არამართლმადიდებლურ გარემოში მოხვედრა, რა არის გამოსავალი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
არამართლმადიდებლურ გარემოში მოხვედრა, რა არის გამოსავალი |
აბე |
Jan 9 2010, 12:51 PM
პოსტი
#21
|
აბესალომ ჯგუფი: Members პოსტები: 1,705 რეგისტრ.: 14-December 08 მდებარ.: თბილისი წევრი № 6,107 |
ალბათ, ცოტა არ იყოს, არააქტუალურია ასეთი თემებზე საუბარი ამჟამად, მაგრამ მიუხედავად ამისა ვხსნი თემას, რომელშიც მინდა ვისაუბროთ ადამიანის პირადი სულიერი ცხოვრების ზოგიერთ საკითხებზე.
ალბათ, თითოეული ჩვენგანი აღმოვჩენილვართ ისეთ გარემოში, სადაც თავი უხერხულად გვიგრძვნია ჩვენი სარწმუნოების გამო. ერთ მაგალითს მოგიყვანთ. წასული ვიყავი საპარიკმახეროში. როცა შიგნით შევედი პარიკმახერი ყავას ისხამდა ჭიქაში და დასალევად ემზადებოდა. მე რომ პირდაპირ დავმჯდარიყავი სავარძელში, მას ყავა გვერდზე უნდა გადაედო, ჩემთვის შეეჭრა თმა და ყავის ჭიქა სულ თმებით გაივსებოდა. ამიტომ ვუთხარი, დალიე, დაგელოდები მეთქი. ამის შედეგად კი ის მივიღე, რომ ისიც გამიშინაურდა. ამაში ცუდი არაფერია, პირიქით. მაგრამ ამის მერე მოხდა ის, რაც მართლმადიდებელი ადამიანისთვის აუტანელია. მან დაიწყო უწმაწური ანეგდოტებისა და მისთ. რაღაცეების მოყოლა. როგორ უნდა მოიქცეს მართლმადიდებელი ადამიანი ასეთ შემთხვევებში? უნდა დაუწყოს ქადაგება და შეეცადოს მიახვედროს, რომ ასეთი საქციელი არასწორია, თუ უნდა გაჩერდეს და თვითონაც გაიცინოს ცოტათი, რომ ისე არ გამოუვიდეს "ავს არ გიყადრებო"? -------------------- მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი (ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება") |
xokaido |
Jan 9 2010, 11:53 PM
პოსტი
#22
|
რ ა ჭ ვ ე ლ ი ჯგუფი: Members პოსტები: 193 რეგისტრ.: 5-May 08 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4,733 |
ციტატა გასაგებია, მაგრამ შენს კბილებს რატომ არ ითვლი? რამდენჯერ შეგაგონებს უფალი სახარებიდან, სასულიერო პირიდან, შენი სინდისიდან, რაიმე განსაცდელიდან ვინ იცის, რამდენჯერ უსმენ ნეტა? ხოდა მაგიტომ ვთქვი და ვახსნე რო შეიზლება ჩემი დეგრადირებული რწმენის ბრალიათქო.. :-P ფეთქბადი ხასიათი მაქვს.. აგერ მხევალი ნინომ მაგარი რამე მითხრა მოვა, კოდალასავით ჩაგიკაკუნებს თავში და მერე ბოდიშს მოგიხდისო.. :-D მართალია, ცხოვრებაშიც ესე ვარ.. ჯერ დავამტრევ კბილებს და მერე ბოდიშს მოვუხდი, თან ისე რო პატიების სურვილი გაუჩნდეს.. :-P რა ვქნა, ესეთი ვარ, ყოველდღიურად ვცდილობ კარგი გავხდე დაუკეთესი, მაგრამ ჯერჯერობით, ამ ეტაპზე ვერ მივაღწიე მაგას.. :-) -------------------- იხილე, ნუუკუე ნათელი იგი შენ შორის ბნელ იყოს...
უფალო, შეგვიწყალენ! |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 6th June 2024 - 07:33 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი