პასუხების დაზუსტება, დასმულ კითხვებზე |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
პასუხების დაზუსტება, დასმულ კითხვებზე |
KAIROS |
Feb 7 2007, 09:23 PM
პოსტი
#41
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ვიწყებ მარიამის მიერ დასმული კითხვაზე ფიქრით...
http://church.ge/index.php?showtopic=576 "ლოცვა უცნობი ადამიანისათვის" მამაო პასუხში რამოდენიმე საინტერესო საკითხს აყენებს, განიხილავს რა ზოგადად ლოცვის არსს და აუცილებლობას, სცდება "უცნობი" ადამიანის თემას და "ნაცნობი " ანუ ჩვენს მიერ ნაცნობ ადამიანებს ახარისხებს, ვისზე უნდა ვილოცოთ და ვისზე არა, ბრძანებს: "... ადამიანები, რომელთაც იციან ჭეშმარიტება და ნებით ეწინააღმდეგებიან მას, ვერ იქნებიან მოხსენიებულნი ლოცვაში..." და სხვაგან: " ... (თუ) ადამიანი შეგნებულად ეწინააღმდეგება ჭეშმარიტებას, ცხადია, განსაცდელის წინაშე ვაყენებთ თავს მისთვის ლოცვით." ჯერ ერთი ამ ორ თეზისს შორის დაპირისპირებაა, რამეთუ სხვაა "ვერ იქნებიან მოხსენიებულნი" და სხვაა "განსაცდელის წინაშე ვაყენებთ თავს მისთვის ლოცვით", რადგან მოყვასისათვის განსაცდელს რად უნდა ვერიდოთ? მაგრამ ყველაზე საინტერესოა ის ლოცვები, რომლებსაც ჩვენ დილა-საღამოს ვკითხულობთ: "უარისმყოფელნი მართლმადიდებელისა სარწმუნოებისანი და ჭეშმარიტებისა გზათაგან შეცდომილნი, წვალებათაგან დაბნეულნი ნათლითა ცნობისა შენისათა განანათლენ და მოაქციენ იგინი მართალსა სარწმუნოებასა ზედა და ზიარ-ყვენ იგინი წმიდისა შენისა კათოლიკე და სამოციქულოსა ეკლესიისა, რათა გიცნან შენ მხოლოდ-ჭეშმარიტი ღმერთი და თაყუანი-გცენ. (მეტანია)" რამეთუ მწვალებლები თავისუფლად თავსდებიან იმათ რიცხვში ვინც " შეგნებულად ეწინააღმდეგება ჭეშმარიტებას", მაშინ რატომ ვლოცულობთ მათზე? თუ მხოლოდ სახელის ხსენება- არ ხსენებაზეა ყველაფერი დამოკიდებული? ... საკითხი ისევ ღიაა და დიდად დამავალებთ, თუკი მამებზე დაყრდნობით მშვიდად განვიხილავთ ამას, რამეთუ მაგ სიაში მოსახსენებელი ნაცნობები ბევრსა გვაყვს... იხარეთ, კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
KAIROS |
Mar 1 2007, 10:40 PM
პოსტი
#42
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ძალიან დიდი მადლობა მამაო, ვგონებ უფრო ნათლად მივედით ბოლო პასუხამდე
ანუ ციტატა ვერ ვლოცულობთ მხოლოდ მაშინ, 1) როდესაც არის სარწმუნოებრივი სიჯიუტე: ციტატა როცა ადამიანი შეგნებულად ცრუობს სარწმუნოებრივ სწავლებაში (ამის მაგალითია ადრე ხსენებული რასელისტები), სულიერი სიკვდილს აზიარებს მოსაუბრეს. იცის, რომ ცრუობს, იცის, რომ უფალი ასე არ ამბობს და წმიდა წერილში ასე არ წერია, მაგრამ შეხედულებების გადახედვა არ უნდა ისე ასეთი ჯიუტი, რასელისტიც შეიძლება იყოს და ბაპტისტიც... და 2) ზნეობრივად გაუკუღმართებაში გამყარებულნი: ციტატა როცა კაცი არ იჩენს არანაირ სინანულს , ნებსით და უდრეკად რჩება ცოდვებში , როცა თვლის, რომ მას უნდა მოეკლა, ემრუშა, მოეპარა და ა.შ., და ეს არ მიაჩნია ცოდვად სწორედ გავიგე მგონი... ბოლო კითხვებს დავსვამ ამ საკითხთან დაკავშირებით და უღრმეს მადლობას მოგახსენებთ ისევდაისევ, ამ კითხვების შემდეგ მე პირადად ამ საკითხს აქ აღარ დავუბრუნდები, მიუხედავად პოზიციისა. კითხვაც ორია, თქვენს მიერ გამოყოფილი ორი შემთხვევის შებამისად: 1) მამაო, ყველა მწვალებელი დარწმუნებულია რომ მართალია, მხოლოდ მართლაც უიშვიათესია შემთხვევა, ვინმემ მიხვდეს, რომ ცდება და მაინც ჯიუტად მწვალებლობა გაავრცელოს, აქედან კითხვა, თუკი ჩვენ მათზე ვერ ვილოცებთ ( ანუ ვერ ვიტყვით რომ ღმერთმა გული მოულბოს (?) ), მაშინ კარგად უნდა ვიცოდეთ, როგორ გავარჩიოთ რიგითი სექტანტი, რომელსაც გულწრფელად სჯერა, რომ მართალია, და აგრძლებს ქადაგებას, იმისაგან ვინც მიხვდა, რომ ცდება და მაინც თავისას ქადაგებს? 2) ზნეობრივ გაუკუღმართებაში გამყარებულები, ერთწილად მანიაკები არიან, სერიული მკვლელები, ავადმყოფურად მექალთანენი, მათ რიცხვშია ასევე აზროვნებით ქურდები, როდესაც ქურდობა და შავი სამყარო მათთვის ცხოვრების წესია, ასევე რაღათქმაუნდა ჰომოსექსუალისტები, ასევე ნარკომანები, რომლებიც მიუხედავად იმისა, რომ იციან რომ ცოდვაა,ნებით თუ უნებლიეთ, მაინც ცოდვაში რჩებიან, აქაც საზოგადოების მცირე ნაწილზეა საუბარი, და განცხადება იმისა, რომ ეკლესია მათზე არ ლოცულობს, და მეტიც მორწმუნეთაც უკრძალავს მათ ლოცვებში მოხსენებას, ხომ არ არის ამ ადამიანთა მოკვეთა? თუ მოკვეთა არ ხდება, ანუ მათთან საუბარს ვაგრძელებთ, შევაგონებთ, მაშინ ვიმეორებ ისევ კითხვას: ციტატა თუკი მათთან საუბარი შეიძლება,თხოვნით რომ მოექცნენ, მაშ, იგივე თხოვნით ღმერთთან საუბარი რატომ არ შეიძლება? კიდევ ერთხელ დიდი მადლობა, დამატების სახით, ამ მოსაზრებას კერძო შეიძლება დავარქვათ თუ უფრო ფართოდაა გაზიარებული? გმადლობთ, კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 12:28 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი