არამართლმადიდებლურ გარემოში მოხვედრა, რა არის გამოსავალი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
არამართლმადიდებლურ გარემოში მოხვედრა, რა არის გამოსავალი |
აბე |
Jan 9 2010, 12:51 PM
პოსტი
#21
|
აბესალომ ჯგუფი: Members პოსტები: 1,705 რეგისტრ.: 14-December 08 მდებარ.: თბილისი წევრი № 6,107 |
ალბათ, ცოტა არ იყოს, არააქტუალურია ასეთი თემებზე საუბარი ამჟამად, მაგრამ მიუხედავად ამისა ვხსნი თემას, რომელშიც მინდა ვისაუბროთ ადამიანის პირადი სულიერი ცხოვრების ზოგიერთ საკითხებზე.
ალბათ, თითოეული ჩვენგანი აღმოვჩენილვართ ისეთ გარემოში, სადაც თავი უხერხულად გვიგრძვნია ჩვენი სარწმუნოების გამო. ერთ მაგალითს მოგიყვანთ. წასული ვიყავი საპარიკმახეროში. როცა შიგნით შევედი პარიკმახერი ყავას ისხამდა ჭიქაში და დასალევად ემზადებოდა. მე რომ პირდაპირ დავმჯდარიყავი სავარძელში, მას ყავა გვერდზე უნდა გადაედო, ჩემთვის შეეჭრა თმა და ყავის ჭიქა სულ თმებით გაივსებოდა. ამიტომ ვუთხარი, დალიე, დაგელოდები მეთქი. ამის შედეგად კი ის მივიღე, რომ ისიც გამიშინაურდა. ამაში ცუდი არაფერია, პირიქით. მაგრამ ამის მერე მოხდა ის, რაც მართლმადიდებელი ადამიანისთვის აუტანელია. მან დაიწყო უწმაწური ანეგდოტებისა და მისთ. რაღაცეების მოყოლა. როგორ უნდა მოიქცეს მართლმადიდებელი ადამიანი ასეთ შემთხვევებში? უნდა დაუწყოს ქადაგება და შეეცადოს მიახვედროს, რომ ასეთი საქციელი არასწორია, თუ უნდა გაჩერდეს და თვითონაც გაიცინოს ცოტათი, რომ ისე არ გამოუვიდეს "ავს არ გიყადრებო"? -------------------- მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი (ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება") |
xokaido |
Jan 9 2010, 11:40 PM
პოსტი
#22
|
რ ა ჭ ვ ე ლ ი ჯგუფი: Members პოსტები: 193 რეგისტრ.: 5-May 08 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4,733 |
Ligia
სხვათაშორის ისეთი უკულტუროც არ ვარ ვეცე ეგრევე ადამიანს და კბილების თვლა დავუწყო.. :-P ჯერ ავუხსნი, რომ მე მართლმადიდებელი ადამიანი ვარ, ჩემთან ეგეთი საუბარი არ შეიძლება, ძალიან წყნარად (გამიჭირდება, მაგრამ ღვთის მადლით დარწმუნებული ვარ შევძლებ), აუღელვებლად და გასაგებად გადავცემ აზრს, რომ ჩემი თანდასწრებით მსგავს თემებზე საუბარი არის დაუშვებელი... ამის შემდეგ დავინახავ/გავიგონებ რა გამეორებას გადავლ პრიდაპირ კბილების დათვლაზე... ;-) ანუ, აუცილებელი არ არის პირველივე ცდაზე კბილებს მივადგეთ... ვინც მიცნობს, ყველამ იცის ჩემთან ესეთი რამე რო არ გადის, მქონდა სამწუხაროდ რამოდენიმე შემთხვევა ცხოვრებაში და პროტეზების ფულს მე ვუხდიდი ხალხს საჩივარი რომ არ დაწერათ... ცუდია ეს, ვიცი, მაგრამ ის უფრო ცუდია რო დგეხარ და პარიკმახერი ამ ქვეყნად და იმ ქვეყნადაც ყველაზე ღირებულს გილანძღავს.. :-) -------------------- იხილე, ნუუკუე ნათელი იგი შენ შორის ბნელ იყოს...
უფალო, შეგვიწყალენ! |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 6th June 2024 - 02:02 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი