IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> მართლმადიდებლობის მხსნელები., ასეთ რამეზე ამბობენ არამკითხე მოაბეო.
abo
პოსტი Jan 3 2010, 06:14 PM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,533
რეგისტრ.: 20-March 07
წევრი № 1,441



ბოლო დროს აშკარად შეიმჩნევა არამართლმადიდებლების და ათეისტების გაძლერებული "ვითომ" ზრუნვა მართლმადიდებლობის გადასარჩენად. წინა პლანზე აყენებენ ეკლესიაში გამეფებულ უცოდინარობაზე და ფანატიზმზე, კორუფციასა და გარყვნილებაზე.
საქ. მართლმადიდებლურ ეკლესიაში არსებული ნაკლოვანებები ყველასათვის ნათელია და მისი აღმოფხვრის გზებიც დასახული, მაგრამ ამ არამკითხე არამართლმადიდებლებს ვინ თხოვა დახმარება ვერ გამიგია... უფრო სწორად ძალიან კარგადაც გავიგე:

უკვე შეიძლება ითქვას , რომ აქაური ფარდისმიღმელი ორგანიზაციები, ხმალამოღებული ჩაერთვენ იმ ძირითად დოქტრინაში, რომლის თანახმად, მართლმადიდებლობის დაშლა დარღვევა სწორედ მართლმადიდებლობის დაცვის სახელით უნდა მოხდეს. ეს ხერხი არც რუსული პოლიტიკისთვისაა უცხო და წარმატებითაც იყენებენ საქართველოსა და ზოგადად კაცობრიობის წინააღმდეგ. არ გეცნობათ ხერხი? რუსულენოვან მოსახლეობას ვიცავთო და ავტომატებით შერბიან სხვის ტერიტორიებზე.

ასევე ხდება ჩვენს სინამდვილეშიც, მხოლოდ უფრო შეფარული და გაიძვერული მეთოდებით. დავაკვირდეთ ვის შეტკივა გული და რას გვასწავლიან დედა-ეკლესიის "გადასარჩენად". ხალხო მართლა ნუ გაფანატიკოსდებით და ყველაფერს განკითხვად ნუ წარმოადგენთ. მხილებასა და განკითხვას შორის დიდი სხვაობაა და მხილება სულ არ არის მარტო მოძღვრების საქმე, ის უფრო მეტად ერს ეკუთვნის, ვინაიდან ეს გაიძვერობა სწორედ ერზეა გათვლილი.

აქ მინდა თქვენი აზრი გამოთქვათ აღნიშნულის ირგვლივ და აღნიშნოთ, აქვთ თუ არა უფლება არამართლმადიდებელს ჭკუის სწავლება დაუწყოს საქართველოს მართ. ეკლესიას, ან ფარისევლურად იზრუნოს ნაკლის გამოსწორებაზე. ხომ არ გავს ეს შემთხვევა ებრაელებს თორაში ცვლილებების შეტანაზე ზეწოლა გაუკეთოთ? ან მუსლიმანს რელიგიური ცხოვრების წესის შეცვლისაკენ ჭკუა ვარიგოთ მართლმადიდებლებმა?
გამოფხიზლდით ხალხო სანამ ისედაც სახელგატეხილი საღმღვდელოება, ათეისტებით და მასონურ-ლიბერალური ახალგამოყვანილი მუტანტებით არ გავსებულა, რომლებიც ჯერ გარედან დაწკავწკაობენ მალე კი შუა გულში აღმოჩდებიან, თეა თუთბერიძეს მღვდლად აკურთხებენ, ხოლო თქვენთვის ცნობილ საეჭვო ორიენტაციის ხალხს ერთმანეთზე ქორწინების უფლებას მიცემდნენ. მხედველობაში მიიღეთ ახლავე, რათა შემდეგ გვიან არ იყოს. ადრინდელი ჩემი გაფრთხილებები ახლაც ბევრ თქვენგანს გაახსენდება.
აბო.


--------------------
არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
abo
პოსტი Jan 3 2010, 08:22 PM
პოსტი #2


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,533
რეგისტრ.: 20-March 07
წევრი № 1,441



დავიჯერო ვერ გაიგეთ რა დავწერე?
ციტატა
რაც არ უნდა გვიყვარდეს ჩვეენი ფორუმი, ეკლესიის საქმეებისა და ფორუმის საქმეების ერთმანეთთან დაკავშირება არამგონია სწორი იყოს.

მერე სად ნახე ეს კავშირი ჩემ პოსტში?
ციტატა
რაც შეეხება არამკითხეებს, მათთვის ყველაზე კარგი პასუხის გაცემა იქნება თუ პრობლემებს მოვაგვარებთ შიგნიდან.

ეს ლიტონი სიტყვებია, რაც ყველაზე ადვილი სათქმელია. შიგნიდან მაშინ მოგვარდება საქმე როცა გარედან ვინმე არ გიჩხიკინებს, შიგნით გამოსწორება დიდი პროცესია და ხანგრძლივ დროს მოითხოვს. და ეს შიგნით პროცესებს ხომ ვერ მეტყვი რომელს გულისხმობ?

ციტატა
მაგრამ კარგად მოვიფიქროთ, რა ნაბიჯის გადადგმა მოგვცემს საუკეთესო შედეგს... მთავარი შედეგია...

ყველა პროცესი შედეგზეა გათვლილი, ასე რომ განძრევაა ცოტა საჭირო.

ციტატა
ვერ დავეთანხმები ამ პათოსს ყველას ააქვს აზრის გამოთქმის უფლება ჩვენს ეკლესიაზე მის წევრსაც და არაწევრსაც,

ზერელედ წაგიკითხია ჩემი ნაწერი. ვინ უშლის აქ ვინმეს დარეგისტრირებას, ან აზრის გამოთქმას? აი მავნე სწავლების შემოტანას კი წესით უნდა უშლიდეთ და ამას ურჩევ ფორუმის ადმინისტრაციას.
აქ ათეისტი ეგრი შემოდიოდა და საინტერესო მსჯელობებიც ჰქონდა, მაგრამ არავის შეუშლია ხელი მისთვის რადგან მავნე სწავლებას კი არ გვახვევდა თავზე, არამედ საღად გამოთქვმდა თავის აზრს.
მავნებელი მიუღEბელი სწავლებაა და არა აზრის გამოთქმა.
აბო.


--------------------
არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აბე
პოსტი Jan 3 2010, 08:39 PM
პოსტი #3


აბესალომ
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,705
რეგისტრ.: 14-December 08
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6,107



abo
აბო ძია, თქვენს პოსტში არ იყო ეგ კავშირი, ხოკაიდო უკავშირებდა. ფორუმის განვითარებაზე საკუთარი პოზიცია აქვს და აქაც დაწერა რატომღაც...

ლიტონ სიტყვებზე კი რა მოგახსენოთ. პრობლემების შიგნიდან მოგვარება ხანგრძლივი პროცესია თუ - ხანმოკლე, უნდა დავიწყოთ, თორემ ასე რამდენი არამკითხე გამოჩნდება ყველა დავაშოშმინოთ და ვიძახოთ ეს იმიტომ გავაკეთეთ რომ ხელი არ შეგვიშალონ ჩვენს შიდა პრობლემების მოგვარებაშიო, მაგრამ რეალურად ნაბიჯსაც არ ვდგამდეთ პრობლემების გამოსასწორებლად, არასწორად მიმაჩნია.

არ ვიცი რამდენად სწორია ის ცნობა, რასაც ახლა დავწერ (არ გადამიმოწმებია ჯერ): მამა დავითის ტაძარი მთაწმინდაზე, როგორც მოგეხსენებათ არის გრიბოედოვის საფლავის ზემოთ, მაგრამ საფლავი ქვეშ არაა მოქცეული. ვიღაცეებმა კათოლიკოსს სთხოვეს (ისიც კი არ მახსოვს, ვინ სთხოვა, დაახლოებით რომელ წელს და მაშინ ვინ იყო კათოლიკოსი) დავანგრევთ ამ ტაძარს და გვერდით ახალს ავაშენებთ ისე, გრიბოედოვის საფლავი შიგ მოექცესო. კათოლიკოსმა კი უპასუხა, ჯერ ახალი ააშენეთ და ამის დანგრევაზე მერე ვილაპარაკოთო. ანუ ამ ისტორიით იმისი თქმა მინდოდა, რომ ჯერ დავიწყოთ ჩვენს მიერ მოსაგვარებელი პრობლემეების მოგვარება და არამკითხეები როგორ შეგვიშლიან ხელს მერე გამოჩნდება. და თუ შეგვიშლიან, ეკლესიის დანგრევის ტოლფასი ნამდვილად არაა მათი დაშოშმინება და დავაშოშმინებთ, რა პრობლემაა...


--------------------
მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი

(ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება")
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
abo   მართლმადიდებლობის მხსნელები.   Jan 3 2010, 06:14 PM
xokaido   abo ვუერთდები პათოსს...   Jan 3 2010, 06:30 PM
abo   რა გავაკეთოდ და ფო...   Jan 3 2010, 06:59 PM
xokaido   abo მაგაზე იყო პატივ...   Jan 3 2010, 07:06 PM
abo   xokaido რომ დაგცხოს სწო...   Jan 3 2010, 07:50 PM
აბე   რაც არ უნდა გვიყვა...   Jan 3 2010, 07:55 PM
ნანინა   ჯერჯერობით მიწყნა...   Jan 3 2010, 07:55 PM
sable   abo ვერ დავეთანხმებ...   Jan 3 2010, 07:57 PM
afxazi   sable ცხადია, მაგრამ ხ...   Jan 3 2010, 08:02 PM
abo   დავიჯერო ვერ გაიგე...   Jan 3 2010, 08:22 PM
აბე   abo აბო ძია, თქვენს პო...   Jan 3 2010, 08:39 PM
abo   აბე მაგაზე ხოკაიდ...   Jan 3 2010, 09:07 PM
sable   100 000 მოწამე - ერის ს...   Jan 3 2010, 09:16 PM
აბე   აბე ხოლო რას უნდა ...   Jan 3 2010, 09:35 PM
აბე   xokaido მე არც არავის ა...   Jan 3 2010, 09:19 PM
xokaido   ნანინა ხო, რაც შეეხ...   Jan 3 2010, 09:19 PM
llaasshhaa   მართLმადიდებლობაზ...   Jan 3 2010, 09:23 PM
ნანინა   xokaido კარგი, გასაგები...   Jan 3 2010, 09:37 PM
სოფი   abo შედეგი? შეწყვეტს ...   Jan 3 2010, 10:18 PM
kato_Bato   თემაში ვშლი ოფებს, ...   Jan 3 2010, 10:47 PM
abo   თემას ნუ მიოფებთ ს...   Jan 3 2010, 10:49 PM
sable   თემას ნუ მიოფებთ ს...   Jan 3 2010, 10:59 PM
kato_Bato   ვერ გაიგებ კაცი, აკ...   Jan 3 2010, 10:51 PM
abo   სოფი არა სოფო ის იმ...   Jan 3 2010, 11:01 PM
xokaido   abo თუ სადმე ხარ ისეთ ...   Jan 3 2010, 11:07 PM
abo   xokaido რა გითხრა ჩემო კ...   Jan 3 2010, 11:45 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 26th June 2024 - 02:05 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი