"ფანატიზმი" და მორწმუნეობა, ფანატიკოსობის თეორია |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
"ფანატიზმი" და მორწმუნეობა, ფანატიკოსობის თეორია |
აკაკი |
Jan 3 2010, 08:59 PM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,626 რეგისტრ.: 21-May 09 წევრი № 7,018 |
"ფანატიკოსობის თეორია"
ხშირად გვსმენია ამა თუ იმ ადამიანზე, რომ ის "ფანატიკოსია" მაგრამ დავკვირვებულვართ მის არსს საიდან მოდის ეს წოდება რომელსაც "ფანატიკოსი" ჰქვია, ან იმას თუ დავკვირვებულვართ რატომ ვუწოდებთ ადამიანს?, სამართლიანად თუ უსამართლოდ, სწორად თუ არასწორად? სიტყვა "ფანატიზმი" ნიშნავს რაიმე იდეის რწმენით უკიდურეს გატაცებას (ეს შეიძლება იყოს რელიგია ან ნებისმიერი სხვა რამ) ბრმადმორწმუნეობას, ის ავადმყოფობაა. განვიხილოთ და განვასხვაოთ "ფანატიზმი" და "რწმენა". "ფანატიზმი" პირიქით ხშირად გვხვდება ათეისტებს შორის, "ფანატიკოსებს" ახასიათებს სხვისი რწმენის აბუჩად აგდება, ლანძღვა ჭეშმარიტი მორწმუნე "ფანატიკოსი" არ არის (არ შეიძლება იყოს და არ იქნება), ეს უბრალოდ შურით დატყვევებული ადამიანის მინაძახია ღრმადმორმწუნე ადამიანისადმი, რომელსაც შურს იმ ადამიანის რწმენისა... თვითონ კი ჩაკეტილია თავის ეგოიზმთან ერთად თავის თავში და ფანატია თავისი თავისა. "ფანატიკოსი" თავის თავს მიენდობა, ჭეშმარიტი მორწმუნე ნებას თავის თავს არასოდეს მიანდობს, "ფანატიკოსი" ყველას იძულებს გარდა თავისი თავისა, ჭეშმარიტ მორწმუნეს კი ყველა უყვარს, "ფანატიკოსი" ყოველ ადამიანში ცუდის დანახვას ცდილობს, ჭეშმარიტი მორწმუნე კი ყოველ ადამიანში ღვთის ხატებას ხედავს. არ შეიძლება ჭეშმარიტ მორწმუნეს "ფანატიკოსი" ვუწოდოთ არასოდეს ვეცადოთ დავემსგავსოთ იმ ეგოისტ და შურით აღსავსე ადამიანს, რომელმაც პირველად მორწმუნეს "ფანატიკოსი" უწოდა, თავისი ეგოუსტური მსჯელობით და რადგან თავად იყო ასეთი... გავიხსენოთ ქრისტეს დროს მღვდელთმთავრები როგორ იქცეოდნენ... მათ ქრისტე არ სცნეს, ისინი მის საქმეებში ბოროტებას ხედავდნენ, რადგან თავად იყვნენ ასეთნი(ბოროტები) სწორედ ასეთი ადამიანი არის "ფანატიკოსი" და "ბრმა"დმორწმუნე, რომელიც თავის ზრახვებს უგდებს ყურს. ბოროტი ადამიანი, ყოველ ადამიანში ბოროტს ხედავს. შესაბამისად "ფანატიკოსი"-ც ყოველ ადამიანში "ფანატიკოსს" ხედავს მეგობრებო, ნუ ვუწოდებთ ბრმად, "ფანატიკოსს" იმ ადამიანს რომელიც მორწმუნეა, ნუ შეგვშურდება მისი რწმენისა, ნუ შევაფასებთ მის რწმენას, მხოლოდ ღმერთმა უწყის მისი რწმენის სიმართლე. ასე, რომ სიტყვა "ფანატიკოსი" შურით და ბოღმით სავსე ადამიანის ნათქვამია ჭეშმარიტად მორწმუნე ადამიანზე "ფანატიკოსობა" მორწმუნეთა შორის არ არსებობს!!! მორწმუნენო თქვენს მორწმუნე დებსა და ძმებს ნუ ვუწოდებთ ბრმად, "ფანატიკოსებს" "ფანატიკოსები" ისინი სხვანი არაიან! "ფანატიკოსობა" ეს სხვა რამეა! გაიხარეთ; აკაკი |
აკაკი |
Jan 5 2010, 05:22 PM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,626 რეგისტრ.: 21-May 09 წევრი № 7,018 |
sergi_glaxa
და მერედა ვინ სთქვა, რომ პატრიარქმა სთქვა ეს? მან უბრალოდ გაიმეორა და შეგვახსენა იოანე ზოსიმე ქებაჲ და დიდებაჲ ქართულისა ენისაჲ 1. დამარხულ არს ენაჲ ქართული დღემდე მეორედ მოსვლისა მესიისა საწამებელად. რათა ყოველსა ენასა ღმერთმან ამხილოს ამით ენითა. 2. და ესე ენაჲ მძინარე არს დღესამომდე, და სახარებასა შინა ამას ენასა ლაზარე ჰრქჳან. 3. და ახალმან ნინო მოაქცია და ჰელენე დედოფალმან. ესე არიან ორნი დანი ვითარცა მარიამ და მართაჲ 4. და მეგობრობაჲ ამისთჳს თქუა [მახარებელმან]. რამეთუ ყოველი საიდუმლოჲ ამას ენასა შინა დამარხულ არს. 5. და ოთხისა დღისა მკუდარი ამისთჳს თქუა დავით წინაისწარმეტყუელმან, რამეთუ „წელი ათასი – ვითარცა ერთი დღეჲ“. 6. და სახარებასა შინა ქართულსა, ხოლო, თავსა მათეჲსსა წილი ზის, რომელ ასოჲ არს. და იტყჳს ყოვლად ოთხ ათასსა მარაგსა, – 7. და ესე არს ოთხი დღეჲ და ოთხისა დღისა მკუდარი, ამისთჳს მისთანავე დაფლული სიკუდილითა ნათლისღებისა მისისაითა. 8.და ესე ენაჲ შემკული და კურთხეული სახელითა უფლისაჲთა, მდაბალი და დაწუნებული – მოელის დღესა მას მეორედ მოსვლასა უფლისასა. 9. და სასწაულად ესე აქუს: ას-ოღხი წელი უმეტეჲს სხუათა ენათა ქრისტეჲს მოსლვითგან ვიდრე დღესამომდე. 10. და ესე ყოველი, რომელი წერილ არს, მოწამებ წარმოგითხარ, ას-ოთხი ესე წელი, და წილი ანბანისაჲ. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 3rd June 2024 - 02:40 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი