რა არის თავისუფლება, არქ.რაფაელ კარელინი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
რა არის თავისუფლება, არქ.რაფაელ კარელინი |
saria-giorgi |
Mar 25 2008, 10:31 AM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 407 რეგისტრ.: 4-July 07 მდებარ.: q.walenjixa წევრი № 2,386 |
ეს სრულიად გაუგებარი ცნება როგორ უნდა განისაზღვროს?
თავისუფლება-ეს გადაწყვეტილების მიღების საშუალება და უფლებაა ადამიანისა,გამომდინარე იმ შინაგანი სურვილიდან,რომელიც შესაძლებელია იყოს ინტელექტუალური,მგრძნობელობი ი ან უხეშად ინსტიქტური ანუ საშუალებაა იმისა,რომ ჩვენი სურვილები განვახორციელოთ.მაგრამ ჩვენი ინტელექტუალური ზრახვები მერყევია,რადგან არამდგრად წარმოდგენებსა და შეფასებებს ემყარება. ჩვენს ინსტიქტებს რაც შეეხება,ამაში ოდნავ თუ განვსხვავდებით ამებისაგან,რომელიც ერთ მთლიან მუცელს წარმოადგენს. რისი რეალიზება შეგვიძლია?თავისუფლება რომელ''მხეცს''უნდა მივანიჭოთ? თავისუფლებაზე მოსაუბრეებს ავიწყდებათ,რომ ამისათვის გარკვეული კულტურაა საჭირო:უპირველესად,ადამიანის ადმი პატივისცემის უნარი,ურომლისოდაც შეუძლებელია მისდამი სიყვარული. თავისუფლება-ეს გამარჯვების ტრიუმფია სულიერ ცხოვრებაში.ამის გარეშე თავისუფლება ცინიკოსის დაცინვა ან მოძალადის მხეცური ეშვების ღრჭენა იქნება. კინიკოსებისთვის თავისუფლება ქილიკშია,ადამიანი რასაც საპირფარეშოში აკეთებს,ისინი ქუჩაში აკეთებენ. ქრისტიანობა გვიჩვენებს,თუ რაშია თავისუფლება-ეს იმის საშუალებაა,რომ ადამიანმა თავისი მთავარ მოწოდებას მისდიოს და განახორციელოს მასში ჩადებული პოტენციალი-ხატება და მსგავსება ღმრთისა. თავისუფლება-ეს გულის გათავისუფლებაა ყოველი უცხოსაგან. თავისუფლება-ეს მარადისობიდან გადმოდინებული ნათელია.ადამიანი საკუთარ თავს ღმერთში ჰპოვებს და თავისთავადი ხდება. თავისუფლება-ეს გამოსვლაა ქმნილი,განივთებული,დაკომპლექ სებული,ვნებიანი მდგომარეობიდან,ის ღმრთაებრივ სრულყოფასთან ზიარებაა. ერთადერთი თავისუფლება ქრისტიანობამ განგვიცხადა.ეს ღმერთთან ჰარმონიაში ყოფნის თავისუფლებაა,ეს სულის გათავისუფლებაა ყოველივე უცხოსაგან-ვნებებისაგან,როგორც სულის მტკივნეული კორძებისაგან,მრავალი ფსიქიკური კომპლექსისაგან,რომელიც კრუნჩხვასავით არყევენ და კუმშავენ გონებას.თავისუფლება იხსნება იქ,სადაც მთავრდება დრო,ხოლო მარადისობა მარადიულში გაცხადდება. როგორც ვთქვით,თავისუფლება,ეს არის მხოლოდ შინაგან წინააღმდეგობათა მოხსნა და ადამიანში ტრიმეტრიის ერთიანობის აღდგენაა,ასევე(და მეტადავ)სულის ჩართვაა ღმრთაებრივი ყოფიერების უმაღლეს თავისუფლებაში.წმ.პავლე მოციქული წერს:''დიდი სასყიდლით ხართ გამოსყიდულნი,ნუ იქნებით კაცთა მონანი,''უწინარეს ყოვლისა,საკუთარი ''მე''-ს,შავბნელი ვნებების მონა. ვნებები-ეს ჩვენ არ ვართ,ეს სულში შთავარდნილი აჩრდილია დემონისა,ეს სულის ბნელი ორეულია.თავისუფლება მხოლოდ ღმერთშია.ჭეშმარიტი სინანული სულის დაბადებაა,ზიარება კი-აღდგომა მკვდრეთით. მაცხოვარი ბრძანებს:''სცანთ ჭეშმარიტება და ჭეშმარიტებამან განგათავისუფლნეს თქვენ.'' -------------------- [indent]undefined[/indent] [size=7]"შეიძლება ღმერთი გწამდეს,სამებაც აღიარო და ამავე დროს სახარებაც იქადაგო,მაგრამ ცხონება ეკლესიის გარეშე არ არსებობს."[/size][size=7]
|
muriko |
May 2 2008, 11:56 PM
პოსტი
#2
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 2 რეგისტრ.: 2-May 08 წევრი № 4,714 |
თავისუფლება ნიშნავს იყო შენი თავის უფალი!
-------------------- უმჯობესია ცხოვრობდე ღირსეულად ვიდრე ღირსეული წარმოშობის იყვე!
|
ნონა |
Jan 9 2010, 05:56 PM
პოსტი
#3
|
მშვიდი სისოვლე ჯგუფი: Members პოსტები: 2,197 რეგისტრ.: 29-July 09 მდებარ.: ბათუმი წევრი № 7,322 |
თავისუფლება ნიშნავს იყო შენი თავის უფალი! თავისუფლების ყველაზე გახმაურებული დეფინიციაა ეს ფრაზა, მაგრამ ჩემი აზრით მის განმახორციელებელთა უმრავლესობა ან ყბადაღებული "ბეზპრედელი" ყალიბდება ან ეგოიზმამდე წარმატებით იკაფავს გზას. ჯერ უნდა მოხდეს პიროვნებად ჩამოყალიბება, უმთავრესი ორიენტირის განსაზღვრა და შემდეგ უკვე შესაძლებელია საკუთარი თავის უფლობა.... როცა არ ხარ ჭეშმარიტებას ნაზიარები საკუთარი თავის უფლობა გარდა იმისა რომ ფსევდოა მოზრდილი წილით თავის უფლობამ მაღალი ალბათობით შესაძლოა დადოს რეზულტატი რომელიც იყოს არამართვადი,არამუდმივი ანალოგიურ ვითარებებში და ზოგადად აცდენილი, რამეთუ არ არსებობს ასეთ დროს პიროვნებაში მყარი ორინტირი, რომელიც ღირებულებათა მყარ კომპლექსს ეფუძნება. სხვა სიტუაციაში, ჩემი აზრით ქცევას მართავს იმპულსები...ამდენად თავისუფლობა ძალიან პირობითი ხდება და მცდარიც! ამ ფორუმზე შეკრებილთა უმრავლესობისთვის ასეთ ორინტირს წარმოადგენს მართლმადიდებლობა. შესაბამისად თავისუფლებაც ამ ორიენტირისადმი მორჩილებით მოიპოვება და მასშივე გამოიხატება. ჩემთვის ქრისტეს მონა, ამქვეყნად ყველაზე თავისუფალი ადამიანია! და მე იმდენად ვარ თავისუფალი რამდენადაც ჩემს მიერვე არჩეული გზის ერთგულება და დაცვა შემიძლია. მე არ ვარ სრული წილით თავისუფალი, რადგან ვერ ვახერხებ საკუთარივე არჩევანისადმი სრულ მორჩილებას! მაგრამ ვიმედოვნებ და ვიბრძოლებ რომ შევძლო! -------------------- ...უფალო, უშენოდ სიზმარშიც არ გავიშვები!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 08:17 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი