გსურთ თუ არა მონარქიის აღდგენა?, მხოლოდ გამოკითხვა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
გსურთ თუ არა მონარქიის აღდგენა?, მხოლოდ გამოკითხვა |
კანონისტი |
Jan 21 2009, 07:32 PM
პოსტი
#1
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
გსურთ თუ არა აღდგეს საქართველოში მონარქია, კონსტიტუციური (საპარლამენტო) მონარქიის სახელმწიფო წყობის ფორმის სახით, ბაგრატიონთა დინასტიით სათავეში??
P.S. აქ არ მოიაზრება მაინცდამაინც მისი უბრწყინვალესობა, უფლისწული დავით ბაგრატიონ-მუხრანელი კონსტიტუციური მონარქია გულისხმობს ისეთ მონარქიულ სახელმწიფოს, სადაც მეფის უფლებები შეზღუდულია. თანამედროვე დემოკრატიულ სახელმწიფოებში მონარქს ფორმალურად ძალიან ბევრი უფლება აქვს, მაგრამ რეალურად ის თითქმის ვერცერთ უფლებას ვერ იყენებს დამოუკიდებლად. გამონაკლისი შემთხვევაა პოლიტიკური კრიზისი და სხვა მნიშვნელოვანი შემთხვევები, როცა მეფეს შეუძლია ერთპიროვნულად მიიღოს გადაწყვეტილება ან ეს გადაწყვეტილება შეუთანხმოს მხოლოდ პოლიტიკურ მოღვაწეთა მცირე ჯგუფს. მეფე არის სიმბოლო ერის ერთიანობისა, იგი მაღლა დგას პოლიტიკურ ბატალიებზე და მას არ გააჩნია კონკრეტული პოლიტიკური ინტერესი. მეფე ზოგადად განსაზღვრავს ქვეყნის პოლიტიკური განვითარების კურსს, მაგრამ არ ერევა ცალკეულ გადაწყვეტილებათა მიღებაში. "მეფე მეფობს, მაგრამ არ მართავს!" -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
Amuza |
Jan 8 2010, 03:23 PM
პოსტი
#2
|
გიორგი ჯგუფი: Members პოსტები: 4,040 რეგისტრ.: 15-January 08 მდებარ.: GSE წევრი № 3,638 |
ვინ უნდა იყოს მეფე, კუკური I ? მეფე არა ჩიხირთმა. მეფე კურთხეული, დიდება მეფეს, დიდება ვეზირებს. ჯერ ერთი შირმა კუკური I და შორენა ბეგაშვილების მდევნელი რა ბოზბაშად გვინდა და მეორეც ერთი არაკონსტიტუციური მონარქიის მომხრეები კიდევ ვიწრო აზროვნებისა მგონია. არანაირი მეფე, არანაირი კერპი და კუმირი, საქართველოს ისტორიის განმავლობაში მეფეების 15%-მა გაამართლა დანარჩენი ან ცუღლუტი იყო, ან ბოთე და ან ხაშლამისტი. გვაროვნულ-ატავისტური ვნება და კარიერიზმი ღუპავდა ჩვენს დიად ერს. თითქმის მეფეების ბოლოდროინდელი უმრავლესობა რეზინიაციის სურვილით იყვნენ შეპყრობილები და ეხლა გაესპანელებული ან გაფრანგებული, ან გავაკელებული მეფე გვსურს?. ვინ იქნება ვინ უწყის. ნეტავ საით მიექანება, ჩვენი გასაბრწყინებელი ივერია?
-------------------- ღვინო ახალისებს, გულს კაცისასა!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 04:13 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი