IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ღვთის ნება
ninca
პოსტი Nov 15 2006, 11:06 PM
პოსტი #1


ninca
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 192
რეგისტრ.: 11-November 06
წევრი № 450



მშვიდობა თქვენ სულს!
ამ ქვეყნად ყველაზე მთავარია, ადამიანმა იცოდეს, თუ რა არის ღვთის ნება და საღვთო მოშურნოებით იღვწოდეს მის შესასრულებლად. თქვენ როგორ ფიქრობთ, როგორ უნდა მივხვდეთ ამათ თუ იმ ცხოვრებისეულ სითოაციაში, თუ რა არის ღვთის ნება?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
KAIROS
პოსტი Mar 2 2007, 08:46 PM
პოსტი #2


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



საერთოდ ვფიქრობ კარგი იქნება, მანამ მამების აზრებს გავეცნოთ smile.gif
წმინდა იოანე დამასკელი
მართლმადიდებელი სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა

თავი ორმოცდამესამე
წინაგანგების შესახებ

წინაგანგება არის არსთა მიმართ ღვთისგან გამოვლენილი მზრუნველობა. და კიდევ. წინაგანგება არის ღვთის ზრახვა, რომლის მიერაც ყოველი არსი სათანადოდ წარიმართება. თუ ღვთის ზრახვაა წინაგანგება, სრულიად აუცილებელია, რომ წინაგანგებით შექმნილები, მართებული აზრის თანახმად, უმშვენიერესნი და უმეტესად ღვთისმშვენნი იყვნენ, იმგვარნი, რომელთა უკეთესის შექმნაც შეუძლებელია, რადგან უთუოდ ერთიდაიგივე უნდა იყოს არსთა შემოქმედი და წინაგანმგები. მართლაც, შეუფერებელია და არაკანონზომიერი, სხვა იყოს არსთა შემოქმედი, სხვა კი - წინაგანმგები, რადგან ამ სახით ორივვ მათგანი უეჭველად უძლურებაში აღმოჩნდება. ერთი - იმ მხრივ, რომ წინაგანაგოს, მეორე - იმ მხრივ, რომ შექმნას. ამიტომ, ღმერთია შემოქმედიც და წინაგანმგებიც, რომლის შემოქმედებითი, შემამტკიცებლობითი და წინაგანმგებლობითი ძალა - ესაა მისი კეთილი ნებელობა. „ყოველივე, რაც ინება უფალმა, ქმნა“ (ფს. 134,6), და მის ნებას ვერავინ შეეწინააღმდეგა. ინება მან შექმნილიყო ყოველივე, და შეიქმნა. ნებავს მას ქვეყნიერების შემყარება და შემყარებულია იგი. ყოველივე, რაც მას ნებავს, ხდება.

რომ წინაგანაგებს იგი და რომ კარგად წინაგანაგებს, ამის უმართებულესი განჭვრეტა შემდეგნაირად შეიძლება: მხოლოდ ღმერთი არის ბუნებით კეთილი და ბრძენი. ამიტომ, იგი, როგორც კეთილი, წინაგანაგებს (რადგან ვინც არ არის წინაგანმგები, კეთილიც არ არის იგი; ამასთან, ადამიანებიცა და პირუტყვებიც ბუნებითად წინაგანაგებენ მათი შვილებისათვის და ვინც წინდაწინ არ განაგებს, კიცხავენ მას), ხოლო როგორც ბრძენი, გამორჩეულად ზრუნავს იგი არსთათვის.

ამიტომ, ვუკვირდებით რა ამას, გვმართებს, რომ მისეული წინაგანგების ყოველი საქმე გვიკვირდეს, ყოველივეს ვაქებდეთ და ყოველივეს გამოუძიებლად ვიწონებდეთ, თუნდაც რომ ბევრისთვის უსამართლო ჩანდეს ეს საქმეები, რადგან უცოდნელია და უწვდომი წინაგანგება ღვთისა.

ეს ყოველივე, ვამბობ, ჩვენზე არ არის დამოკიდებული, რადგან ის, რაც ჩვენზეა დამოკიდებული, განეკუთვნება არა წინაგანგებას, არამედ ჩვენს თვითუფლებრივობას.

წინაგანგების ნაწილი სათნოჩენითი არის, ნაწილი - დაშვებითი. სათნოჩენითია ის, რაც უცილობლად კეთილია, ხოლო დაშვებითს მრავალი სახე აქვს. მაგალითად, ხშირად უშვებს ღმერთი, რომ მართალიც ჩავარდეს განსაცდელში, რათა სხვებს გაუცხადოს მასში დაფარული სათნოება. ასე მოხდა იობთან დაკავშირებით. სხვა დროს უფალი უშვებს, რომ მოხდეს რაღაც არაჯეროვანი, რათა არაჯეროვნად მისაჩნევი საქმის გზით დიდი და საკვირველი რამ წარმატებულჰყოს მან, როგორც, მაგალითად, ჯვრის მეშვეობით ადამიანთა ხსნა. სხვა მხრივ, უშვებს იგი, რომ მწარედ იტანჯოს წმინდანი, რათა არ მიდრკეს იგი მართალი სინდისისგან, ან კიდევ, მისდამი ბოძებული ძალისა და მადლისგან ამპარტავნებისკენ არ გადადრკეს, როგორც [დაუშვა მან ეს] პავლეზე.

ზოგჯერ ხდება გარკვეული დროით ვინმეს მიტოვება სხვის გამოსასწორებლად, რომ მისი მდგომარეობის განჭვრეტით სხვები განისწავლონ, როგორც ეს მოხდა ლაზარესთან და მდიდართან დაკავშირებით (რადგან ბუნებით ვწუხვართ, როდესაც ვხედავთ ვინმეს ტანჯვას).

ზოგჯერ ვინმეს მიტოვება ხდება სხვის სადიდებლად და არა საკუთარი თუ მშობლებისეული ცოდვების გამო. ასე იდიდა ძე კაცისა მისგან, ვინც დაბადებით ბრმა იყო.

კიდევ, დაუშვებს ღმერთი ვინმეს ტანჯვას, რომ სხვამაც ჰბაძოს მას, რათა ტანჯულის პატივის განდიდებამ სხვებისთვისაც საშური გახადოს ტანჯვა, გაუჩნდებათ რა მათაც სასოება სამომავლო დიდებისა და სამომავლო კეთილთა ნდომა. ამგვარი რამ ხდება მოწამეებთან დაკავშირებით.

ზოგჯერ იმის ნებართვაც მიეცემა ვინმეს, რომ სასირცხვილო საქმეში ჩავარდეს, რათა ამით სხვა უარესი ვნება გამოასწოროს მან. მაგალითად, როდესაც ვინმე გაამპარტავნდება საკუთარ სათნოებათა და წარმატებათა გამო, მიუშვებს მას ღმერთი, რომ სიძვით დაეცეს, რათა დაცემის შედეგად საკუთარი უძლურების შეგრძნებამდე მივიდეს იგი, დამდაბლდეს, მიეახლოს უფალს და აღსარება უთხრას მას.

საჭიროა ვიცოდეთ, რომ გასაკეთებელ საქმეთა არჩევა ჩვენზეა დამოკიდებული, ხოლო ამ საქმეთაგან კეთილთა დაბოლოება ღვთის თანამოქმედებით ხდება, რადგან იგი, შესაბამისად თავისი წინასწარმცოდნეობისა, ჯეროვნად თანამოქმედებს მათთან, რომლებიც მართალი სინდისით ირჩევენ სიკეთეს. მეორე მხრივ, უკეთური საქმეების დასრულება მიტოვებულია ღვთისგან, რომელიც, კვლავ თავისი წინასწარმცოდნეობის შესაბამისად, სამართლიანად ტოვებს მათ.

მიტოვების სახე ორია, რადგან არსებობს განგებულებითი და განსწავლითი მიტოვება და არსებობს სრულიად განწირვითი მიტოვება. განგებულებითი და განსწავლითია ის, რაც ხდება ვნებულის გამოსასწორებლად, გადასარჩენად და სადიდებლად, ან კიდევ იმიტომ, რომ სხვებსაც ჰქონდეთ მისდამი მოშურნეობა და ბაძვა, ანდა იმიტომ, რომ ღმერთი იდიდოს. ხოლო სრული მიტოვებაა, როდესაც ღმერთი ყოველივეს მოიმოქმედებს ადამიანის გადასარჩენად, ის კი უგრძნობი და უექიმებელი, უფრო კი უკურნებელი დარჩება საკუთარი მოწადინებისამებრბ და მაშინ სრულ წარწყმედას გადაეცემა იგი იუდას მსგავსად. დაგვინდოს ჩვენ ღმერთმა და გვიხსნას ამგვარი მიტოვებისგან.

ამასთან, საჭიროა იმის ცოდნა, რომ მრავალგვარია ღვთის წინაგანგება, რაც არც სიტყვით შეიძლება განიმარტოს, არცთუ გონებით შემოიცვას.

გვმართებს ვიცოდეთ, რომ ყველა დამამწუხრებელი შემთხვევა მხსნელად ევლინება მათ, რომლებიც მადლობით იღებენ მას, ხდება რა იგი ყოვლითურთ სარგებლობის მომტანი მათთვის.

საჭიროა იმის ცოდნა, რომ ღმერთს უპირატესად ის ნებავს, ყველანი გადარჩნენ და ჰპოვრნ მისი სასუფეველი, რადგან არათუ სატანჯველად შეგვქმნა ჩვენ, არამედ მისი, როგორც კეთილის, სიკეთესთან წილმქონეობისათვის. თუმცა მცოდველის ტანჯვა სამართლიანადვე ნებავს მას.

ამიტომ ითქმის, რომ პირველი, ეპირატესი ნება და სათნოჩენა მისგანვე არის, ხოლო მეორე, მომდევნო ნება და დაშვება - ჩვენი მიზეზით. და ეს ორადია. ერთი, განგებულებითი და განსწავლითი, - ხსნისათვის, ხოლო მეორე, განწირვითი, - სრული ტანჯვისთვის, როგორც ვთქვით.

ესენია ის, რაც ჩვენზე არ არის დამოკიდებული, ხოლო იმათგან კი, რაც ჩვენზეა დამოკიდებული, ერთი მხრივ, ის, რაც კეთილია, განსაკუთრებით ნებავს და ესათნოება [ღმერთს], ხოლო, მეორე მხრივ, რაც უკეთურია და ნამდვილად ბოროტი, არც უპირატესად, არც მომდევნოდ არ ნებავს მას, თუმცა კი უშვებს ამას (ადამიანის) თვითუფლებრივობის გამო, რადგან იძულებით ნამოქმედარი არც მოაზროვნეობითია, არც სათნოება. ამასთან, წინაგანაგებს ღმერთი მთელ შესაქმეს, ქველმოქმედებს რა და განმსწავლელობს მთელი შესაქმის გზით, ხშირად კი - თვით ეშმაკთა მეშვეობითაც, როგორც, მაგალითად, იობთან და ღორებთან დაკავშირებით.





--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
ninca   ღვთის ნება   Nov 15 2006, 11:06 PM
Beri_Sergi   erts danamdvilebit vitkvi gvtis neba iyo tu ara am...   Nov 15 2006, 11:16 PM
მხევალი ნინო   erts danamdvilebit vitkvi gvtis neba iyo tu ara a...   Jan 4 2007, 11:07 AM
guri777   ჩემი აზრით ადამიან...   Nov 15 2006, 11:20 PM
mnate   ღვთის ნება ალბათ ი...   Nov 15 2006, 11:23 PM
Beri_Sergi   modi erti satxovari meqneba (nu mkitxav magas ar...   Nov 15 2006, 11:23 PM
guri777   როგორც გინდა,მაგრა...   Nov 15 2006, 11:29 PM
Beri_Sergi   guri777 erti problema maqvs ... da mis gadackveta...   Nov 15 2006, 11:38 PM
guri777   კარგად უნდა მოიფიკ...   Nov 15 2006, 11:41 PM
Beri_Sergi   mofikrebit mofikrebuli maqvs ubralod vabodeb mat ...   Nov 15 2006, 11:45 PM
guri777   გმერთმა გაგაზლიერ...   Nov 15 2006, 11:47 PM
nikoloz_v   Beri_Sergi ქართული შრიფტ...   Nov 18 2006, 02:28 AM
shota1   ყველაფერი რაც მთავ...   Nov 18 2006, 05:30 PM
Beri_Sergi   ramdeni kartuli shrifti agar chavcere kompshi m...   Nov 19 2006, 09:18 PM
judi   წმიდა მამა გვეუბნე...   Nov 21 2006, 12:06 PM
Springchild   Beri_Sergi albat shriftis brali ki araa, ubralod o...   Nov 22 2006, 05:21 PM
ვეშაპო   ისე, მე მგონია, რომ ...   Nov 22 2006, 10:35 PM
A L U B A L A   რა არის ღვთის ნება,...   Nov 24 2006, 07:11 PM
glaxa   საღვთო წერილი ამბო...   Nov 24 2006, 07:33 PM
ლილიანა   საღვთო წერილი ამბ...   Nov 24 2006, 07:35 PM
glaxa   ლილიანა ძალიან კა...   Nov 24 2006, 08:41 PM
ვეშაპო   glaxa აბა კაცს რომ აწა...   Nov 24 2006, 10:04 PM
glaxa   ვეშაპო ჩემო ვეშაპ...   Nov 24 2006, 10:08 PM
glaxa   და ნუ თანახატ ექმნ...   Nov 24 2006, 10:19 PM
დათიკო   ”იყავნ უფალო ნებაჲ...   Nov 24 2006, 10:24 PM
ვეშაპო   glaxa აქ, მართალი გითხ...   Nov 24 2006, 10:34 PM
glaxa   ვეშაპო ხო ვერც მე ...   Nov 24 2006, 10:37 PM
ვეშაპო   glaxa არა, რას გეუბნებ...   Nov 24 2006, 10:42 PM
დათიკო   უფლის ნებაა ყველა...   Nov 24 2006, 10:48 PM
ვეშაპო   glaxa აააა, მივხვდი მე ...   Nov 24 2006, 10:48 PM
დათიკო   ამ მუხლის განმარტ...   Nov 24 2006, 11:13 PM
glaxa   დათიკო მე მგონი პა...   Nov 25 2006, 01:08 PM
marine   რასაც მოძღვარი გვი...   Nov 29 2006, 04:03 PM
.:თამარი:.   დათიკო გაიხარე...   Nov 30 2006, 10:54 PM
დათიკო   glaxa მესმის შენი :) მე ...   Dec 1 2006, 01:02 AM
ზურა   აქა მშვიდობა, მოკლ...   Jan 9 2007, 01:33 PM
გუჯა   ესეც ღვთის ნებაა... [...   Jan 12 2007, 04:55 AM
მხევალი ნინო   ჩემს ცხოვრებაში რა...   Jan 12 2007, 07:52 PM
mr_morrison   ჩემი აზრით ღვთის ნ...   Jan 13 2007, 01:56 AM
givilo   იცით რა ღვთისნება ...   Feb 28 2007, 08:49 PM
მხევალი ნინო   givilo არ ვიცი რა იგულ...   Mar 1 2007, 05:41 PM
miss_kartveli   უფლის ნება შეუცნობ...   Mar 1 2007, 05:47 PM
ekusia   მე გამიგია რომ უფლ...   Mar 1 2007, 06:36 PM
KAIROS   საერთოდ ვფიქრობ კა...   Mar 2 2007, 08:46 PM
qeTTvani   მაინტერესებს ერთი ...   Mar 3 2007, 12:23 AM
givilo   ერთი მითხარით ადამ...   Mar 6 2007, 04:36 PM
miss_kartveli   givilo მუსულმანის შვი...   Mar 6 2007, 04:44 PM
დათიკო   givilo miss_kartveli უფლისთვის ...   Mar 6 2007, 05:49 PM
givilo   ჰო მაგრამ თუ მართლ...   Mar 6 2007, 09:55 PM
დათიკო   givilo რა თქმა უნდა მახ...   Mar 7 2007, 12:55 AM
ninca   მათთვის, ვინც ამაშ...   Mar 19 2007, 08:41 PM
marine   "ღმერთი არა მხოლო...   Nov 6 2014, 02:33 PM
marine   "ჩვენ არაფერი შეგ...   Dec 1 2014, 09:15 PM
marine   "ღმერთი გამგონს უ...   Aug 1 2015, 09:38 PM
marine   "ამქვეყნად რომ მო...   Aug 9 2015, 03:48 PM
sanfol   ყველაფერი რაც უკვე...   Oct 6 2015, 03:46 PM
G_saxva   sanfol რაც მოხდა მხოლო...   Oct 6 2015, 04:33 PM
sanfol   G_saxva ვერ მივხვდი ადა...   Oct 6 2015, 05:13 PM
G_saxva   sanfol ძალიან რთულია ა...   Oct 7 2015, 10:57 AM
sanfol   G_saxva გასაგებია მადლ...   Oct 7 2015, 12:58 PM
marine   "მოციქულები მთლი...   Feb 10 2021, 09:17 PM
marine   "სულს, რომელიც ღვ...   Feb 17 2021, 08:38 PM
marine   "თუკი მოწყალე უფა...   Feb 22 2021, 10:23 PM
marine   "ვინც უფლის ნებას...   Feb 25 2021, 02:55 PM
marine   "ჩვენ ყველანი ასე...   Mar 14 2021, 08:25 PM
marine   "და თუმცა უფლის ს...   Mar 15 2021, 08:15 PM
marine   "ადამიანებს რომ შ...   Apr 1 2021, 04:42 PM
marine   "უფალი ამბობს: "...   Apr 2 2021, 04:45 PM
marine   "დიდხანს ვწვალობ...   Apr 2 2021, 09:40 PM
marine   "არ თქვათ: "არ შე...   May 24 2021, 08:53 PM
marine   "თუ მწუხარება გაუ...   May 29 2021, 10:35 PM
marine   "მოძღვართან იმის...   May 31 2021, 08:38 PM
marine   "ყველაფერს არ უწე...   Jun 9 2021, 09:58 PM
marine   "ღვთის ნება არა მ...   Jun 15 2021, 08:33 PM
marine   "ღვთის ნებისადმი ...   Jun 16 2021, 05:32 PM
marine   "რაც შეგემთხვევა,...   Jun 18 2021, 06:00 PM
marine   "როდესაც გინდა გა...   Jul 2 2021, 06:52 PM
marine   "როგორც მეკეცეს ე...   Jul 5 2021, 02:17 PM
marine   "სულით მდუღარენი ...   Jul 5 2021, 09:30 PM
marine   "დავუმორჩილოთ ჩვ...   Aug 7 2021, 12:56 PM
marine   "ღვთის ნება ყოველ...   Aug 15 2021, 10:27 PM
marine   "სიცოცხლე ღვთის ს...   Aug 24 2021, 10:25 PM
marine   "ბრძენი ისაა, ვინ...   Aug 26 2021, 08:56 PM
marine   "გწამდეს, რომ ყოვ...   Sep 2 2021, 09:50 PM
marine   "ადამიანის ნების ...   Sep 2 2021, 10:20 PM
marine   "რაც ღმერთს სურს, ...   Sep 7 2021, 07:26 PM
marine   "ღმერთს ჩვენი ნებ...   Sep 7 2021, 08:44 PM
marine   "თუ ყოვლადმოწყალ...   Sep 8 2021, 07:21 PM
marine   "იმისათვის, რომ მ...   Sep 11 2021, 09:37 PM
marine   "ის, ვინც ღვთის ნე...   Sep 13 2021, 09:08 PM
marine   "რა კარგი იქნებოდ...   Sep 18 2021, 05:41 PM
marine   "იმისათვის, რომ ღ...   Sep 21 2021, 08:38 PM
marine   "ნორჩ ხეს სარზე ა...   Sep 23 2021, 01:48 PM
marine   "ყოვლადსახიერო, მ...   Jan 11 2022, 02:39 PM
marine   "ამ მძიმე წლებში ...   Jan 11 2022, 10:14 PM
marine   "ღვთის ნების აღსრ...   Jan 14 2022, 05:51 PM
marine   "ყოვლადსახიერო, გ...   Jan 15 2022, 05:28 PM
marine   "ქრისტე მაღლიდან ...   Jan 17 2022, 07:15 PM
marine   "იმ ადამიანზე, რო...   Jan 17 2022, 07:27 PM
marine   "იყავი, რამდენადა...   Jan 17 2022, 09:10 PM
2 გვერდი V  1 2 >


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 6 მომხმარებელი (მათ შორის 6 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 14th September 2025 - 12:36 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი