სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| Amuza |
Dec 27 2009, 10:44 PM
პოსტი
#1
|
![]() გიორგი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,040 რეგისტრ.: 15-January 08 მდებარ.: GSE წევრი № 3,638 |
-------------------- ღვინო ახალისებს, გულს კაცისასა!
|
![]() ![]() |
| afxazi |
Dec 31 2009, 10:52 AM
პოსტი
#2
|
![]() დავითი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 |
აზნაური
ციტატა შენთვის ცნობილი ობიექტურობა, ამ ლოგიკით არის სრული ავადმყოფობა, რადგან თანამედროვე საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია ჯანსაღ აზრთა ურთიერთცვლა და არა ჭეშმარიტი სუბიექტივიზმით გამოჭყეპილი მუხლდრეკვები და მეტანიები, რომელიც მიმართულია ადამიანთა მახინჯი კულტივიზაციისკენ - როგორც ამას თქვენთვის საძულველი მნათეუსი იტყოდა. როდესაც ჯანსაღი აზრის გამოთქმაზე გვაქვს პრეტენზია, ელემენტარულად უნდა გვესმოდეს მაინც შინაარსი ჯანსაღი აზრის ფენომენისა. მხოლოდ ჩვენგან სანქცირებული ჩვენი სიმართლე შესაძლოა საერთოდ არ იყოს ამ შინაარსის შემცველი და პირიქით უფრო საზიზღრობა იყოს. მაგრამ სიმართლეც რომ იყოს ამ სიმართლის თქმასაც შესაბამისი ცოდნა სჭირდება. ეკლესიურობაზე და სიჯანსაღეზე რომ დებთ თავს ასევე ელემენტარულად სახარების შინაარსი მაინც უნდა იცოდეთ და მისი მთავარი პერსონაჟის ცხოვრებას მცირედით მაინც უნდა ბაძავდეთ. ასე რომ იყოს კარგად გეცოდინებოდათ რომ სიმართლის თქმასაც ცოდნა სჭირდება, რომ ლოზუნგებს და უაზრო გამოხტომებს არასოდეს მოუტანიათ შედეგი და ვერც მოიტანს, რადგან ამ შემთხვევაში თუნდაც სიმართლე არასწორადაა მიწოდებული ადამიანისადმი. პროფესიონალმა კარგად იცის სად და როგორ უნდა თქვას სიმართლე, ვის და რა ფორმით მიაწოდოს ეს სიმართლე, რომ ამ სიმართლის თქმამ უკუჩვენება არ მოიტანოს და სარგებელის ნაცვლად პირიქით ავნოს აუდიტორიას. მაგრამ რა პროფესიონალიზმზე ვლაპარაკობ, როდესაც საერთოდ არ ესმით ამ ადამიანებს რაზე ლაპარაკობენ. ერთ ტიპიურ მაგალითს მოვიტან. ქალბატონი თეა თუთბერიძე, რომელსაც ასევე აქვს პრეტენზია სიჯანსაღეზე და ჯანსაღი აზრის მიწოდებაზე, facebook -ის თავის გვერდზე დიდი სიამოვნებით აქვეყნებდა და აქვეყნებს მის სალანძღავ წერილებს და ამით მანიპულირებს, რომ აი ეს ხალხი იცავს პატრიარქსო. ამ დროს კი ნეიტრალურ წერილებს, სადაც ის აზრია გამოთქმული, რომ ამ ფორმით დაცვა პირველიერარქისა მიუღებელია, იგნორირებას უკეთებს და საერთოდ არ აძლევს ამ წერილებს გამოქვეყნების საშუალებას (ამის მხილველი და მომსწრე პირადად მე ვარ). იმედია ყველა მიხვდება რატომაც. მიპასუხეთ ეხლა ამ ქმედებაში ჯანსაღი აზრისადმი ლტოლვა იგრძნობა? პირიქით არ უნდა გახარებდეს რომ ვიღაცა სწორად ფიქრობს? მაგრამ არა, რაც მისთვის იმ შემთხვევაში საჭიროა სწორედ იმას იყენებს, ცხადია მიზანმიმართულად და არა ობიექტურად. არაფერს ვიტყვი ბასილ კობახიძეზე, რომელსაც სურს რომ ლეგენდარული პიროვნება იყოს და ყველა ცნობდეს ქუჩაში, რომლის წარსულიც ყველამ კარგად იცის და ისიც იცის ვინ იყო და რას აკეთებდა. ამ პიროვნების სახე კარგად წარმოჩნდება მის 1997 წელს გამოცემულ ბროშურაში (დაინტერესებულმა პირებმა ეგებ წაიკითხონ კიდეც). იქნებ ვინმემ ის თქვას რომ ამდენი წლის მერე შესაძლოა აზრი შეგეცვალოსო, მაგრამ ადამიანს აზრი ისე არასოდეს ეცვლება, რომ უწინ თეთრად მიჩნეულს დღეს შავი უწოდოს. მე მაინც შევეცდები ციტატები მოვიტანო ამ ბროშურიდან: "საოცარი ღვთისმეტყველური სიღრმითაა გადმოცემული მართლმადიდებლური სწავლება წმიდა ეკლესიის შესახებ 1989 წლის საშობაო ეპისტოლეში. ეკლესიის სხვა თვისებებთან ერთად მისი უწმინდესობა ეხება მოციქულებრივ მემკვიდრეობას: "მემკვიდრეობითობის ამ მადლს, რა თქმა უნდა, მოკლებულია პროტესტანტული მიმდინარეობანი, ბაფტისტები და სხვა დენომინაციები. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დიდად აფასებს თავის მოციქულებრივ წარმოშობას და მიაჩნია, რომ ჭეშმარიტი ეკლესია მხოლოდ იგია, რომელმაც ურყევად დაიცვა წმიდა წერილი, ქრისტეს მოწაფეთა წმიდა სწავლება, წმიდა მამათა დადგენილებები". "ხშირად პრესით თუ ტელევიზიით გამოდის ამა თუ იმ უმაღლესი სასწავლებლის პედაგოგი, მეცნიერი, მწერალი ან ცნობილი ხელოვანი, რომელიც ერთი შეხედვით არ უარყოფს ღმერთს, მაგრამ რელიგიურად ისე მცდარად აზროვნებს, რომ ერთ მნიშვნელობას ანიჭებს იესო ქრისტეს, მუჰამედს, ბუდას... როგორ შეიძლება ქრისტიანობის, მუსლიმანობის, ბუდიზმის გათანაბრება? ეს ხომ ამ რელიგიების უცოდინრობის მაჩვენებე;ია და ნიშნავს იმას, რომ გაცნობიერებული არა აქვს ცხოვრების უმთავრესი მიზანი, არ ვზრუნავთ ჩვენს უკვდავ სულზე და არ გვაწუხებს, რომ არასწორი პოზიციის გამო იგი შეიძლება სამუდამოდ წარვიწყმიდოთ... მართლმადიდებელი სარწმუნოება ხერხემალია ჩვენი ეროვნული სულისა... თითოეული ჩვენთაგანის მრწამსი, აღმსარებლობა, ღვთის ჭეშმარიტ გზას უნდა დაეფუძნოს". აღარ შეგაწყენთ მსგავსი ციტატებით, ამას მოსდევს საეკლესიო სამართალში შემავალი ის კანონები, სადაც ნათქვამია, რომ მღვდელმა არ უნდა შეურაცხყოს თავისი ეპისკოპოსი და პატრიარქის თავგამოდებული დაცვა იმ ხალხისგან, რომლისადმიც დღეს სიმპათიას ამჟღავნებს. როგორ შეიძლება დაიცვა ქრისტეფორე წამალაიძე და უფრო მეტიც შიო ავალიშვილი და პატრიარქს მათი დევნა დააბრალო. ეს ხომ რბილად რომ ვთქვა საზიზღრობაა და ბინძური წესებით თამაშია. მან კარგად იცის, რომ ეს ასეა, მაგრამ მისი ბოღმისა და შურის დაკმაყოფილებას ეს ყველაფერი უწყოფს ხელს და ცხადია ამაზე უარს არასოდეს არ იტყვის. დიაც სხვებისგან განსხვავებით მან კარგად იცის იმ ფაქტებისა თუ "არგუმენტების" სიბინძურე, რომელიც დღეს პატრიარქის წინააღმდეგ მიუმართავს. ჩემო კარგო სწორედ ამ ხალხისგან მოწოდებული "სიმართლე" აღიზიანებს ხალხს და არა ზოგადად სიმართლე. საერთოდ არ ესმის ბევრ ადამიანს რა საკითხებზე მიდის საუბარი, მაგრამ რადგან ამას ბასილ კობახიძე და თეა თუთბერიძე უდგანან სათავეში, არ ინტერესდება ამ საკითხებით და მიაჩნია, რომ მათი ნათქვამი ცუდია, თუნდაც რომ სინამდვილეში სიმართლე იყოს. ამას ვგულისხმობდი სწორედ ზემოთ, როდესაც ვამბობდი, რომ სიმართლის თქმას ჯერ პიროვნება, შემდეგ დრო და შემდეგ აუდიტორია ჭირდება. ლევანმა ერთხელ ასეთი სიტყვები მითხრა, რომ კობახიძემ მაშინ მიატოვა პატრიარქი და ფაქტიურად ხელი კრა, როდესაც ის მას ყველაზე ძალიან ჭირდებოდაო. ეს ლევანის (მნათეს) სიტყვებია, არ ვაზვიადებ და მაშინ დავეთანხმე მე მას. ასე რომ ტყუილად თავს ნუ შეიწუხებ ჩემო კარგო იმით, რომ ჩვენ დაბნელებულები გვიწოდო და შენს თავს ჯანსაღად მაოზროვნის ტიტული განუკუთვნო. მცირედი დაფიქრდი, გაითვალისწინე ბევრი რამ და მერე დაგვმოძღვრე. ამასთან პატივი ეცი განყოფილების მოდერატორს და მეტი კორექტულობა გამოიჩინე. აქ არავინ არავის არ უზღუდავს აზრის გამოთქმას, მაგრამ როდესაც აშკარაა რომ რაღაც მიზანმიმართულად კეთდება ამას ცხადია შევეწინააღმდეგებით. სიჯანსარე სრულ ობიექტურობას მოითხოვს, ხოდა პირველ რიგში აჩვენეთ ეს ობიექტურობა და სიამოვნებით მოგისმენთ. ციტატა მე ვსწავლობ მეთორმეტე კლასში და ჩემი ასაკისთვის ვფიქრობ არ მიჭირს აზრის გადმოცემა, ასეც რომ არ იყოს კამერასთან პირველად ვზივარ და ვზივარ არა როგორც პროფესიონალი, არამედ როგორც ერთი თავისუფალი ადამიანი, რომელსაც აღარ შეუძლია საპატრიარქოს მიერ ტაბუირებული მედია საშუალებების ამაზრზენი ფარისევლობის ყურება ასე, რომ ეს გადაწყვეტილება მივიღე არა როგორც საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენის მქონემ, არამედ როგორც ჯუნგლებში მყოფმა დანტისტმა, რომელსაც ახლა ხეების ჩეხვა უწევს, რადგან სამწუხაროდ მეტყევეებმა გადაწყვიტეს ძილს მისცენ თავი როდესაც ამას ამბობ იქნებ პირველ რიგში იმაზე აგემაღლებინათ ხმა, თუ როგორ მოქმედებენ დღევანდელი "იმედი" და "რუსთავი 2", რომ თავისუფლება წართმეული მონებივით ასრულებენ ხელისუფლების ამა თუ იმ დაკვეთას. "იმედმაც" და არც "რუსთავი 2"-მაც არაერთხელ დაადასტურეს ის, რომ საპატრიარქის ლანძღვა მათთვის ტაბუირებული არაა და პირიქით სიამოვნებით ასრულებენ ამ მოვალეობას, ოღონდ დახვეწილი ფორმებით ცხადია და არა ისე არაპროფესიონალურად, როგორც კობახიძე და სხვები აკეთებენ. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
Amuza ღია საუბრები Dec 27 2009, 10:44 PM
Amuza ღია საუბრები - ბასი... Dec 27 2009, 10:55 PM
ბადრი ეს ჟურნალისტი ვინა... Dec 27 2009, 11:15 PM
აზნაური
ეს ჟურნალისტი ვინ... Dec 30 2009, 02:07 AM
athos
ვაა, მიშა გენსეკი ... Dec 27 2009, 11:16 PM
ქევანა ღია საუბრები სატელ... Dec 28 2009, 12:36 AM
sable ქევანა
იუტუბით მა... Dec 28 2009, 12:39 AM
ნანინა ინტერესნო :) Dec 28 2009, 02:13 AM
Funkenstein ეს პირველად ფეისბუ... Dec 28 2009, 10:22 AM
ბექა ნდობის ტელეფონიც ე... Dec 28 2009, 03:38 PM
ქევანა
:D
ოპერატორად ვინ ი... Dec 28 2009, 03:56 PM
ნანინა ნუ ირაკლი კიკნაველ... Dec 28 2009, 05:51 PM
protestanti ირაკლი კიკნაველიძ... Dec 28 2009, 08:34 PM
ნონა ეს ლეონ სუთიძე ჩვე... Dec 28 2009, 10:34 PM
ნანინა ნონა
კი :) აწ უკვე ყო... Dec 28 2009, 10:36 PM
ნონა
ნონა
კი :) აწ უკვე ყო... Dec 28 2009, 10:45 PM
ნაინა ისე, ეს კითხვა-პასუ... Dec 28 2009, 10:46 PM
ნანინა ნონა
არქივში ნახე ... Dec 28 2009, 10:49 PM
ნონა მნათეს დაზეპირებუ... Dec 28 2009, 10:51 PM
kato_Bato ნანინა
ხსენებაზე ... Dec 28 2009, 11:18 PM
Amuza მაუწყებლობა იუთუბ... Dec 28 2009, 11:34 PM
kato_Bato უი "გურჯისტანზე... Dec 28 2009, 11:41 PM
abo Amuza
ერთს კარგი კაცობ... Dec 28 2009, 11:47 PM
Amuza
Amuza
ან ამ თემის გახს... Dec 28 2009, 11:52 PM
athos Amuza
ყოველი კაცი ცრუ ... Dec 28 2009, 11:52 PM
Amuza
[b]Amuza
ყოველი კაცი ცრ... Dec 28 2009, 11:57 PM
abo მაგ საკითხი განცხა... Dec 28 2009, 11:54 PM
athos Amuza
არა არს კაცი, რომ... Dec 29 2009, 12:02 AM
Amuza
Amuza
არა არს კაცი, რო... Dec 29 2009, 12:10 AM
abo Amuza
რა უნდა ვიცოდეთ ... Dec 29 2009, 12:12 AM
athos Amuza
10. და როცა ინახად ... Dec 29 2009, 12:18 AM
Amuza
[b]Amuza
10. და როცა ინახა... Dec 29 2009, 12:19 AM
lingvo ყველა საუბრებს ამ ... Dec 29 2009, 12:22 AM
Amuza ერს ებრძვიან? Dec 29 2009, 12:26 AM
newbie ეს ყველა საუბარი ა... Dec 29 2009, 12:29 AM
Amuza უი დიად ედუარდ-გიო... Dec 29 2009, 12:29 AM
athos Amuza
შენ აპირებ მრევ... Dec 29 2009, 12:31 AM
Amuza
Amuza
შენ აპირებ მრევ... Dec 29 2009, 12:45 AM
ნაინა ნონა
არა მიშავს, მა... Dec 29 2009, 12:37 AM
death დაბალი დონის საუბრ... Dec 29 2009, 12:42 AM
კანუდოსელი
დაბალი დონის საუბ... Dec 29 2009, 12:56 AM
თამარი_ცქნაფო Amuza
ჩემი ძმა, ფხიზელ... Dec 29 2009, 12:47 AM
athos Amuza
ამ საუბრების და... Dec 29 2009, 07:38 PM
Amuza
Amuza
ამ საუბრების და... Dec 29 2009, 08:57 PM
athos Amuza
რომ მოგესმინა, ა... Dec 29 2009, 09:04 PM
Amuza
[b]Amuza
რომ მოგესმინა, ... Dec 29 2009, 09:08 PM
athos Amuza
ეტყობა უკვე მის... Dec 29 2009, 09:20 PM
Amuza
Amuza
ეტყობა უკვე მის... Dec 29 2009, 09:22 PM
athos Amuza
მივლენ მაქამდე... Dec 29 2009, 09:25 PM
Amuza პრობლემა ერთ ასოში... Dec 29 2009, 09:26 PM
athos Amuza
კაი კაცო, არ მეგ... Dec 29 2009, 09:29 PM
Amuza
Amuza
კაი კაცო, არ მეგო... Dec 29 2009, 09:30 PM
ნანინა Amuza
აუ ამუზ, შენს გახ... Dec 29 2009, 11:13 PM
აზნაური მოგესალმებით ფორუ... Dec 30 2009, 01:45 AM
sable
მოგესალმებით ფორუ... Dec 30 2009, 03:26 AM
აზნაური დეკანოზ კახა კურტა... Dec 30 2009, 03:17 AM
აზნაური ჟურნალისტობას ჟურ... Dec 30 2009, 03:53 AM
sable
ჟურნალისტობას ჟურ... Dec 30 2009, 05:27 PM
death
რას ნიშნავს ჩვენთ... Dec 30 2009, 03:57 AM
Amuza ჟურნალი კარიბჭე. მ... Dec 30 2009, 10:55 AM
ქევანა
ასეთ მიმართვებს კ... Dec 30 2009, 02:17 PM
ნაინა აზნაური
კიდევ დაწ... Dec 30 2009, 02:55 PM
Genesis
Genesis
ზურა, ეხლა მე შე... Dec 30 2009, 03:56 PM
ნანინა აზნაური
მე აღვნიშ... Dec 30 2009, 05:02 PM
ბექა ვაახ ნდობის ტელეფო... Dec 30 2009, 05:08 PM
Genesis ნანინა
არაპროფესი... Dec 30 2009, 06:02 PM
ნანინა Genesis
შენ და მიშა ერთ... Dec 30 2009, 06:44 PM
Genesis
Genesis
შენ და მიშა ერთ... Dec 30 2009, 11:44 PM
::სალომე:: რა დაბალი დონეააა...... Dec 30 2009, 06:53 PM
Amuza ღია საუბარი დეკანო... Dec 30 2009, 10:49 PM
აზნაური ნანინა
შენთვის ცნ... Dec 31 2009, 01:52 AM
sable
[b]ნანინა
შენთვის ც... Dec 31 2009, 03:10 AM
აზნაური ვინ გვილოცავს ახალ... Dec 31 2009, 04:34 AM
ნაინა აზნაური
საიდან მო... Dec 31 2009, 06:56 AM
kato_Bato ეს ადამიანი სხვისი... Dec 31 2009, 11:04 AM
ნანინა აზნაური
საყვარელო... Dec 31 2009, 03:10 PM
athos აზნაური
რა სიტყვე... Dec 31 2009, 03:41 PM
athos ზემოთ თქმულს კიდევ... Dec 31 2009, 04:04 PM
kato_Bato უი, პატარა ყოფილა დ... Dec 31 2009, 04:06 PM
sable kato_Bato
ისე ხშორად მარ... Dec 31 2009, 04:12 PM
ნანინა sable
აქ ალბათ იხუმრე :... Dec 31 2009, 04:15 PM
kato_Bato sable
ნამდვილად არ მო... Dec 31 2009, 04:20 PM
sable ნანინა
ალბათ მისი ... Dec 31 2009, 04:29 PM
ნანინა sable
კარგი ბატონო ხმ... Dec 31 2009, 04:36 PM
kato_Bato ახლა დაიღალე სენატ... Dec 31 2009, 04:39 PM
ნანინა kato_Bato
:lol: :lol: :lol:
კარგი, ... Dec 31 2009, 04:40 PM
Misha Songulashvili მე ამ თემას რატომ უ... Jan 7 2010, 07:21 PM
qato ჟურნალი კარიბჭეს ე... Feb 12 2011, 02:02 PM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 2nd November 2025 - 11:22 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი