IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> მართლმადიდებლობის მხსნელები., ასეთ რამეზე ამბობენ არამკითხე მოაბეო.
abo
პოსტი Jan 3 2010, 06:14 PM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,533
რეგისტრ.: 20-March 07
წევრი № 1,441



ბოლო დროს აშკარად შეიმჩნევა არამართლმადიდებლების და ათეისტების გაძლერებული "ვითომ" ზრუნვა მართლმადიდებლობის გადასარჩენად. წინა პლანზე აყენებენ ეკლესიაში გამეფებულ უცოდინარობაზე და ფანატიზმზე, კორუფციასა და გარყვნილებაზე.
საქ. მართლმადიდებლურ ეკლესიაში არსებული ნაკლოვანებები ყველასათვის ნათელია და მისი აღმოფხვრის გზებიც დასახული, მაგრამ ამ არამკითხე არამართლმადიდებლებს ვინ თხოვა დახმარება ვერ გამიგია... უფრო სწორად ძალიან კარგადაც გავიგე:

უკვე შეიძლება ითქვას , რომ აქაური ფარდისმიღმელი ორგანიზაციები, ხმალამოღებული ჩაერთვენ იმ ძირითად დოქტრინაში, რომლის თანახმად, მართლმადიდებლობის დაშლა დარღვევა სწორედ მართლმადიდებლობის დაცვის სახელით უნდა მოხდეს. ეს ხერხი არც რუსული პოლიტიკისთვისაა უცხო და წარმატებითაც იყენებენ საქართველოსა და ზოგადად კაცობრიობის წინააღმდეგ. არ გეცნობათ ხერხი? რუსულენოვან მოსახლეობას ვიცავთო და ავტომატებით შერბიან სხვის ტერიტორიებზე.

ასევე ხდება ჩვენს სინამდვილეშიც, მხოლოდ უფრო შეფარული და გაიძვერული მეთოდებით. დავაკვირდეთ ვის შეტკივა გული და რას გვასწავლიან დედა-ეკლესიის "გადასარჩენად". ხალხო მართლა ნუ გაფანატიკოსდებით და ყველაფერს განკითხვად ნუ წარმოადგენთ. მხილებასა და განკითხვას შორის დიდი სხვაობაა და მხილება სულ არ არის მარტო მოძღვრების საქმე, ის უფრო მეტად ერს ეკუთვნის, ვინაიდან ეს გაიძვერობა სწორედ ერზეა გათვლილი.

აქ მინდა თქვენი აზრი გამოთქვათ აღნიშნულის ირგვლივ და აღნიშნოთ, აქვთ თუ არა უფლება არამართლმადიდებელს ჭკუის სწავლება დაუწყოს საქართველოს მართ. ეკლესიას, ან ფარისევლურად იზრუნოს ნაკლის გამოსწორებაზე. ხომ არ გავს ეს შემთხვევა ებრაელებს თორაში ცვლილებების შეტანაზე ზეწოლა გაუკეთოთ? ან მუსლიმანს რელიგიური ცხოვრების წესის შეცვლისაკენ ჭკუა ვარიგოთ მართლმადიდებლებმა?
გამოფხიზლდით ხალხო სანამ ისედაც სახელგატეხილი საღმღვდელოება, ათეისტებით და მასონურ-ლიბერალური ახალგამოყვანილი მუტანტებით არ გავსებულა, რომლებიც ჯერ გარედან დაწკავწკაობენ მალე კი შუა გულში აღმოჩდებიან, თეა თუთბერიძეს მღვდლად აკურთხებენ, ხოლო თქვენთვის ცნობილ საეჭვო ორიენტაციის ხალხს ერთმანეთზე ქორწინების უფლებას მიცემდნენ. მხედველობაში მიიღეთ ახლავე, რათა შემდეგ გვიან არ იყოს. ადრინდელი ჩემი გაფრთხილებები ახლაც ბევრ თქვენგანს გაახსენდება.
აბო.


--------------------
არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
abo
პოსტი Jan 3 2010, 09:07 PM
პოსტი #2


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,533
რეგისტრ.: 20-March 07
წევრი № 1,441



აბე
ციტატა
აბო ძია, თქვენს პოსტში არ იყო ეგ კავშირი, ხოკაიდო უკავშირებდა. ფორუმის განვითარებაზე საკუთარი პოზიცია აქვს და აქაც დაწერა რატომღაც.

მაგაზე ხოკაიდო გიპასუხებს.
ციტატა
ლიტონ სიტყვებზე კი რა მოგახსენოთ.

ეს ხომ შეურაცყოფა არ არის, ლიტონი სიტყვა ყველამ შეიძლება წარმოთქვას მაგ ბოროტება ცუდია სიკეთე კარგი, ან ნაკლს გამოსწორება უნდა, ასევე როგორ გაფუჭდა დღEვანდელი ახალგაზრდობა და ა.შ.
ხოლო რას უნდა შიგნით გამოსწორება იმას არ ამბობ. ან რაა გამოსაწორებელი?უღირსი მღვდელი რომ გასაგდებია, ფაქტია, მაგრამ ამისათვისაა მხილება საჭირო, მხოლოდ ეს კრიტიკა ეკლესიის წიაღიდან უნდა მოდიოდეს და არა ჩვენგან. ჩვენ აქ ვერიდებით საკითხების გამოაშკარავებას და შენ ღიად გინდა ეს ეკლესიაში მოხდს? ნუ იღელვებთ მიმდინარეობს მაგ წმენდა ეკლესიაში და მისი შემადგენელი ნაწილია სწორედ ჩემი აქაური გულისტკივილიც
ციტატა
ეკლესიის დანგრევის ტოლფასი ნამდვილად არაა მათი დაშოშმინება და დავაშოშმინებთ, რა პრობლემაა...

არამკითხეს თავდასხმა მრევლზეათქო გათვლილი, მრევლი თუ გადაგვარდა დრო და საათი ვერ გაიგო მარჯვენა მარცხენაში აურია ეკლესია დანგრეული არ გამოდის?
ჯერ სად ხართ, სად უმიზნებენ ამის შემდეგ ძალიან გაინტერესებს?
ჰა დატკბით ამ ეშმაკის მსტოვრების აზრებით, რომელსაც მალე მოგაწვდიან სამსჯელოდ, და ამაზეც დაგითანხმებენ. საღათას ძილით ძინავს საქართველოს და სიზმრად სერიალებს უყურებს.

100 000 მოწამე - ერის სირცხვილი თუ სიამაყე?

2009 წლის 19 12, შაბათი, 11:42-ზე
შოვინისტური იდეებით გაჟღენთილ ქართველ ერს ხშირად გვჩვევია ნებისმიერი მასშტაბური საქმის/პიროვნებისთვის "საამაყო"-ს ტიტულის მინიჭება. ეს ალბათ პატარა ერის კომპლექსი უფროა, ვიდრე ამ ფაქტების რეალური გაანალიზების შედეგი. ამისთვის სტალინიც კმარა, რომლის მიერ დათესილ ღვ არძლს დღემდე ვიმკით, მაგრამ ხალხს მაინც ეამაყება, იმიტომ რომ სტალინი - მე-20 საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი პოლიტიკოსი წარმოშობით ქართველი იყო. რა შუაშია სტალინი?? იმ შუაშია, რომ სამწუხაროდ ძალიან გვაწუხებს ნებისმიერი "ჩვენიანის" ან "ჩვენებურის" კერპად ქცევის სინდრომი, ყოველგვარი განსჯისა და რაციონალურად აზროვნების გარეშე.

ამ შემთხვევაში კი 100 000 მოწამეზე მინდა გავამახვილო ყურადღება. მე-13 საუკუნეში მომხდარი ეს ფაქტი რათქმაუნდა, როგორც მოსალოდნელია გაყინული ორთოდოქსული ტრადიციებისმქონე ქვეყნისთვის, დღემდე დიდ სიამაყის საგნად რჩება... როდესაც თეა თუთბერიძის მიერ გავრცელებულმა ვიდეო-შარჟებმა მთელი ერი დააყენა ფეხზე და ქვეყანაში ნამდვილი რელიგიური ისტერია დაიწყო, 100 000 მოწამის ხსენების დღეც მოახლოებული იყო... და სწორედ ამ დროს თავგადაკლული მორწმუნეების მხრიდან გაჩნდა დაახლოებით ასეთი პათოსის მქონე კითხვები/მოწოდებები "აი რა ქვეყანაში ვცხოვრობთ, 100 000 კაცი შეეწირა ქრისტიანობას, თქვენ კი ამას ებრძვი?"... "ეს სატანისტები ვერაფერს დაგვაკლებენ, 100 000 მოწამის მშობელი ქვეყნის შვილები ვართ!" და.ა.შ (დაახლოებით რა ტექსტებს იტყოდა ტიპიური " ჭეშმარიტი ქართველი მორწმუნე" ისედაც კარგად იცით. რატომღაც არავის გასჩენია კითხვა, იბრძოლეს კი იმ 100 000 ადამიანმა საკუთარი რწმენის, საკუთარი ქვეყნის და უბრალოდ, საკუთარი თავის გადასარჩენად? თუკი პასუხის ძებნას შედარებით რაციონალური გზით გადავწყვეტთ, მარტივია, რომ არა!

ჯერ ვნახოთ,საზოგადოების რა ფენის წარმომადგენლები იყვნენის 100 000 ადამიანი. ისტორიული წყაროები გვამცნობენ: „სახელები მათი აღიწერა ცათა შინა - დიდ-დიდნი თავადნი და აზნაურნი, სრულიად კრებული სამღვდელოთა, მდიდარნი და გლახაკნი, მხედართმთავარნი და მხედარნი. დიდნი და მცირედნი, ყრმანი, ჭაბუკნი და მოხუცებულნი, რომელთაც უმჯობეს ირჩიეს სიკვდილი ქრისტესთვის, ვიდრე სიცოცხლე"...

ძნელი წარმოსადგენია, და თუ წრმოვიდგენთ, სამარცხვინოა იმის გაფიქრებაც კი, რომ ქვეყნის მმართველი ფენის წარმომადგენლებმა, მდიდართა ფენამ, მხედართმთავრებმა, მეომრებმა და უბრალოდ ჯან-ღონით აღსავსე ახალგაზრდებმა ვერ მოახერხეს მობილიზაცია იმ დონეზე, რომ მტრისთვის თუნდაც მინიმალური წინააღმდეგობა გაეწიათ. მოხუცები, ქალები და ბავშვები რომ გამოვაკლოთ, ხომ რჩება მინიმუმ 50 000 აბსოლუტურად უმაქნისი ფანატიკოსი, რომლებმაც თავი გასწირეს მხოლოდ იმიტომ, რომ "იმ ქვეყნად" დაფასებოდათ ეს საქციელი?

ჩემს აზრს, რომ მათ ეს სწორედ საკუთარი თავისგან იმქვეყნიური გმირის შესაქმნელად გააკეთეს, ნაწილობრივ ადასტურებს ისტორიული წყაროებიც, აი როგორ ამხნევებდნენ ერთმანეთს სასიკვდილოდ განწირული "ქართველი გმირები": "თანა მოქალაქენო, ნუ დააკლებთ თავთა თქუენთა გურგვინისა მისგან, რომელიცა ესერა წინა-გვიძს მოღებად"

საბოლოოდ კი ამ 100 000 ადამიანის საქციელი იგივე წყაროს მიხედვით ასეა შეფასებული: „აჰა, მადლი ქრისტეისი განსაცვიფრებელი, აჰა, სარწმუნოებაი ჭეშმარიტი სამაგალითო, აჰა, ერთობაი ერისა სანატრელი“...

მე მაინტერესებს რომელ ერთობაზეა საუბარი როცა ათასობით მუტრუკმა ერთი ცული არ დაიჭირა ხელში რომ საკუთარი თავი, ოჯახი და ქვეყანა დაეცვა? ამის სანაცვლოდ კი თავად მოუწყვეს ერთს უდიდესი დემოგრაფიული კატასტროფა.
მე მაინტერესებს, თუ ეკლესიამ წმინდანად შერაცხა ადამიანები ვინც ბრძოლით დაიცვეს სარწმუნოება და ქვეყანა, მაშინ რატომღა შერაცხეს წმინდანებად ადამიანები, ვინც უბრძოლველად ჩაბარდა მტერს???
მე მაინტერესებს, ხვალ რომ სხვა დამპყრობელი შემოიჭრას და ჩემი თავი უბრძოლველად მივართვა (თუნდაც ქრისტიანობის გამო) და ხელიც კი არ გავანძრიო ჩემი თავის, ოჯახის და ქვეყნის დასაცავად, ამ უმაქნისობის გამო მეც შემრაცხავენ წმინდანად?

თუკი ეს იმ დროს, მე-13 საუკუნეში გმირობად ითვლებოდა, იმის მერე ხომ გავიდა 7 საუკუნე? ამ ხნის განმავლობაში რატომ არ ხდება საზოგადოებაში ამ დღის გადაფასება? ისიც ხომ კარგად ვიცით რომ მსგავსი რამ დღეს აღარ მოხდება, რომ დღეს 100 000 კი არა, 1 000 ადამიანიც აღარ შესწირავს თავს ერთ დღეს სარწმუნოების გამო?
მაშინ რატომღა მიგვაჩნია, რომ 100 000 ადამიანის აბსოლუტური უმაქნისობა, ხელის გაუნძრევლობა და საკუთარი ერისთვის დემოგრაფიული კატასტროფის მოწყობა ჩვენი საამაყო ფურცელია ისტორიაში???
და საერთოდ, თუკი დღევანდელი გადასახედიდან შევხედავთ (და თუ ისიც ვიცით რომ ისტორიის შეფასება/გადაფასება ხდება არა იმ კონკრეტულ მომენტში, არამედ წლების და საუკუნეების შემდეგ), მაშინ 100 000 მოწამის დღე უნდა ჩავთვალოთ როგორც ჩვენი ქვეყნის, ჩვენი სახელმწიფოებრიობის სიამაყე, თუ სირცხვილი???

გიორგი კიკონიშვილი


--------------------
არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
abo   მართლმადიდებლობის მხსნელები.   Jan 3 2010, 06:14 PM
xokaido   abo ვუერთდები პათოსს...   Jan 3 2010, 06:30 PM
abo   რა გავაკეთოდ და ფო...   Jan 3 2010, 06:59 PM
xokaido   abo მაგაზე იყო პატივ...   Jan 3 2010, 07:06 PM
abo   xokaido რომ დაგცხოს სწო...   Jan 3 2010, 07:50 PM
აბე   რაც არ უნდა გვიყვა...   Jan 3 2010, 07:55 PM
ნანინა   ჯერჯერობით მიწყნა...   Jan 3 2010, 07:55 PM
sable   abo ვერ დავეთანხმებ...   Jan 3 2010, 07:57 PM
afxazi   sable ცხადია, მაგრამ ხ...   Jan 3 2010, 08:02 PM
abo   დავიჯერო ვერ გაიგე...   Jan 3 2010, 08:22 PM
აბე   abo აბო ძია, თქვენს პო...   Jan 3 2010, 08:39 PM
abo   აბე მაგაზე ხოკაიდ...   Jan 3 2010, 09:07 PM
sable   100 000 მოწამე - ერის ს...   Jan 3 2010, 09:16 PM
აბე   აბე ხოლო რას უნდა ...   Jan 3 2010, 09:35 PM
აბე   xokaido მე არც არავის ა...   Jan 3 2010, 09:19 PM
xokaido   ნანინა ხო, რაც შეეხ...   Jan 3 2010, 09:19 PM
llaasshhaa   მართLმადიდებლობაზ...   Jan 3 2010, 09:23 PM
ნანინა   xokaido კარგი, გასაგები...   Jan 3 2010, 09:37 PM
სოფი   abo შედეგი? შეწყვეტს ...   Jan 3 2010, 10:18 PM
kato_Bato   თემაში ვშლი ოფებს, ...   Jan 3 2010, 10:47 PM
abo   თემას ნუ მიოფებთ ს...   Jan 3 2010, 10:49 PM
sable   თემას ნუ მიოფებთ ს...   Jan 3 2010, 10:59 PM
kato_Bato   ვერ გაიგებ კაცი, აკ...   Jan 3 2010, 10:51 PM
abo   სოფი არა სოფო ის იმ...   Jan 3 2010, 11:01 PM
xokaido   abo თუ სადმე ხარ ისეთ ...   Jan 3 2010, 11:07 PM
abo   xokaido რა გითხრა ჩემო კ...   Jan 3 2010, 11:45 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 24th September 2024 - 01:41 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი

IPS Driver Error  

There appears to be an error with the database.
You can try to refresh the page by clicking here.

Error Returned

We apologise for any inconvenience