გსურთ თუ არა მონარქიის აღდგენა?, მხოლოდ გამოკითხვა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
გსურთ თუ არა მონარქიის აღდგენა?, მხოლოდ გამოკითხვა |
კანონისტი |
Jan 21 2009, 07:32 PM
პოსტი
#1
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
გსურთ თუ არა აღდგეს საქართველოში მონარქია, კონსტიტუციური (საპარლამენტო) მონარქიის სახელმწიფო წყობის ფორმის სახით, ბაგრატიონთა დინასტიით სათავეში??
P.S. აქ არ მოიაზრება მაინცდამაინც მისი უბრწყინვალესობა, უფლისწული დავით ბაგრატიონ-მუხრანელი კონსტიტუციური მონარქია გულისხმობს ისეთ მონარქიულ სახელმწიფოს, სადაც მეფის უფლებები შეზღუდულია. თანამედროვე დემოკრატიულ სახელმწიფოებში მონარქს ფორმალურად ძალიან ბევრი უფლება აქვს, მაგრამ რეალურად ის თითქმის ვერცერთ უფლებას ვერ იყენებს დამოუკიდებლად. გამონაკლისი შემთხვევაა პოლიტიკური კრიზისი და სხვა მნიშვნელოვანი შემთხვევები, როცა მეფეს შეუძლია ერთპიროვნულად მიიღოს გადაწყვეტილება ან ეს გადაწყვეტილება შეუთანხმოს მხოლოდ პოლიტიკურ მოღვაწეთა მცირე ჯგუფს. მეფე არის სიმბოლო ერის ერთიანობისა, იგი მაღლა დგას პოლიტიკურ ბატალიებზე და მას არ გააჩნია კონკრეტული პოლიტიკური ინტერესი. მეფე ზოგადად განსაზღვრავს ქვეყნის პოლიტიკური განვითარების კურსს, მაგრამ არ ერევა ცალკეულ გადაწყვეტილებათა მიღებაში. "მეფე მეფობს, მაგრამ არ მართავს!" -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
IkaMac |
Jan 4 2010, 11:56 PM
პოსტი
#2
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 45 რეგისტრ.: 11-September 08 მდებარ.: Georgia.Tbilisi წევრი № 5,641 |
დღეს დღეისობით ვინც საქართველოში ცხოვრობს არასდროს არ უცხოვრია მონარქიის პერიოდში შესაბამისად ვერ ვიტყვით კარგი იქნება თუ არა ჩვენთვის.
მითუმეტეს ახლა სხვა პერიოდია და ცხენით და ხმლით აღარ დარბის კაცი... |
sable |
Jan 5 2010, 02:16 AM
პოსტი
#3
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,694 რეგისტრ.: 29-August 07 წევრი № 2,651 |
დღეს დღეისობით ვინც საქართველოში ცხოვრობს არასდროს არ უცხოვრია მონარქიის პერიოდში შესაბამისად ვერ ვიტყვით კარგი იქნება თუ არა ჩვენთვის. მითუმეტეს ახლა სხვა პერიოდია და ცხენით და ხმლით აღარ დარბის კაცი... არც ესპანეთში, ინგლისში, ჰოლანდიში და შვედეთში დარბის ცხენით და ხმლით ხალხი მაგრამ კი ჰყავთ მეფები. ნუ გვგონია რომ მეფობის აღდგენით ბატონ-ყმობას აღადგენს ვინმე, ეგ ძალიან ჩამორჩენილი აზროვნებაა, არადა ბევრისგან გამიგია მეტი საქმე არა მაქ მეფე დავისვა თავზეო ან კიდევ თავადებს ჩემი მიწები დავუთმოო მოკლედ მეფობის აღდგენა არც ფეოდალიზმისკენ დაბრუნებას ნიშნავს და არც თავად-აზნაურობის პარპაშს! -------------------- გერმანიაში ნაცისტები რომ კომუნისტებს მოადგნენ ხმა არ ამომიღია რადგან კომუნისტი არ ვყოფილვარ
ებრაელებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან ებრაელი არ ვყოფილვარ პროფკავშირებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან პროფკავშირელი არ ვყოფილვარ კათოლიკებზე გადავიდნენ და ხმა არ ამომიღია რადგან კათოლიკე არ ვყოფილვარ შემდეგ მე მომადგნენ და აღარავინ იყო დარჩენილი ხმა რომ ამოეღო |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th September 2024 - 01:16 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი