ექსკურსია ათონის წმინდა მთაზე, რატომაც არა? :) |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ექსკურსია ათონის წმინდა მთაზე, რატომაც არა? :) |
კანონისტი |
Sep 20 2007, 01:18 PM
პოსტი
#1
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
ძალიან გამიტკბა ხო???
მოკლედ, მინდა შემოგთავაზოთ, რომ ვიფიქროთ ათონის წმინდა მთის მოლოცვაზე (წინდაწინ ბოდიშს ვუხდი გოგოებს ). გაითვალისწინეთ, რომ საბერძნეთის რესპუბლიკის კანონებით, ათონის მთის სამონასტრო ავტონომიაში კვება და სასტუმრო არის აბსოლუტურად უფასო (!) ფაქტიურად საჭიროა მგზავრობის ფული + ვიზისა და ოფიციალური დოკუმენტების (რამდენადაც საბერძნეთი ევროკავშირის წევრია და მის ტერიტორიაზე შესვლა გართულებულია ჩვენი მოქალაქეებისათვის). ცხადია ამას დაემატება თანხაც თუკი რაიმე სუვენირის წამოღება გვინდა (და გვენდომება ალბათ ) თბილისი - სალონიკი ავტობუსი ჯდებოდა (5-6 თვის წინანდელი ინფორმაციაა) 85$. სალონიკიდან საჭიროა ქ. ურანოპოლისში ჩასვლა, ხოლო შემდეგ კატერით - კარიესში (წმინდა მთის დედაქალაქში). არსებობს რეისები ურანოპოლისი - ივერონიც კი! აბა, გისმენთ..... -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
ikaragua |
Jan 6 2010, 04:59 PM
პოსტი
#2
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 67 რეგისტრ.: 11-May 09 წევრი № 6,971 |
ეს ვატოპედის მონასტერია.. შიგნით სურათების გადაღება აკრძალულია, ამიტომაც მარტო გარედან მოვახერხე გადაღება..
აქ ბევრ სიწმინდესთან ერთად ინახება ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სარტყელი! რომელსაც ვემთხვიეთ ღმერთის მადლით!! დამიჯერეთ, უბედნიერესი განცდაა! მთავარი ტაძარი დაკეტილი დაგვხვდა, გაგვიღო ბერმა და წარმოიდგინეთ, მოვხვდით სუნთქვისშემკვრელ გარემოში! ბიზანტიური ოქროსფერი ბრწყინვალება ყველგან, ხალხის შეწირული ძვირფასეულობით სავსე ხატები და უზამრაზარ თვალებიანი ბერი, უკეთილშობილესი ღიმილით.. გამოგვიბრძანა ლუსკუმა და შიგნით ეს უდიდესი სიწმინდე.. დამიჯერეთ, მაშინ გრძნობ რა უღირსი ხარ ადამიანი და რისი ღირსი ხდები იმ წამებში.. ეს ქალაქი კარიესია, წმინდა მთის ადმინისტრაციული ცენტრი.. -------------------- Κύριε Ιησού Χριστέ, Υιέ του Θεού, ελέησόν με, τον αμαρτωλόν
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 12:37 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი