პასუხების დაზუსტება, დასმულ კითხვებზე |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
პასუხების დაზუსტება, დასმულ კითხვებზე |
KAIROS |
Feb 7 2007, 09:23 PM
პოსტი
#161
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ვიწყებ მარიამის მიერ დასმული კითხვაზე ფიქრით...
http://church.ge/index.php?showtopic=576 "ლოცვა უცნობი ადამიანისათვის" მამაო პასუხში რამოდენიმე საინტერესო საკითხს აყენებს, განიხილავს რა ზოგადად ლოცვის არსს და აუცილებლობას, სცდება "უცნობი" ადამიანის თემას და "ნაცნობი " ანუ ჩვენს მიერ ნაცნობ ადამიანებს ახარისხებს, ვისზე უნდა ვილოცოთ და ვისზე არა, ბრძანებს: "... ადამიანები, რომელთაც იციან ჭეშმარიტება და ნებით ეწინააღმდეგებიან მას, ვერ იქნებიან მოხსენიებულნი ლოცვაში..." და სხვაგან: " ... (თუ) ადამიანი შეგნებულად ეწინააღმდეგება ჭეშმარიტებას, ცხადია, განსაცდელის წინაშე ვაყენებთ თავს მისთვის ლოცვით." ჯერ ერთი ამ ორ თეზისს შორის დაპირისპირებაა, რამეთუ სხვაა "ვერ იქნებიან მოხსენიებულნი" და სხვაა "განსაცდელის წინაშე ვაყენებთ თავს მისთვის ლოცვით", რადგან მოყვასისათვის განსაცდელს რად უნდა ვერიდოთ? მაგრამ ყველაზე საინტერესოა ის ლოცვები, რომლებსაც ჩვენ დილა-საღამოს ვკითხულობთ: "უარისმყოფელნი მართლმადიდებელისა სარწმუნოებისანი და ჭეშმარიტებისა გზათაგან შეცდომილნი, წვალებათაგან დაბნეულნი ნათლითა ცნობისა შენისათა განანათლენ და მოაქციენ იგინი მართალსა სარწმუნოებასა ზედა და ზიარ-ყვენ იგინი წმიდისა შენისა კათოლიკე და სამოციქულოსა ეკლესიისა, რათა გიცნან შენ მხოლოდ-ჭეშმარიტი ღმერთი და თაყუანი-გცენ. (მეტანია)" რამეთუ მწვალებლები თავისუფლად თავსდებიან იმათ რიცხვში ვინც " შეგნებულად ეწინააღმდეგება ჭეშმარიტებას", მაშინ რატომ ვლოცულობთ მათზე? თუ მხოლოდ სახელის ხსენება- არ ხსენებაზეა ყველაფერი დამოკიდებული? ... საკითხი ისევ ღიაა და დიდად დამავალებთ, თუკი მამებზე დაყრდნობით მშვიდად განვიხილავთ ამას, რამეთუ მაგ სიაში მოსახსენებელი ნაცნობები ბევრსა გვაყვს... იხარეთ, კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
ზებედე |
Mar 2 2007, 06:10 PM
პოსტი
#162
|
ზეციკეთი ჯგუფი: Members პოსტები: 4,332 რეგისტრ.: 27-July 06 წევრი № 19 |
ალექსანდრეს კითხვა--
მაინტერესებს ქრისტეს აღდგომის შემდეგ კიდევ არსებობს აბრაამის წიაღი თუ შეიმუსრა მაცხოვრის მიერ? დეკ.ანდრია წმიდა მოციქულ პავლეს თქმით, აბრაამი არის მამა ყოველთა მორწმუნეთა (რომ.4,16), რადგან "სჯულისაგან იყო აღთქუმაჲ იგი აბრაჰამისი ანუ ნათესავისა მისისაჲ, რაჲთა იყოს იგი მკჳდრ სოფლისა, არამედ სიმართლითა მით სარწმუნოებისაჲთა" (რომ.4,13). ტერმინი "აბრაამის წიაღი" არის ხატოვანი გამოთქმა, რომელიც აღნიშნავს არა იმდენად ადგილის, რამდენადაც მდგომარეობას. ეს არის სიმბოლური გამოხატვა მათი მდგომარეობისა, ვინც განისვენებს აბრაამთან. ძველი აღთქმის მათალი ადამიანები მოელოდნენ მაცხოვრის მოსვლას და ხსნას. ისინი არ იყვნენ სამოთხეში, რადგან როგორც ყოველი ადამიანი ჩადიოდნენ ჯოჯოხეთში, მაგრამ არ იტანჯებოდნენ. მეტიც, მათ ანუგეშებდათ რწმენა და მოლოდინი მესიისა. ამიტომ აბრაამის წიაღში განსვენება იყო საუკეთესო, რაც კი შეიძლებოდა ენატრა ძველაღთქმისეულ ადამიანს. უფალიც მდიდარსა და ლაზარეზე იგავში ხმარობს ამ ხატოვან გამოთქმას, რათა გვაჩვენოს ლაზარეს მდგომარეობა. თუნცა შევნიშნოთ, რომ ის იმდენად ახლოსაა წარწყმედილთა სამყოფელთან, სადაც არის ტანჯვა, რომ მდიდარმა გაახილა თუ არა თვალი, უმალვე იხილა ლაზარე. მაცხოვრის აღდგომით "შეიმუსრნეს მოქლონნი ჯოჯოხეთისანი" და მამათმთავარ აბრაამის და მასთან ერთად ძველი სამყაროს ყოველთა მართალთა სულები აღტაცებულ იქნენ სამოთხედ. დღეს "აბრაამის წიაღი" აღმნიშვნავს იმ ადგილს, სადაც მკვიდრობს აბრაამი, ძველი და ახალი აღთქმის წმიდანები. ამ კონტექსტში მოიხსენიება "აბრაამის წიაღი" წმიდა ეფრემ ასურის, წმიდა გრიგოლ პალამას და სხვა მამათა მიერ. მიცვალებულთა მსახურების ბოლოს, ჩამოლოცვისას მღვდელი იტყვის: "... წიაღსა შინა აბრაჰამისასა განუსვენოს...". ამასთან ერთად გამოთქმა "აბრაამის წიაღი" ზოგ შემთხვევაში შეიძლება მოხსენიებულ იქნას უწინდელ კონტექსტში, ანუ ჯოჯოხეთში მყოფთა ნაწილის აღსანიშნავად. ასეთ შემთხვევაში უნდა დაუკვირდეთ ტექსტს, რათა არ მოხდეს მცნებების აღრევა. ის ადგილი, სადაც განისვენებდა აბრაამი გამოხსნამდე, დღეს, მართალია არ არის ტანჯვის ადგილი, მაგრამ არ ატარებს ძველ დატვირთვას, რადგან იქ მყოფთათვის არ არის იმედი გამოხსნისა, თუმცა ისინი არ არიან მიცემული სატანჯველს და იქ მოხვედრილებზე ვერ ვიტყვით, რომ ისინი წარწყმდნენ. ------------------------------------------------------- მამაო მე მაქვს ამაზე დამატებით კითხვა, თუ დრო გექნებათ გთხოვთ მიპასუხეთ. მამა-ანდრია- მიცვალებულთა მსახურების ბოლოს, ჩამოლოცვისას მღვდელი იტყვის: "... წიაღსა შინა აბრაჰამისასა განუსვენოს...". მამაო ამ შემთხვევაში რა იგულისხმება "აბრაამის წიაღში" ჯოჯოხეთის ის ადგილი სადაც "სულები არ იტანჯებიან" თუ სად არის ამ შემთხვევაში აბრაამის წიაღი? მამა ანდრია- ის ადგილი, სადაც განისვენებდა აბრაამი გამოხსნამდე, დღეს, მართალია არ არის ტანჯვის ადგილი, მაგრამ არ ატარებს ძველ დატვირთვას, რადგან იქ მყოფთათვის არ არის იმედი გამოხსნისა, თუმცა ისინი არ არიან მიცემული სატანჯველს და იქ მოხვედრილებზე ვერ ვიტყვით, რომ ისინი წარწყმდნენ. მამაო, არსებობს ეკლესიის სწავლება რომ ჯოჯოხეთში არის ადგილი სადაც სულები არ იტანჯებიან, ანუ ეშმაკები არ სტანჯავენ? ან კიდევ სადაც აბრაამი განისვენებდა, ის ადგილი რომ ისევ არსებობს და იქ ვინც ხვდება არ არის მათი გამოხსნის იმედი ესეც ეკლესიის სწავლებაა? -------------------- მზეო ამოდი, ამოდი ნუ ეფარები გორასა წიწილის თეთრი ბუმბული, ველად გაჰქონდა ნიავსა |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 06:50 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი