IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ვიყვარებოდეთ ურთიერთარს, რათა ერთობით აღვიარებდეთ
აკაკი
პოსტი Jan 3 2010, 02:17 PM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,626
რეგისტრ.: 21-May 09
წევრი № 7,018



პირველ რიგში

"ქრისტე არს ჩვენს შორის" ki.gif yes4.gif

ძმანო და დანო, ამოვიდა ყელში ამდენი უარყოფითი ენერგია, ვაფრქვიოთ სიყვარული
გავუხაროთ ერთმანეთს გულები, ვიყოთ ერთნი ვითარცა "სამება" ერთ არს და განუყოფელ
ჩავეხუტოთ ერთმანეთს, მოვეფეროთ, სიყვარული იყოს ჩვენს უერთიერთობაში, რომ გავერთიანდეთ და ერთობით ვაღიაროთ "წმინდა სამება"

მოდით ეს თემა ამ ყველაფერს მივუძღვნათ და განვიმუხტოთ უარყოფით ემოციებისა და ენერგიტიკსაგან...
იქ სადაც გამერთანებელ სიკეთეს და სიყვარულს ღრმად ჰქონია ფესვები გადგმული, დამაშორებელ ბოროტებასა და სიძულვის ვრაფერი დაუკლია მისთვის smile.gif

შევიყვაროთ სიყვარული...

გაიხარეთ სულყველამ, ღმერთმა ისმინოს თქვენი ლოცვა, შეგეწიოთ ყოველთა წმინდანთა ძალა, მადლი და მეოხება...
თვით "ბოროტისათვის" გეძლიოთ, ღმერთი შეგწეოდეთ, სიხარული გქონოდეთ, ჯანმრთელობა, ურყევი რწმენა...

და სიყვარული ღვთისა და ერისა

შენ კი საქართველოვ, ადიდე ღმერთი, და იხარე მარად smile.gif

დიდი დიდი დიიიიიიიიიიიიიიიდი სიყვარულით
აკაკი kiss1.gif a025.gif hello.gif hehe.gif preveds.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
llaasshhaa
პოსტი Jan 3 2010, 05:04 PM
პოსტი #2


ლაშა ქებაძე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,929
რეგისტრ.: 18-November 07
მდებარ.: საქართველო
წევრი № 3,209



1. კაცთა და ანგელოზთა ენებზეც რომ ვმეტყველებდე, სიყვარული თუ არა მაქვს, მხოლოდ რვალი ვარ მოჟღრიალე, მხოლოდ წკრიალა წინწილი.
2. წინასწარმეტყველების მადლიც რომ მქონდეს, ვიცოდე ყველა საიდუმლო და მქონდეს მთელი რწმენა, ისე, რომ მთების დაძვრაც შემეძლოს, სიყვარული თუ არა მაქვს, არარა ვარ.
3. მთელი ჩემი ქონება რომ გავიღო გლახაკთათვის და დასაწვავად მივცე ჩემი სხეული, სიყვარული თუ არა მაქვს, არას მარგია.
4. სიყვარული სულგრძელია და კეთილმოწყალე; სიყვარულს არ შურს, არ ქედმაღლობს, არ ზვაობს;
5. არ უკეთურობს, არ ეძებს თავისას, არ მრისხანებს, არ იზრახავს ბოროტს;
6. არ შეჰხარის უსამართლობას, არამედ ჭეშმარიტებით ხარობს;
7. ყველაფერს იტანს, ყველაფერი სწამს, ყველაფრის იმედი აქვს, ყველაფერს ითმენს.
8. სიყვარული არასოდეს არ გადავა, თუმცაღა წინასწარმეტყველებანი განქარდებიან, ენები დადუმდებიან და უქმი გახდება ცოდნა.







4. სიყვარული სულგრძელია და კეთილმოწყალე; სიყვარულს არ შურს, არ ქედმაღლობს, არ ზვაობს;
5. არ უკეთურობს, არ ეძებს თავისას, არ მრისხანებს, არ იზრახავს ბოროტს;
6. არ შეჰხარის უსამართლობას, არამედ ჭეშმარიტებით ხარობს;
7. ყველაფერს იტანს, ყველაფერი სწამს, ყველაფრის იმედი აქვს, ყველაფერს ითმენს.


--------------------
ნეტარ არს კაცი, რომელი არა მივიდა ზრახვასა უღმრთოთასა და გზასა ცოდვილთასა არა დადგა და საჯდომელსა უჰსჯულოთასა არა დაჯდა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აბე
პოსტი Jan 3 2010, 07:25 PM
პოსტი #3


აბესალომ
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,705
რეგისტრ.: 14-December 08
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6,107



ციტატა(llaasshhaa @ Jan 3 2010, 05:04 PM) *

4. სიყვარული სულგრძელია და კეთილმოწყალე; სიყვარულს არ შურს, არ ქედმაღლობს, არ ზვაობს;
5. არ უკეთურობს, არ ეძებს თავისას, არ მრისხანებს, არ იზრახავს ბოროტს;


დეკ. ანდრია (კემულარია)

ციტატა
ჭეშმარიტი სიყვარული გაცემაა და არა მიღება; გაცემა გულისა, ცხოვრება მისით, ვინც გიყვარს, დათმენა მისი. ჩვენ კი, საუბედუროდ, უფრო მომხმარებლები ვართ, ვიდრე გამცემნი. ის, რომ მე მსიამოვნებს ადამიანთან ყოფნა, ვილტვი მისკენ, ჯერ არ არის ნიშანი ჭეშმარიტი სიყვარულისა. ქალ–ვაჟური შეყვარებულობა მიწიერი ფორმაა ადამინთა ურთიერთლტოლვისა და ამაში მიწიერზე ამაღლებული არაფერია, თუმცა არც დასძრახია რამე. სწორი, ღმრთისსათნო ცხოვრების შემთხვევაში ასეთი შეყვარებულობა შეიძლება გადავიდეს ჭეშმარიტ სიყვარულში, რომელიც პიროვნებაში ღმრთის ხატებას ხედავს.

გავიხსენოთ, როგორ აღწერს წმიდა მოციქული პავლე სიყვარულს: „სიყუარული სულგრძელ არს და ტკბილ; სიყუარულსა არა შურნ, სიყუარული არა მაღლოინ, არა განლაღნის, არა სარცხჳნელ იქმნის, არა ეძიებნ თავისასა, არა განრისხნის, არად შეჰრაცხის ბოროტი, არა უხარინ სიცრუესა ზედა, არამედ უხარინ ჭეშმარიტებასა ზედა; ყოველსა თავს-იდებნ, ყოველი ჰრწამნ, ყოველსა ესავნ, ყოველსა მოითმენნ. სიყუარული არასადა დავარდების” (1კორ 13,4–8) თუ სიყვარული „არა ეძიებნ თავისასა”, ქალ–ვაჟური შეყვარებულობა სწორედ რომ თავისას ეძიებს. რომელი შეყვარებული გაიხარებს სატრფოს ბედნიერებით, თუ ის ამ ბედნიერებას სხვასთან ჰპოვებს?!

სულაც არ მინდა იმის თქმა რომ სიყვარული მამაკაცსა და დედაკაც შორის არის მიუღებელი, მდაბიო და შეუფერებელი ქრისტეანესათვის. მაგრამ არ იქნება სწორი მისი გადაფასება და უმაღლეს საფეხურზე აყვანა.

ტექნიკურმა პროგრესმა შვა ახალი ფორმა შეყვარებულობისა ვირტუალურ სივრცეში და ეს დამაფიქრებელია. საერთოდაც, ადამიანური ურთიერთობები უფრო და უფრო გადადიან ვირტუალურ სამყაროში და შედეგად უფრო გვიჭირს ურთიერთობა და ერთმანეთის დატევა რეალობაში. როცა ჩვენ ვამბობთ, რომ ვიცნობთ ადამიანს, სინამდვილეში ჩვენ ვიცნობთ მის ანარეკლს, მის ხატებას ჩვენში, ვიცნობთ მის ზოგიერთ თვისებას. ვირტუალური სივრცისათვის დამახასიათებელია ოცნებისეულობა, აბსტრაქტულობა; ვირტუალური ნაცნობობა ხშირად იქცევა საბაბად იმისა, რომ პროტოტიპს მიენიჭოს სასურველი თვისებები. თან, ამ სივრცეში ადამიანს თავად შეუძლია შექმნას სხვის ცნობიერებაში მისთვის სასურველი სახე. ამიტომაც ხდება, რომ რეალურ ცხოვრებაში გადანაცვლება სიყვარულისა, მეგობრობისა ხშირად კრახით მთავრდება. თქვენ ამბობთ, რომ გიყვართ. ალბათ ასეც არის, მაგრამ უნდა იცოდეთ ისიც, რომ ამ გრძნობას გამოცდა ელის და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ითქვას რა არის თქვენში, ხიბლი თუ ნამდვილი სიყვარულის საწყისი. ზემოთქმულიდან გამომდინარე მიხვდებით, რის თქმასაც ვაპირებ: ის, რასაც ერთი ნახვით შეყვარებას უწოდებენ ჯერ არ არის სიყვარული. ნამდვილი სიყვარულისთვის კი დიდი შრომაა საჭირო საკუთარ სულზე.


ეს არის ჩემს კითხვაზე მამა ანდრიას პასუხი. მართალია ეს კითხვა ქალ-ვაჟურ სიყვარულს ეხება, მაგრამ მემგონი მისი განზოგადებაც შეიძლება. წმინდა პავლე მოციქულს ხომ მხოლოდ ქალ-ვაჟურ სიყვარულზე არ დაუწერია ეს სიტყვები?! მე აღმოვაჩინე ჩემს თავში, რომ მე გამუდმებით "ვეძიებ თავისასა", არც კი ვიცი რა არის სიყვარული...

ღმერთმა შეგვაძლებინოს ჭეშმარიტი სიყვარული!!!
და მოგვანიჭოს ძალა, რომ ჩამოვიხსნათ ნიღაბი, რომელსაც ინტერნეტის საშუალებით ვატარებთ. ჩემი აზრით, ცხოვრებაშიც საკმაოდ ნიღბიანები ვართ და ინტერნეტი ამ მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს. ალბათ კარგი იქნებოდა აქ მომეყვანა ტექსტი ნანინას ხელმოწერიდან: "იყავი ის რაც ხარ".
ხშირად ფორუმებზე და სხვა ინტერნეტ კომუნიკაციების საშუალებებში ხდება ხოლმე დიდი კამათები. ჩვენი ფორუმიც არ "უჩივის" ასეთი "თავგადასავლების" ნაკლებობას. ალბათ ეს იმისი ბრალია, რომ ჩვენ სწორედ სიყვარული გვაკლია და გამომდინარე იქიდან, რომ "ვეძიეებთ თავისასა", ანუ მომხმარებლური თვალით ვუყურებთ სამყაროს, გვინდა საკუთარი თავი წარმოვაჩინოთ მართალ, ჭკვიან, სათნო, მშვიდ, გაწონასწორებულ, წინდახედულ, შორსმჭვრეტელ ადამიანებად. ანუ ნიღაბს ვირგებთ, მაგრამ თვითდამკვიდრების ეს ფორმა თხოულობს აღიარებას სხვა ადამიანების მხრიდან. თუ აღიარება ვერ მოიპოვე, ვერ მოახერხებ თვითდამკვიდრებას და ამიტომაც ვირგებთ ნიღბებს. საბოლოოდ კი ვრჩებით მოტყუებულ მდგომარეობაში. სატანისაგან მოტყუებულ მდგომარეობაში. ვხედავთ საკუთარი თავის სისუსტეს... ეს ალბათ უსიყვარულობის ყველაზე მსუბუქი გამოვლინებაა, რადგანაც სიყვარულს, ანუ ღმერთს განშორებულნი ყველაზე საცოდავნი ვართ. მერე გვიკვირს ხოლმე რატომ არ ვართ ბედნიერნი, როდესაც თავად ვამბობთ უარს ბედნიერებაზე, ე.ი. ღმერთზე, ე.ი. სიყვარულზე.

უფალმა მოგვცეს ძალა, რომ სულ ცოტათი მაინც მოვახერხოთ ფერისცვალება უკეთესობისაკენ!
ღმერთმა შეგვაძლებინოს ჭეშმარიტი სიყვარული!!!

გვერდითა თემაში ჩემი მოსაზრების დაფიქსირება თხოულობდა აკაკის ერთი პატარა საქციელის მხილებას და ამას საერთოდ არ გავაკეთებდი, ფორუმის საჭიროება რომ არ ყოფილიყო. რა მექნა, დავიწყე პირველი პოსტის წერა და შევეცადე სიყვარულით განმემსჭვალა პოსტი, მაგრამ როგორც ჩანს ეს ვერ შევძელი.
მაპატიე აკაკი, რომ ეს გავაკეთე...
მაპატიე, რომ არ შემიძლია შეგიყვარო მოყვასი ჩემი ისე, როგორც საჭიროა...


ამას წინათ, ეკატერინემ (Kato_Bato-მ) მითხრა, ადამიანების წყენინება, გულის ტკენა, ღიირს კი ამ ფორუმისთვის საერთოდო?!... ალბათ ნაწილობრივ ღირს, რადგანაც ფორუმზე იწერება ისეთი ტექსტები, რომლის წაკითხვამაც შეიძლება მკითხველის სულზე ზეგავლენა მოახდინოს, მკითხველი კი ძალიან ბევრი შეიძლება იყოს. ამიტომ მკაცრად უნდა გაკონტროლდეს რა იქნება დაწერილი აქ, რომ რომელიმე მკითხველისთვის საზიანო არ აღმოჩნდეს. ასევე უნდა გაკონტროლდეს, რომ არ გაიხსნას ისეთი თემები, რომლებიც შეიძლება საზიანო აღმოჩნდეს... ეს ყველაფერი მოითხოვს მსხვერპლს - ადამიანების წყენინებას. მაგრამ თუ მოვინდომებთ ეს მსხვერპლი თითქმის მინიმუმამდე, 0-მდე შემცირდება: ამას წინათ ვუყურებდი დოკუმენტურ ფილმს, თუ სიუეტს ჩვენს უწმინდესზე, სადაც, თუ სწორად მახსოვს, იგი ბრძანებს, რომ ყოველთვის მასწავლიდნენ, არასოდეს არავისგან არაფერი გეწყინოსო. თუ ჩვენც შთავინერგავთ ამგვარ სწავლებას და დავიმარრხავთ გულში, ალბათ ფორუმი ისე გაკონტროლდება, რომ არც არავის არაფერი ეწყინება...

დაგვლოცოს უფალმა და გაგვახაროს!!!


--------------------
მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი

(ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება")
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
აკაკი   ვიყვარებოდეთ ურთიერთარს   Jan 3 2010, 02:17 PM
ნანინა   აკაკი გაიხარე, ნამ...   Jan 3 2010, 02:37 PM
xokaido   უფალი ყოფილიყოს ჩვ...   Jan 3 2010, 02:48 PM
აკაკი   არ ვიცი რატომ, არ არ...   Jan 3 2010, 03:28 PM
ნონა   არ ვიცი რატომ, არ ა...   Jan 3 2010, 04:59 PM
llaasshhaa   1. კაცთა და ანგელოზთ...   Jan 3 2010, 05:04 PM
აბე   4. სიყვარული სულგრძ...   Jan 3 2010, 07:25 PM
აკაკი   llaasshhaa მაშ ვიყვარებო...   Jan 3 2010, 05:14 PM
მხევალი ნინო   აკაკი :rolleyes: :მპუა: ა...   Jan 3 2010, 05:18 PM
აკაკი   მხევალი ნინო თუნდ...   Jan 3 2010, 05:23 PM
მხევალი ნინო   მხევალი ნინო თუნდ...   Jan 3 2010, 05:25 PM
აკაკი   ასე არ ჯობია ? :001: :dans...   Jan 3 2010, 05:30 PM
llaasshhaa   მხევალი ნინო http://3.bp.blo...   Jan 3 2010, 06:12 PM
მხევალი ნინო   მხევალი ნინო http://i-love-...   Jan 3 2010, 06:15 PM
llaasshhaa   აკაკი და მე :lol: :lol: ი...   Jan 3 2010, 06:20 PM
აკაკი   :lol: ნუ, რავიცი რავიც...   Jan 3 2010, 06:27 PM
აკაკი   არს და იყოს, მარად...   Jan 3 2010, 06:41 PM
მაშიკო   akaki martlac ra saocari tema gaxseni.gagaxaros up...   Jan 3 2010, 06:51 PM
აკაკი   მადლობა :) pxizeli amas naklebad...   Jan 3 2010, 06:53 PM
ნანინა   აბე ეს ხელმოწერაშ...   Jan 3 2010, 07:29 PM
აკაკი   აბე კარგი არ გვინდ...   Jan 3 2010, 07:31 PM
აბე   აბე კარგი არ გვინდ...   Jan 3 2010, 07:35 PM
newbie   [img]http://s17.rimg.info/458a2a3944338f8e2859f5eb...   Jan 3 2010, 08:35 PM
აკაკი   აი ასეთ სიტუაცია მ...   Jan 3 2010, 09:06 PM
აკაკი   რავა მოუძლურეთ ეს ...   Jan 19 2010, 08:30 PM
აკაკი   მახსოვს, ეს თემა რო...   Apr 5 2010, 12:05 AM
ikanosi   დავიღვარო გრძნობე...   Apr 5 2010, 12:09 AM
აკაკი   ikanosi იესომ დიდ ხუთშა...   Apr 5 2010, 12:21 AM
ikanosi   აკაკი კარგი, მე რაც ...   Apr 5 2010, 12:27 AM
აკაკი   ikanosi სწორი ხარ . . ასეა...   Apr 5 2010, 12:35 AM
ikanosi   აკაკი კეთილსიტყვი...   Apr 5 2010, 12:42 AM
besik   იესო ქრისტემ თავი...   Nov 26 2010, 05:07 PM
აკაკი   ikanosi გაიხარე :*   Apr 5 2010, 01:04 AM
აკაკი   ეჰ.....   Nov 22 2010, 03:26 PM
aia   ახლა ვიპირებდი თემ...   Nov 24 2010, 10:37 AM
lingvo   ჩემი აზრით ძალიან ...   Nov 24 2010, 11:16 AM
მხევალი ნინო   აბა, გაოცოცხლდა თე...   Jan 12 2014, 11:35 PM
MIRDAT   ეს ყველაფერი კარგი...   Jan 13 2014, 12:25 AM
Alterego   ლავ იუ ოლლ <3 :)) ესე მ...   Jan 13 2014, 03:29 AM
MIRDAT   ლავ იუ ოლლ <3 :)) კის...   Jan 13 2014, 03:56 AM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 24th June 2024 - 08:06 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი