"ფანატიზმი" და მორწმუნეობა, ფანატიკოსობის თეორია |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
"ფანატიზმი" და მორწმუნეობა, ფანატიკოსობის თეორია |
აკაკი |
Jan 3 2010, 08:59 PM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,626 რეგისტრ.: 21-May 09 წევრი № 7,018 |
"ფანატიკოსობის თეორია"
ხშირად გვსმენია ამა თუ იმ ადამიანზე, რომ ის "ფანატიკოსია" მაგრამ დავკვირვებულვართ მის არსს საიდან მოდის ეს წოდება რომელსაც "ფანატიკოსი" ჰქვია, ან იმას თუ დავკვირვებულვართ რატომ ვუწოდებთ ადამიანს?, სამართლიანად თუ უსამართლოდ, სწორად თუ არასწორად? სიტყვა "ფანატიზმი" ნიშნავს რაიმე იდეის რწმენით უკიდურეს გატაცებას (ეს შეიძლება იყოს რელიგია ან ნებისმიერი სხვა რამ) ბრმადმორწმუნეობას, ის ავადმყოფობაა. განვიხილოთ და განვასხვაოთ "ფანატიზმი" და "რწმენა". "ფანატიზმი" პირიქით ხშირად გვხვდება ათეისტებს შორის, "ფანატიკოსებს" ახასიათებს სხვისი რწმენის აბუჩად აგდება, ლანძღვა ჭეშმარიტი მორწმუნე "ფანატიკოსი" არ არის (არ შეიძლება იყოს და არ იქნება), ეს უბრალოდ შურით დატყვევებული ადამიანის მინაძახია ღრმადმორმწუნე ადამიანისადმი, რომელსაც შურს იმ ადამიანის რწმენისა... თვითონ კი ჩაკეტილია თავის ეგოიზმთან ერთად თავის თავში და ფანატია თავისი თავისა. "ფანატიკოსი" თავის თავს მიენდობა, ჭეშმარიტი მორწმუნე ნებას თავის თავს არასოდეს მიანდობს, "ფანატიკოსი" ყველას იძულებს გარდა თავისი თავისა, ჭეშმარიტ მორწმუნეს კი ყველა უყვარს, "ფანატიკოსი" ყოველ ადამიანში ცუდის დანახვას ცდილობს, ჭეშმარიტი მორწმუნე კი ყოველ ადამიანში ღვთის ხატებას ხედავს. არ შეიძლება ჭეშმარიტ მორწმუნეს "ფანატიკოსი" ვუწოდოთ არასოდეს ვეცადოთ დავემსგავსოთ იმ ეგოისტ და შურით აღსავსე ადამიანს, რომელმაც პირველად მორწმუნეს "ფანატიკოსი" უწოდა, თავისი ეგოუსტური მსჯელობით და რადგან თავად იყო ასეთი... გავიხსენოთ ქრისტეს დროს მღვდელთმთავრები როგორ იქცეოდნენ... მათ ქრისტე არ სცნეს, ისინი მის საქმეებში ბოროტებას ხედავდნენ, რადგან თავად იყვნენ ასეთნი(ბოროტები) სწორედ ასეთი ადამიანი არის "ფანატიკოსი" და "ბრმა"დმორწმუნე, რომელიც თავის ზრახვებს უგდებს ყურს. ბოროტი ადამიანი, ყოველ ადამიანში ბოროტს ხედავს. შესაბამისად "ფანატიკოსი"-ც ყოველ ადამიანში "ფანატიკოსს" ხედავს მეგობრებო, ნუ ვუწოდებთ ბრმად, "ფანატიკოსს" იმ ადამიანს რომელიც მორწმუნეა, ნუ შეგვშურდება მისი რწმენისა, ნუ შევაფასებთ მის რწმენას, მხოლოდ ღმერთმა უწყის მისი რწმენის სიმართლე. ასე, რომ სიტყვა "ფანატიკოსი" შურით და ბოღმით სავსე ადამიანის ნათქვამია ჭეშმარიტად მორწმუნე ადამიანზე "ფანატიკოსობა" მორწმუნეთა შორის არ არსებობს!!! მორწმუნენო თქვენს მორწმუნე დებსა და ძმებს ნუ ვუწოდებთ ბრმად, "ფანატიკოსებს" "ფანატიკოსები" ისინი სხვანი არაიან! "ფანატიკოსობა" ეს სხვა რამეა! გაიხარეთ; აკაკი |
sergi_glaxa |
Jan 5 2010, 06:07 PM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 3,015 რეგისტრ.: 12-December 07 წევრი № 3,400 |
აკაკი
ეგ არის ტრაგედია მეგობარო, რომ იოანე ზოსიმეს სიცრუე, პატრიარქმა "გააპრავა".. შენ მართლა გჯერა რომ სამსჯავრო ქართულად იქნება? ნუთუ ვერ ხვდებოით, რომ მარაზმშია ქვეყანა გადავარდნილი ამ ზღპრებით? როგორც საქართველოს მთავრობას გონია რომ გაიმარჯვეს ომში, ისე გონია საქართველოს მართლმადიდებელთა უმრავლესობას, რომ საქართველო მარიამის წილხვედრილი ქვეყანა და გიორგი იცავს და ნიკოლოზი.. რით ვერ დაიცვეს საინტერესოა... ახ გურჯისტან უბადრუკო, მეზღაპრედ იქცა ერი და ბერი! |
sable |
Jan 5 2010, 06:16 PM
პოსტი
#3
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,694 რეგისტრ.: 29-August 07 წევრი № 2,651 |
ეგ არის ტრაგედია მეგობარო, რომ იოანე ზოსიმეს სიცრუე, პატრიარქმა "გააპრავა".. შენ მართლა გჯერა რომ სამსჯავრო ქართულად იქნება? ნუთუ ვერ ხვდებოით, რომ მარაზმშია ქვეყანა გადავარდნილი ამ ზღპრებით? როგორც საქართველოს მთავრობას გონია რომ გაიმარჯვეს ომში, ისე გონია საქართველოს მართლმადიდებელთა უმრავლესობას, რომ საქართველო მარიამის წილხვედრილი ქვეყანა და გიორგი იცავს და ნიკოლოზი.. რით ვერ დაიცვეს საინტერესოა... ახ გურჯისტან უბადრუკო, მეზღაპრედ იქცა ერი და ბერი! სჯეროდეთ კაცო რას აშავებენ მისტიციზმი რაღაცა დოზით ყველა საზოგადოებისთვისაა დამახასიათებელი -------------------- გერმანიაში ნაცისტები რომ კომუნისტებს მოადგნენ ხმა არ ამომიღია რადგან კომუნისტი არ ვყოფილვარ
ებრაელებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან ებრაელი არ ვყოფილვარ პროფკავშირებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან პროფკავშირელი არ ვყოფილვარ კათოლიკებზე გადავიდნენ და ხმა არ ამომიღია რადგან კათოლიკე არ ვყოფილვარ შემდეგ მე მომადგნენ და აღარავინ იყო დარჩენილი ხმა რომ ამოეღო |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 3rd June 2024 - 12:32 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი