გსურთ თუ არა მონარქიის აღდგენა?, მხოლოდ გამოკითხვა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
გსურთ თუ არა მონარქიის აღდგენა?, მხოლოდ გამოკითხვა |
კანონისტი |
Jan 21 2009, 07:32 PM
პოსტი
#1
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
გსურთ თუ არა აღდგეს საქართველოში მონარქია, კონსტიტუციური (საპარლამენტო) მონარქიის სახელმწიფო წყობის ფორმის სახით, ბაგრატიონთა დინასტიით სათავეში??
P.S. აქ არ მოიაზრება მაინცდამაინც მისი უბრწყინვალესობა, უფლისწული დავით ბაგრატიონ-მუხრანელი კონსტიტუციური მონარქია გულისხმობს ისეთ მონარქიულ სახელმწიფოს, სადაც მეფის უფლებები შეზღუდულია. თანამედროვე დემოკრატიულ სახელმწიფოებში მონარქს ფორმალურად ძალიან ბევრი უფლება აქვს, მაგრამ რეალურად ის თითქმის ვერცერთ უფლებას ვერ იყენებს დამოუკიდებლად. გამონაკლისი შემთხვევაა პოლიტიკური კრიზისი და სხვა მნიშვნელოვანი შემთხვევები, როცა მეფეს შეუძლია ერთპიროვნულად მიიღოს გადაწყვეტილება ან ეს გადაწყვეტილება შეუთანხმოს მხოლოდ პოლიტიკურ მოღვაწეთა მცირე ჯგუფს. მეფე არის სიმბოლო ერის ერთიანობისა, იგი მაღლა დგას პოლიტიკურ ბატალიებზე და მას არ გააჩნია კონკრეტული პოლიტიკური ინტერესი. მეფე ზოგადად განსაზღვრავს ქვეყნის პოლიტიკური განვითარების კურსს, მაგრამ არ ერევა ცალკეულ გადაწყვეტილებათა მიღებაში. "მეფე მეფობს, მაგრამ არ მართავს!" -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
Ligia |
Jan 6 2010, 01:42 AM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,990 რეგისტრ.: 2-April 08 წევრი № 4,411 |
ხალხნო ინგლისი, ესპანეთი, მით უმეტეს შვედეთი და საქართველო ერთია?
თან მანდ როგორც ვიცი არასდროს ყოფილა წყვეტა, უმეფობის ხანი, თუ იყო ძალიან მცირედ ჩვენი ტვინები გადაგვარდა უკვე, თან კანდიდატებს შორის ეჭვი მაქვს ჩხუბი წავა, ყველა პოლიტიკური გაერთიანება თვის კანდიდატურას წამოაყენებს |
sable |
Jan 6 2010, 02:15 AM
პოსტი
#3
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,694 რეგისტრ.: 29-August 07 წევრი № 2,651 |
ხალხნო ინგლისი, ესპანეთი, მით უმეტეს შვედეთი და საქართველო ერთია? თან მანდ როგორც ვიცი არასდროს ყოფილა წყვეტა, უმეფობის ხანი, თუ იყო ძალიან მცირედ იყო ესპანეთში ჩვენი ტვინები გადაგვარდა უკვე, თან კანდიდატებს შორის ეჭვი მაქვს ჩხუბი წავა, ყველა პოლიტიკური გაერთიანება თვის კანდიდატურას წამოაყენებს არ იქნება ის მეფე პოლიტიკური ფიგურა და რა აზრი ექნება -------------------- გერმანიაში ნაცისტები რომ კომუნისტებს მოადგნენ ხმა არ ამომიღია რადგან კომუნისტი არ ვყოფილვარ
ებრაელებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან ებრაელი არ ვყოფილვარ პროფკავშირებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან პროფკავშირელი არ ვყოფილვარ კათოლიკებზე გადავიდნენ და ხმა არ ამომიღია რადგან კათოლიკე არ ვყოფილვარ შემდეგ მე მომადგნენ და აღარავინ იყო დარჩენილი ხმა რომ ამოეღო |
Ligia |
Jan 6 2010, 05:07 PM
პოსტი
#4
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,990 რეგისტრ.: 2-April 08 წევრი № 4,411 |
იყო ესპანეთში არ იქნება ის მეფე პოლიტიკური ფიგურა და რა აზრი ექნება ეგ ჩვენს პოლიტიკოსებს ჰკითხე თავიანთ პოლიტიკურ CV- ბში ხომ ჩაიწერენ, მეფედ ჩემი წამოყენებული კანდიდატურა დააყენესო, ხომ იცი ჩვენ მიზეზი არ დაგველევა ერთმანეთის დასაჭამად და მეფესაც მორიგ საშუალებად გაიხდიან ვიცი მე ჩვენი გაფუჭებული აზროვნება არ მითხრა ახლა პესიმისტი ხარო და ყველგან შავს ხედავო, რასაც ვხედავ ისაა თუმცა მომხრე ვარ იმისა რომ თუ გვეყოლა მეფე, ცოტათი ჩაერიოს კინკლაობაში, ბოლო ბოლო პატრიარქ მაინც დაასვენებენ , ოღონდ აქაც იმის საშიშროებაა რომ მიკერძოებას არ ჰქონდეს ადგილი |
sable |
Jan 6 2010, 05:52 PM
პოსტი
#5
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,694 რეგისტრ.: 29-August 07 წევრი № 2,651 |
ეგ ჩვენს პოლიტიკოსებს ჰკითხე თავიანთ პოლიტიკურ CV- ბში ხომ ჩაიწერენ, მეფედ ჩემი წამოყენებული კანდიდატურა დააყენესო, ხომ იცი ჩვენ მიზეზი არ დაგველევა ერთმანეთის დასაჭამად და მეფესაც მორიგ საშუალებად გაიხდიან ვიცი მე ჩვენი გაფუჭებული აზროვნება მიაწერონ მერე და იკინკლაონ თუ კაცი შარზეა საბაბს მეფის გარეშეცც მონახავს რამენაირად -------------------- გერმანიაში ნაცისტები რომ კომუნისტებს მოადგნენ ხმა არ ამომიღია რადგან კომუნისტი არ ვყოფილვარ
ებრაელებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან ებრაელი არ ვყოფილვარ პროფკავშირებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან პროფკავშირელი არ ვყოფილვარ კათოლიკებზე გადავიდნენ და ხმა არ ამომიღია რადგან კათოლიკე არ ვყოფილვარ შემდეგ მე მომადგნენ და აღარავინ იყო დარჩენილი ხმა რომ ამოეღო |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 12:39 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი