წინასწარ არ ქვეყნდება. წმინდა სინოდის განჩინება კრების შემდეგ გახდება ცნობილი. საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო სამართლით წმინდა სინოდის კრება წელიწადში ორჯერ მაინც უნდა ტარდებოდეს. ქართული ეკლესიაში, ტრადიციულად, ბოლო სხდომა დეკემბრის ბოლოსთვის ტარდება. გავრცელებული ინფორმაციით, კრებაზე ერთ-ერთი საკითხი იქნება დეკანოზების, მამა ზაზა თევზაძისა და მამა კახაბერ კურტანიძისადმი სადამსჯელო ღონიძიებების განხორციელება. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/....html&hd_line=1 -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
![]() ![]() |
Amuza |
![]()
პოსტი
#2
|
![]() გიორგი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,040 რეგისტრ.: 15-January 08 მდებარ.: GSE წევრი № 3,638 ![]() |
ეხლა კი გაოფების გარეშე გავეცნოთ პროტესტს.
პროტესტი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდს ![]() წმინდა სინოდი მამა ზაზა თევზაძემ და ვასილ კობახიძემ დღეს გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე, საქართველოს მართლმედიდებლური ეკლესის წმინდა სინოდის დადგენილება გააპროტესტეს და სპეციალური მიმართვა გაავრცელეს, ამ მიმართვის ტექსტს ‘ჯეოტოპნიუსი” უცვლელად გთავაზობთ 2009 წლის 22 დეკემბერს გაიმართა საქართველოს მართმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის კრება, რომლის დადგენილების ერთი მუხლი საუბრობს საზოგადოების ნაწილის მიერ კათალიკოს-პატრიარქისადმი დასმულ კითხვებზე და ამ საკითხისადმი მიძღვნილ ტელეგადაცემებზე. წმინდა სინოდის შეფასება შემდეგია: ”არიან ძალები, რომელთაც არ სურთ ეკლესიის მთლიანობა და სისავსე, არ სურთ ეროვნული და ზნეობრივი ფასეულობების დაცვა.” შეგახსენებთ, რომ უფრო ადრე საპატრიარქომ ოფიციალურად განაცხადა, რომ კითხვების დამსმელ ადამიანებს არ თვლის საზოგადოების წევრებად და პასუხის ღირსად. მაგრამ, წმინდა სინოდის კრება თავადვე აცხადებს, რომ: ”ბოლო დროს, სასულიერო პირების გამრავლებამ, სიკეთესთან ერთად, გარკვეული სურთულეებიც შექმნა”, ანუ საპატრიარქო ნაწილობრივ მაინც აღიარებს ეკლესიის წიაღში არსებული პრობლემების შესახებ დასმული კითხვების ლეგიტიმურობას. თუმცა, წმინდა სინოდი ანტიეკლესიურ კამპანიად აფასებს აღნიშნულ პროცესებს, რომლებიც სინამდვილეში ეკლესიის გაჯანსაღებისკენ არიან მიმართული. უმწვავესი პრობლემების შესახებ ჩვენს მიერ დასმულ კითხვებს წმინდა სინოდი ”სიცრუეს, შეურაცხყოფას და საზოგადოებაში განხეთქილების შეტანის მცდელობას” უწოდებს. წმინდა სინოდი პირდაპირ ემუქრება ქართულ სახელმწიფოსა და მასმედიას, რათა უპირველეს ყოვლისა სახელმწიფომ ჩანასახშივე ჩაკლას ეკლესიაში არსებულ სიტუაციაზე საჯარო მსჯელობა და დებატები. სინოდის დადგენილებაში ნათქვამია: ”სამწუხაროა, რომ მიმდინარე პროცესებში მასმედიის ის საშუალებებიც იღებენ მონაწილეობას, რომელნიც ხელისუფლების კონტროლს ექვემდებარებიან . . . პროცესები თუ ასე გაგრძელდა, ჩვენ იძულებულნი ვიქნებით შესაბამისი ნაბიჯები გადავდგათ, რათა დავიცვათ ჩვენი ეკლესიისა და ერის ღირსება.” ეს ტექსტი პირდაპირ მოუწოდებს სახელმწიფოს ჟურნალისტებსა და ჩვენზე რეპრესიების განხორციელებისაკენ, ხოლო ამ რეპრესიებზე უარის თქმის შემთხვევაში სინოდი ”ეკლესიისა და ერის ღირსების დასაცავად” უკვე პირდაპირ სახელმწიფოს ემუქრება. გამოვხატოთ უკიდურესი აღშფოთებას და პროტესტებთ წმინდა სინოდის ამ ანტიქრისტიანულ და ანტისახელმწიფოებრივ დადგენილებას. GeoTopNews საინფორმაციო სააგენტო -------------------- ღვინო ახალისებს, გულს კაცისასა!
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 12th July 2025 - 12:35 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი