მედავითნეობა კილოში, რას ფიქრობთ |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მედავითნეობა კილოში, რას ფიქრობთ |
mr.satadarigo |
Jan 2 2010, 03:24 AM
პოსტი
#81
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 527 რეგისტრ.: 11-July 09 წევრი № 7,252 |
ამ ჩანაწერში მალხაზ ერქვანიძე კითხულობს კილოში,მე ძალიან მომწონს,ზოგიერთს არ მოეწონა,ვინ რა აზრის ხართ იქნებ დაწეროთ....კარგი იქნებოდა ყველა ტაძარში ასე რომ ამბობდნენ
http://bin.ge/file/115040/9-netareba.mp3.html -------------------- მდგმურები ვართ
|
ნანინა |
Jan 2 2010, 02:40 PM
პოსტი
#82
|
სოფო ჯგუფი: Members პოსტები: 5,621 რეგისტრ.: 8-July 08 მდებარ.: dedaqalaqi წევრი № 5,299 |
ბიძია თომა
ციტატა არც მე მომეწონა, მაგაზე კარგად კითხულობენ ზოგ ტაძრებში. თემო, რომ კითხულობენ, საქმეც ისაა, რომ რუსული ტრადიციაა ჩვენთან ყველაფერში ანჩისხატის ტაძარი და მისი მგალობელთა გუნდი აგერ უკვე 30 წელია ცდილობს ქართული საეკლესიო გალობისა და ამავდროულად კილოში კითხვის ტრადიციის აღდგენას. გალობა მადლობა ღმერთს თანდათან აღდგება, რაც შეეხება კილოში კითხვას, ეს ცოტა რთული საკითხია. დღესდღეობით ქართველი ადამიანის ყური უხეშად რომ ვთქვათ გადაჯიშებულია ანუ 21-ე საუკუნის ადამიანის ყურში ძალიან ბვერი მუსიკალური ინფორმაცია ხვდება, აქ კი ძველი ქართული კილოს აღდგენა ცოტა რათულია. ამასთან უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ბევრ მოძღვარს და მედავითნეს მუსიკალური სმენა არ გააჩნია, ასე რომ კილოში კითხვაზე ამ შემთხვევაში ლაპარაკი ცოტა რთულია. მე შეურაცხყოფას არ ვაყენებ მათ, უბრალოდ ადრე მღვდლებად და მედავითნეებად მუსიკალური ნიჭით გამორჩეული ადამიანები იკურთხებოდნენ როგორც მე ვიცი და შესაბამისად გალობაც ყველას შეეძლო. გარდა ამისა ადრე ეს პრობლემაც არ იდგა დღეს უცხო კულტურის მომძლავრებას საკმაოდ განვიცდით. ამ ეტაპზე ცოტა რთული იქნება იმის პრაქტიკაში დანერგვა, რასაც მალხაზ ერქვანიძე კილოში კითხვითა თუ სიმღერა-გალობით აპირებს, თუმცა მიუღწეველი არაფერი და ღმერთმა ქნას, რომ ეს ტარდიციაც რამდენიმე ტაძარში მაინც აღდგეს ესეც სასიხარულო იქნება უჩა რაც შეეხება სამეცნიერო მუშაობას, შენ იცი, რომ საეკლესიო საგალობლების ძველი ჩანაწერები საკმაოდ ცოტაა.სრული მგალობლების ჩანაწერებიდან ერთი შემოქმედის სკოლა (არტემი რომ გალობს სამივე ხმას) და მეორე 11 მარგალიტი (პატარავა-სიმონიშვილი-ერქომაიშვილი). ეს ჩანაწერები მე როგორც ვიცი მალხაზმა სპეციალური აკუსტიკური აპარატით გამოიკვლია და გამოთვალა ქართული ბგერათწყობა. ნუ ამაზე მეცნიერები სერიოზულად კამათობენ. ნაწილი ემხრობა ამას, ნაწილი ფიქრობს, რომ ჩვენს დროში ეს ვერ განხორციელდება და ხელოვნური იქნება დაველოდოთ მოვლენებს. დასაწყისისთვის მე ვთვლი, რომ ცუდი წამოწყება ნამდვილად არაა ისე კარგი იქნება თუ ამ თემაში მარტო მედავითნეობაზე არ ვისაუბრებთ და ზოგადად კილოზე გვექნება საუბარი ამ ფორუმზე არიან მედავითნეებიც და ამ კუთხით ძალიან საინტერესოა მათი აზრიც იაქტიურეთ -------------------- იყავი ის, რაც ხარ!!!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 01:59 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი