გსურთ თუ არა მონარქიის აღდგენა?, მხოლოდ გამოკითხვა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
გსურთ თუ არა მონარქიის აღდგენა?, მხოლოდ გამოკითხვა |
კანონისტი |
Jan 21 2009, 07:32 PM
პოსტი
#1
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
გსურთ თუ არა აღდგეს საქართველოში მონარქია, კონსტიტუციური (საპარლამენტო) მონარქიის სახელმწიფო წყობის ფორმის სახით, ბაგრატიონთა დინასტიით სათავეში??
P.S. აქ არ მოიაზრება მაინცდამაინც მისი უბრწყინვალესობა, უფლისწული დავით ბაგრატიონ-მუხრანელი კონსტიტუციური მონარქია გულისხმობს ისეთ მონარქიულ სახელმწიფოს, სადაც მეფის უფლებები შეზღუდულია. თანამედროვე დემოკრატიულ სახელმწიფოებში მონარქს ფორმალურად ძალიან ბევრი უფლება აქვს, მაგრამ რეალურად ის თითქმის ვერცერთ უფლებას ვერ იყენებს დამოუკიდებლად. გამონაკლისი შემთხვევაა პოლიტიკური კრიზისი და სხვა მნიშვნელოვანი შემთხვევები, როცა მეფეს შეუძლია ერთპიროვნულად მიიღოს გადაწყვეტილება ან ეს გადაწყვეტილება შეუთანხმოს მხოლოდ პოლიტიკურ მოღვაწეთა მცირე ჯგუფს. მეფე არის სიმბოლო ერის ერთიანობისა, იგი მაღლა დგას პოლიტიკურ ბატალიებზე და მას არ გააჩნია კონკრეტული პოლიტიკური ინტერესი. მეფე ზოგადად განსაზღვრავს ქვეყნის პოლიტიკური განვითარების კურსს, მაგრამ არ ერევა ცალკეულ გადაწყვეტილებათა მიღებაში. "მეფე მეფობს, მაგრამ არ მართავს!" -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
neo |
Jan 6 2010, 06:47 PM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 2,152 რეგისტრ.: 11-September 07 წევრი № 2,723 |
რომ იცოდეთ როგორ დიდ პატივს სცემენ ევროპაში თავიანთ მეფეებს...
ჩვენი პრობლემა ისაა რომ სისტემას და პიროვნებებს ვურევთ ერთმანეთში... მე ვფიქრობ რომ ერი არ არის მზად მეფობისათვის, ერს რომელსაზ არ შეუძლია პატივი სცეს მეფეს, არანაირი აზრი არ აქვს იქ კონსტიტუციურ თუ სხვაგვარ მონარქიას... როგორ დიდ პატივს სცემენ ტრადიციებს ინგლისელები, იაპონელები... ყოველდღიურ ცხოვრებაში, დეტალებში ვლინდება მათი დამოკიდებულება და სიყვარული ტრადიციების მიმართ... ღირსების საკითხია... ჩვენ ? რა ცოტაა ჩვენში საქმით ქრისტიანები... რა საზოგადოებაც ვართ ის ალტერნატივები გვყავს მეფედაც და მოურავადაც... მაგრამ, მაგრამ უნდა გავცდეთ ჩვენ დღევანდელობას, სხვაგვარად არ გამოვა. ხვალინდელი დღე უნდა დავინახოთ, და უნდა დავინახოთ მეფის პოზიციის და არა პიროვნების რეალური ფუნქცია... საპატრიარქოს უნდა რომ ეს ინსტიტუტი არადგინოს, მაგრამ თუ მან მკაფიოდ გამოკვეთილი და სასიცოცხლოდ აუცილებელი ფუნქცია ვერ დაინახა, რასაც ერი მეფეს დააკისრებს, და რომელიც განსხვავებული იქნება საპატრიარქოს ფუნქციისაგან, ისე ვერ შეძლებს ამ ამოცანის გადაჭრას... ამასობაში ერთი იდეა მომივიდა: - მეფემ შეიძლება შეასრულოს ,,არააღმასრულებელი დირექტორის" ე.წ. ნედის ფუნქცია, რომელიც ფართოდ არის გავრცელებული ბრიტანეთში. ეს არის ისეთი წარმომადგენელი მინისტრთა კაბინეტში რომელსაც აქვს ხმა გადაწყვეტილებებში და კონკრეტულად არცერთ ფუნქციას და პოლიტიკურ მხარეს არ ეკუთვნის. ის არის მიუკერძოებელი ფიგურა, რომელიც ზრუუნავს ძალატა ბალანსზე და სწორი გადაწყვეტილებების მირებაზე, საერთო ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე - ნებისმიერ საბჭოში არსებოსბ ურთიერთსაწინააღმდეგო ინტერესები, ყველა თავის სამინისტროზე ზრუნავს უპირველეს ყოვლისა, ასევე პრეზიდენტს შეიძლება ქონდეს სხვა მოტივები და ინტერესები ვინაიდან ის არ არის მუდმივად და უნდა არ უნდა უწევს პოპულისტური (პიარ) გადაწყვეტილებების მიღება... გარდა ამისა დიდ ორგანიზაციებში ნედს აქვს უფლება კრიზისულ სიტუაციაში ჩაერთოს და პრეზიდენტის ფუქცია აიღოს თავის თავზე. მისი სტატუსი კი პრეზიდენტის სტატუსის ტოლფასია... -------------------- www.cordesign.ge
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 30th May 2024 - 03:23 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი