![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
Amuza |
![]()
პოსტი
#1
|
![]() გიორგი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,040 რეგისტრ.: 15-January 08 მდებარ.: GSE წევრი № 3,638 ![]() |
-------------------- ღვინო ახალისებს, გულს კაცისასა!
|
![]() ![]() |
აზნაური |
![]()
პოსტი
#2
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 12 რეგისტრ.: 19-July 09 წევრი № 7,278 ![]() |
ნანინა
ციტატა ჯერ ერთი დავიწყოთ იქიდან, რომ ჟურნალისტის პირველი მოვალეობა ობიექტურობაა, შენთვის ცნობილი ობიექტურობა, ამ ლოგიკით არის სრული ავადმყოფობა, რადგან თანამედროვე საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია ჯანსაღ აზრთა ურთიერთცვლა და არა ჭეშმარიტი სუბიექტივიზმით გამოჭყეპილი მუხლდრეკვები და მეტანიები, რომელიც მიმართულია ადამიანთა მახინჯი კულტივიზაციისკენ - როგორც ამას თქვენთვის საძულველი მნათეუსი იტყოდა. ციტატა მეორე _ ნორმალურ დონეზე მაინც უნდა მეტყველებდეს ქართულად და კითხვებსაც ასევე ნორმალურად სვამდეს მე ვსწავლობ მეთორმეტე კლასში და ჩემი ასაკისთვის ვფიქრობ არ მიჭირს აზრის გადმოცემა, ასეც რომ არ იყოს კამერასთან პირველად ვზივარ და ვზივარ არა როგორც პროფესიონალი, არამედ როგორც ერთი თავისუფალი ადამიანი, რომელსაც აღარ შეუძლია საპატრიარქოს მიერ ტაბუირებული მედია საშუალებების ამაზრზენი ფარისევლობის ყურება ![]() ![]() ციტატა მესამე _ საუბარი რესპოდენტსა და ე.წ. ჟურნალისტს შორის აშკარად წინასწარ დაგეგმილია, შესაბამისად მე აქ ამ ჟურნალისტის პროფესიონალიზმს ვერსად ვხედავ (დიდი ბოდიში მარა ასეა) აი ეს უკვე არა ჟურნალისტის, არამედ მსმენელის არაპროფესიონალიზმზე მეტყველებს - რადგან არაფერი არ იგეგმება, ჩვენ არც სტუდია გვაქვს, არც მემონტაჟე გვყავს და საბედნიეროდ არც ანდრიაძე გვაზის თავზე, კოლმეურნეობის აგიტაციით ![]() ციტატა არგუმენტირებული იყო თქვენი დაბალკვალიფიციურობა ბატონო ირაკლი? კვალიფიციურობასა და მადლმოსილებაზე პრეტენზიები თქვენ გაქვთ, ამაზე პასუხს ვერავის მოსთხოვთ საკუთარი თავის გარდა, ამიტომ შეგიძლია მშვიდად განაგრძო ცხოვრება და აიტანო, რომ შენი და მართლმადიდებელი მრევლის უმრავლესობის წყალობით, ახლა ვიღაც მაინც ცდილობს წინ აღუდგეს ამ ანტიმართლმადიდებლურ, ანტიდემოკრატიულ და მონურ ფსიქოლოგიას ![]() მას შემდეგ რაც ჩვენ, ანუ ადამიანებმა რომელთაც ქრისტიანობა მხოლოდ სეფისკვერის ჭამა და პატრიარქისადმი მონური მლიქვნელობით გაპოხილი მიმართვები არ გვგონია, გადავწყვიტეთ კულვარულად და თავისუფალი ადამიანებისთვის ჩაგვეწერა ვიდეორგოლები. გასათვალისწინებელია რომ: 1. არავითარი დაფინანსება არ გვაქვს 2. კამერაც კი არ გვაქვს ნორმალური 3. სამაგიეროდ გვაქვს სიმართლე, რომლისაც "ქრისტეს ადმინისტრაციაში" ძალიან ეშინიათ... ასე რომ შეგიძლიათ აკრიტიკოთ გადაცემის ფორმატი (რასაც პირველი ჩვენ ვაკეთებთ) შემდეგ კი დადგეთ და კურთხევა აიღოთ მამა გიორგი ხარაზაშვილისგან - ოღონდ სდექ, მაგან ჯიბიდან იცის გასროლა ![]() თქვენი დუმილი და ასეთი სერვილისტური დამოკიდებულება, ერთხელაც აღმოგაჩენინებთ რომ ნორმალურმა ხალხმა ეკლესია დატოვა, რადგან აღარ შეეძლო თქვენი უპასუხისმგებლო და უარგუმენტო წინადადებების მოსმენა... ამაში ერთადერთი დამნაშავე თქვენ იქნებით, მერე კი მოგიწევთ წისქვილის ქვის საბადოს მიაგნოთ ![]() ციტატა რა დაბალი დონეააა....... დაბალი დონე არაფერია ფაშიზმთან, რომელმაც საზოგადოების რიგებიდან მოგვისროლა... ხეპრეობამ, რომელსაც არ შეუძლია განსხვავებულ აზრს მოუსმინოს ![]() ციტატა დამიჯერე ჯობია ისწავლო რაც არ იცი და არ გინახავს იმას შენით ნუ შეაფასებ, აბა შენ ეხლა იურიდიულზე ჩააბარო და ჟურნალისტობა დაიბრალო არალოგიკურია. კითხვების დასმას გეთანხმები არ ჭირდება ჟურნალისტობა, მაგრამ შენ იქ კითხვებს არ სვამდი მარტო, არამედ ჟურნალისტის როლში გამოდიოდი ხოდა მაგას გეუბნები დახვეწე ეგ საქმე თქო მაგრამ ჯერ სკოლას არ გასცილებულხარ და მოიფიქრე კარგად შეიძლება დადგეს კარგი ჟურნალისტი შენგან თუ რათქმაუნდა ინგა გრიგოლიებს არ მიბაძავ მაგ იუთუბზე ბევრი კარგი რამ დევს მაგალითად ლარი კინგის შოუს არაერთი ნაწყვეტი და და მისი მაგალითით დახვეწავ ჟურნალისტის ეთიკას, აბა მარტო კითხვის დასმა არ არის ჟურნალისტობა. შენ მშვიდად იყავ ამ მარხვაში მეუფეო, მე როგორმე მივხედავ თავს, ისე კი ძალიან მახალისებს, როცა თემაზე საუბარს ფორმის კრიტიკას არჩევთ, როგორ ერთ ქარხანაში დაბეჭდილებს გავხართ ![]() Amuza კარგი კაცი ხარ შენ, ეკლესიის მოყვარული და როგორც ვატყობ მისი აქტიური მრევლიც, დამიჯერე, ეს პირჯვრისჩვევია ხალხი მალე დაიფანტება, დარჩება ის ვისაც რეალურად უნდა ეკლესიას ნამუსი შეუნახოს თანამედროვე სამყაროს წინაშე და არ აქციოს ის ბუდედ, რომელიც ყველას, ვისაც აზრი გაუკრთება თავსი, სიბნელის ბუნაგი ჰგონია... რაც დღევანდელი რეალობაა. ციტატა იღადავეთ იღადავეთ... რომ შეიცვლება ყველაფერი, მერე იტყვით ესენი ასდ იყვნენ ჩვენ რომ დემოკრატიის კვალში ვიდექითო გაუჭირდებათ? პოტენციურად, მაგათმა მამებმა ლენინიც ეგრე არ გაიტანეს პიჯაკის მარცხნიდან და ჯვრით შეცვალეს? მომავალში ეს მედროვეები მემარცხენე პაციფისტების სიმბოლოებს დაიკიდებენ, ამათ ხომ მარტო ის ადარდებთ რა არის მოდაში და რა არის მომგებიანი... მოიწყეს ბუდე ეკლესიაში, ამათი კაკანის ადგილია კირიონის, ამბროსისა და გრიგოლ ფერაძის ეკლესიაში? |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 17th June 2025 - 03:50 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი