გსურთ თუ არა მონარქიის აღდგენა?, მხოლოდ გამოკითხვა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
გსურთ თუ არა მონარქიის აღდგენა?, მხოლოდ გამოკითხვა |
კანონისტი |
Jan 21 2009, 07:32 PM
პოსტი
#1
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
გსურთ თუ არა აღდგეს საქართველოში მონარქია, კონსტიტუციური (საპარლამენტო) მონარქიის სახელმწიფო წყობის ფორმის სახით, ბაგრატიონთა დინასტიით სათავეში??
P.S. აქ არ მოიაზრება მაინცდამაინც მისი უბრწყინვალესობა, უფლისწული დავით ბაგრატიონ-მუხრანელი კონსტიტუციური მონარქია გულისხმობს ისეთ მონარქიულ სახელმწიფოს, სადაც მეფის უფლებები შეზღუდულია. თანამედროვე დემოკრატიულ სახელმწიფოებში მონარქს ფორმალურად ძალიან ბევრი უფლება აქვს, მაგრამ რეალურად ის თითქმის ვერცერთ უფლებას ვერ იყენებს დამოუკიდებლად. გამონაკლისი შემთხვევაა პოლიტიკური კრიზისი და სხვა მნიშვნელოვანი შემთხვევები, როცა მეფეს შეუძლია ერთპიროვნულად მიიღოს გადაწყვეტილება ან ეს გადაწყვეტილება შეუთანხმოს მხოლოდ პოლიტიკურ მოღვაწეთა მცირე ჯგუფს. მეფე არის სიმბოლო ერის ერთიანობისა, იგი მაღლა დგას პოლიტიკურ ბატალიებზე და მას არ გააჩნია კონკრეტული პოლიტიკური ინტერესი. მეფე ზოგადად განსაზღვრავს ქვეყნის პოლიტიკური განვითარების კურსს, მაგრამ არ ერევა ცალკეულ გადაწყვეტილებათა მიღებაში. "მეფე მეფობს, მაგრამ არ მართავს!" -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
აკაკი |
Jan 5 2010, 06:33 PM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,626 რეგისტრ.: 21-May 09 წევრი № 7,018 |
sergi_glaxa
რას ამბობ კაცო??? გაიაზრე ეგ რც დაწერე? შენ მეფე არ გსურს? ვისაც მეფე არ სურს მას ქრისტე არ სურს < არ გაგიგია? მეფე განსახიერებაა ზეციური მეუფისა.... არანაირად ძირს.. საქრთველოს ეყოლება მეფე (არა ხალხის არჩეული) |
sergi_glaxa |
Jan 6 2010, 12:50 PM
პოსტი
#3
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 3,015 რეგისტრ.: 12-December 07 წევრი № 3,400 |
sergi_glaxa რას ამბობ კაცო??? გაიაზრე ეგ რც დაწერე? შენ მეფე არ გსურს? ვისაც მეფე არ სურს მას ქრისტე არ სურს < არ გაგიგია? მეფე განსახიერებაა ზეციური მეუფისა.... არანაირად ძირს.. საქრთველოს ეყოლება მეფე (არა ხალხის არჩეული) აუ აუუუ..რამდენი განსახიერება ყავს ქრისტეს?! პაპები, პატრიარქები, მეფეები.... იცი რამდენი რამე გამიგია? ეგ კიდევ ერთი "ბოლია" იყო ესპანეთში არ იქნება ის მეფე პოლიტიკური ფიგურა და რა აზრი ექნება უხ..უხ... რამის პატრიარქი გახდა პოლოტიკური ფიგურა და მეფე არ გახდება რაა.... რა მეფე რის მეფე....ყველა საკუთარი თავის მეფე იყოს ჯობია... როგორ გენში გვაქვს გამჯდარი ხელ ფეხი ვუკოცნოთ ადამიანებს!!!! მარაზმ!!! |
sable |
Jan 6 2010, 04:42 PM
პოსტი
#4
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,694 რეგისტრ.: 29-August 07 წევრი № 2,651 |
უხ..უხ... რამის პატრიარქი გახდა პოლოტიკური ფიგურა და მეფე არ გახდება რაა.... რა მეფე რის მეფე....ყველა საკუთარი თავის მეფე იყოს ჯობია... როგორ გენში გვაქვს გამჯდარი ხელ ფეხი ვუკოცნოთ ადამიანებს!!!! მარაზმ!!! რა შუაშია ხელ-ფეხის კოცნა? ვინ გაძალებს უკოცნეო, მეფობის აღდგენით უნდა აღდგეს ტრადიციები რომლიც ერთ და ორ საუკუნეს არ ითვლის და ეს ტრადიციები ტრადიციებადვე უნდა დარჩეს იმ საზღვრებში რა საზღვრებშიც საქართველოს სამეფო იქნება. მე სულ არ მეშინია, მონარქის პოლიტიკაში ჩარევის მაინც ყველა პოლიტიზირებულია ამ ქვეყანში და ისიც თუ ჩაერევა რა არის ამაში გასაკვირი, მაგრამ ეგ დროებითია, დამიჯერეთ დიდი დრო არ უწერია ჩვენს სახელმწიფოს (და შესაბამისად საზოგადოების პოლიტიზაციას), ასე რომ სანამ გვაქვს აღვადგინოთ ის რაც ძველია, რათა არ დავასამაროთ და ასე მაინც დარჩეს 'საქართველო' როგორც ასეთი, თორემ მაგ მეხვალიობით და პესიმიზმით თქენს მომავალ თაობებს იმასაც დაუკარგავთ, რავ წინაპრებმა დაგვიტოვეს, არათუ იმას რის აღდგენაზეც ერთი-ორი ჭკუათმყოფელი თუ ფიქრობს. ამასთან, ყველაფერში სიბნელის ძიება და პესიმიზმი მართლა ძალიან უცნაურია ჩემთვის, სწორედ მაგ პესიმიზმით გადააგორებთ თქვენ თქვენივე ხელით ქართულ სახელმწიფოს და ფერფლი აღარ დარჩება მომავალში მისგან. -------------------- გერმანიაში ნაცისტები რომ კომუნისტებს მოადგნენ ხმა არ ამომიღია რადგან კომუნისტი არ ვყოფილვარ
ებრაელებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან ებრაელი არ ვყოფილვარ პროფკავშირებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან პროფკავშირელი არ ვყოფილვარ კათოლიკებზე გადავიდნენ და ხმა არ ამომიღია რადგან კათოლიკე არ ვყოფილვარ შემდეგ მე მომადგნენ და აღარავინ იყო დარჩენილი ხმა რომ ამოეღო |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 21st September 2024 - 08:04 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი