გამოფენები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
გამოფენები |
მაგდალინა |
Nov 24 2009, 02:20 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 924 რეგისტრ.: 15-September 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 194 |
აქ დავდოთ ხოლმე გამოფენების ანონსები
დღეს, 24 ნოემბერს, 13:00 საათზე, სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდობის სულიერი განვითარების ცენტრში ელენე ახვლედიანის სახელობის ბავშვთა სურათების გალერეა აწყობს გამოფენას "გიორგობა". ექსპოზიციაში წარმოდგენილია სმენადაქვეითებული ბავშვების - 203 საჯარო სკოლა, ნინოწმინდის, თბილისის საჯარო სკოლების და გალერეის თავისუფალი ხატვის ჯგუფების 230 ნორჩი მხატვრის ნამუშევრები. დღეს, 24 ნოემბერს, 17:00 საათზე, გალერეა "ვერნისაჟში" გაიხსნება მხატვართა ჯგუფის გამოფენა სახელწოდებით "ფერადი ნავი". გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება თორნიკე აბულაძის, ირაკლი ჩიქოვანისა და ბექა სვირავას ნამუშევრები. გამოფენა გაგრძელდება 29 ნოემბრამდე. გალერეა "ვერნისაჟის" ახალი მისამართია: ძმები ზუბალაშვილების ქ. # 7. -------------------- დიდ არს უფალი!!!
|
მაგდალინა |
Jan 4 2010, 11:27 AM
პოსტი
#2
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 924 რეგისტრ.: 15-September 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 194 |
ეროვნული მუზეუმში ძველი და ახალი ქართული საეკლესიო ხელოვნების ნიმუშების გამოფენა მოეწყობა
დღეს, 4 იანვარს, საქართველოს ეროვნული მუზეუმში ძველი და ახალი ქართული საეკლესიო ხელოვნების ნიმუშების გამოფენა მოეწყობა. გამოფენის ორგანიზატორები არიან ეროვნული მუზეუმი და საქართველოს საპატრიაქო და პატრიარქს ილია II-ს დაბადების დღეს ეძღვნება. გამოფენის მიზანია ერთ საგამოფენო სივრცეში წარმოადგინოს შუა საუკუნეებისა და XX-XXI სს-ის საეკლესიო ხელოვნების სხვადასხვა დარგის ნამუშევრები _ ფერწერული და ჭედური ხატები, ქვაზე და ხეზე კვეთილობის, ნაქარგობისა და ტიხრული მინანქრის ნიმუშები. გამოფენაზე დამთვალიერებელი შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნებისა და ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმების ფონდებში დაცული შუა საუკუნეების ნივთებს ნახავს, რომელთა დიდი ნაწილი პირველად გამოიფინება. თანამედროვე ხელოვნების ექსპოზიციაში კი წარმოდგენილი იქნება ეკლესია-მონასტრებში, სახელოსნოებში და კერძო მფლობელთა კოლექციებში შერჩეული საეკლესიო ნივთებით. აქვე გამოიფინება თანამედროვე კედლის მხატვრობის ფოტოებიც. გამოფენის პარალელურად საგანმანათლებლო საჯარო ლექციების კურსი ჩატარდება, რომელსაც სასულიერო და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები წარუძღვებიან. უახლოეს მომავალში შუა საუკუნეებისა და ახალი ქართული საეკლესიო ხელოვნების ძეგლთა კატალოგების გამოცემაც იგეგმება. -------------------- დიდ არს უფალი!!!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 20th September 2024 - 03:12 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი