გსურთ თუ არა მონარქიის აღდგენა?, მხოლოდ გამოკითხვა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
გსურთ თუ არა მონარქიის აღდგენა?, მხოლოდ გამოკითხვა |
კანონისტი |
Jan 21 2009, 07:32 PM
პოსტი
#1
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
გსურთ თუ არა აღდგეს საქართველოში მონარქია, კონსტიტუციური (საპარლამენტო) მონარქიის სახელმწიფო წყობის ფორმის სახით, ბაგრატიონთა დინასტიით სათავეში??
P.S. აქ არ მოიაზრება მაინცდამაინც მისი უბრწყინვალესობა, უფლისწული დავით ბაგრატიონ-მუხრანელი კონსტიტუციური მონარქია გულისხმობს ისეთ მონარქიულ სახელმწიფოს, სადაც მეფის უფლებები შეზღუდულია. თანამედროვე დემოკრატიულ სახელმწიფოებში მონარქს ფორმალურად ძალიან ბევრი უფლება აქვს, მაგრამ რეალურად ის თითქმის ვერცერთ უფლებას ვერ იყენებს დამოუკიდებლად. გამონაკლისი შემთხვევაა პოლიტიკური კრიზისი და სხვა მნიშვნელოვანი შემთხვევები, როცა მეფეს შეუძლია ერთპიროვნულად მიიღოს გადაწყვეტილება ან ეს გადაწყვეტილება შეუთანხმოს მხოლოდ პოლიტიკურ მოღვაწეთა მცირე ჯგუფს. მეფე არის სიმბოლო ერის ერთიანობისა, იგი მაღლა დგას პოლიტიკურ ბატალიებზე და მას არ გააჩნია კონკრეტული პოლიტიკური ინტერესი. მეფე ზოგადად განსაზღვრავს ქვეყნის პოლიტიკური განვითარების კურსს, მაგრამ არ ერევა ცალკეულ გადაწყვეტილებათა მიღებაში. "მეფე მეფობს, მაგრამ არ მართავს!" -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
neo |
Jan 9 2010, 07:26 PM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 2,152 რეგისტრ.: 11-September 07 წევრი № 2,723 |
1. არგუმენტი:
ვინაიდა სახელმწიფოს სიცოცხლის ხანგრძლივობა ძალიან დიდია, საპრეზიდენტო სისტემა თავისთავად ვერ იქნება საუკეთესო. პრეზიდენტის ინტერესთა სფერო, ხედვა და სტრატეგია საბოლოო ჯამში შემოიფარგლება 4-8 წლიანი პროგრამებით, მაშინ როცა ქვეყნის განვითარებას ესაჭიროება ძალიან გრძელვადიანი გადაწყვეტილებები, ისეთები რომელთაც შედეგები მოაქვს 50-100 წლის შემდეგ. ეს ორი ტიპის ხედვა კი ურთიერთკონფლიქტშია ყოველთვის... გრძელვადიანი და მოკლევადიანი მიზნები ერთმანეთშ ეწინააღმდეგება და როცა საკითხი დგება არჩევანზე, მაშინ პრეზიდენტი ირჩევს კვერცხ და არა ქათამს. მეფის მოტივები სახელმწიფოს მოტივები როგორც წესი უფრო მეტად ემთხვევა ერთმანეთს... იმიტომ რომ შთამომავლობითი ხაზიც დაუსრულებელია... მაგალითისათვის: აქედან გამომდინარე განათლების დონე დაბალ კლასებში კრიზისს განიცდის, ბავშვების სულიერი და ზნეობრივი მხარე უფრო ნაკლებად მნიშვნელოვანია ვიდრე გარემონტებული საკლასო ოთახი... თანხა იხარჯება ისეთ რამეებზე რაც დრესვე ჩნს და არა ისეთზე რა პირველ კლასელის სულიერ ზნეობრივ მხარეზე... ეს პრობლემაა დასავლეთისქვეყნებშიც, შტატებში, ინგლისში, ევროპასში... -------------------- www.cordesign.ge
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 03:19 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი