არამართლმადიდებლურ გარემოში მოხვედრა, რა არის გამოსავალი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
არამართლმადიდებლურ გარემოში მოხვედრა, რა არის გამოსავალი |
აბე |
Jan 9 2010, 12:51 PM
პოსტი
#21
|
აბესალომ ჯგუფი: Members პოსტები: 1,705 რეგისტრ.: 14-December 08 მდებარ.: თბილისი წევრი № 6,107 |
ალბათ, ცოტა არ იყოს, არააქტუალურია ასეთი თემებზე საუბარი ამჟამად, მაგრამ მიუხედავად ამისა ვხსნი თემას, რომელშიც მინდა ვისაუბროთ ადამიანის პირადი სულიერი ცხოვრების ზოგიერთ საკითხებზე.
ალბათ, თითოეული ჩვენგანი აღმოვჩენილვართ ისეთ გარემოში, სადაც თავი უხერხულად გვიგრძვნია ჩვენი სარწმუნოების გამო. ერთ მაგალითს მოგიყვანთ. წასული ვიყავი საპარიკმახეროში. როცა შიგნით შევედი პარიკმახერი ყავას ისხამდა ჭიქაში და დასალევად ემზადებოდა. მე რომ პირდაპირ დავმჯდარიყავი სავარძელში, მას ყავა გვერდზე უნდა გადაედო, ჩემთვის შეეჭრა თმა და ყავის ჭიქა სულ თმებით გაივსებოდა. ამიტომ ვუთხარი, დალიე, დაგელოდები მეთქი. ამის შედეგად კი ის მივიღე, რომ ისიც გამიშინაურდა. ამაში ცუდი არაფერია, პირიქით. მაგრამ ამის მერე მოხდა ის, რაც მართლმადიდებელი ადამიანისთვის აუტანელია. მან დაიწყო უწმაწური ანეგდოტებისა და მისთ. რაღაცეების მოყოლა. როგორ უნდა მოიქცეს მართლმადიდებელი ადამიანი ასეთ შემთხვევებში? უნდა დაუწყოს ქადაგება და შეეცადოს მიახვედროს, რომ ასეთი საქციელი არასწორია, თუ უნდა გაჩერდეს და თვითონაც გაიცინოს ცოტათი, რომ ისე არ გამოუვიდეს "ავს არ გიყადრებო"? -------------------- მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი (ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება") |
INFORMATION |
Jan 9 2010, 10:01 PM
პოსტი
#22
|
guja ჯგუფი: Members პოსტები: 213 რეგისტრ.: 18-October 09 წევრი № 7,620 |
აბე
ციტატა როგორ უნდა მოიქცეს მართლმადიდებელი ადამიანი ასეთ შემთხვევებში? უნდა დაუწყოს ქადაგება და შეეცადოს მიახვედროს, რომ ასეთი საქციელი არასწორია, თუ უნდა გაჩერდეს და თვითონაც გაიცინოს ცოტათი, რომ ისე არ გამოუვიდეს "ავს არ გიყადრებო"? არა აქვს მნიშვნელობა მართლმადიდებელი ხარ თუ არა! თუ პარიკმახერი თმების ჭრის დროს ყვებოდა ანეგდოტებს ან საუბრობდა, პირდაპირ უნდა გეთქვა- გაჩერდი და ყურადღებით გააკეთე შენი საქმეთქო! იმიტომ რომ შენ ფულს უხდი მას, და საუბრის დროს შესაძლოა მას ყურადღება გაეფანტოს და ცუდად შეგჭრას თმები.. შენ ამის სრული უფლება გაქვს! |
Ligia |
Jan 9 2010, 11:07 PM
პოსტი
#23
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,990 რეგისტრ.: 2-April 08 წევრი № 4,411 |
აბე არა აქვს მნიშვნელობა მართლმადიდებელი ხარ თუ არა! თუ პარიკმახერი თმების ჭრის დროს ყვებოდა ანეგდოტებს ან საუბრობდა, პირდაპირ უნდა გეთქვა- გაჩერდი და ყურადღებით გააკეთე შენი საქმეთქო! იმიტომ რომ შენ ფულს უხდი მას, და საუბრის დროს შესაძლოა მას ყურადღება გაეფანტოს და ცუდად შეგჭრას თმები.. შენ ამის სრული უფლება გაქვს! ადგება და იროქესენს შეგჭრის მერე ტი შტოოოო, არ იცი შენ ხალხი პარიკმახერებთან თან მამაკაცებთან რომ არჩევენ თავიანთ ქმრებთან რა პრობლემები აქვთ (ქალებზე ვამბობ) ? ფსიქოლოგებივითა ყავთ ასე რომ აბეს ვეთანხმები პარიკმახერი ლაპარაკის დროს თმას არ შეგჭრის ცუდად არ ეფანტება ყურადღება |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 13th June 2024 - 07:06 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი