არამართლმადიდებლურ გარემოში მოხვედრა, რა არის გამოსავალი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
არამართლმადიდებლურ გარემოში მოხვედრა, რა არის გამოსავალი |
აბე |
Jan 9 2010, 12:51 PM
პოსტი
#21
|
აბესალომ ჯგუფი: Members პოსტები: 1,705 რეგისტრ.: 14-December 08 მდებარ.: თბილისი წევრი № 6,107 |
ალბათ, ცოტა არ იყოს, არააქტუალურია ასეთი თემებზე საუბარი ამჟამად, მაგრამ მიუხედავად ამისა ვხსნი თემას, რომელშიც მინდა ვისაუბროთ ადამიანის პირადი სულიერი ცხოვრების ზოგიერთ საკითხებზე.
ალბათ, თითოეული ჩვენგანი აღმოვჩენილვართ ისეთ გარემოში, სადაც თავი უხერხულად გვიგრძვნია ჩვენი სარწმუნოების გამო. ერთ მაგალითს მოგიყვანთ. წასული ვიყავი საპარიკმახეროში. როცა შიგნით შევედი პარიკმახერი ყავას ისხამდა ჭიქაში და დასალევად ემზადებოდა. მე რომ პირდაპირ დავმჯდარიყავი სავარძელში, მას ყავა გვერდზე უნდა გადაედო, ჩემთვის შეეჭრა თმა და ყავის ჭიქა სულ თმებით გაივსებოდა. ამიტომ ვუთხარი, დალიე, დაგელოდები მეთქი. ამის შედეგად კი ის მივიღე, რომ ისიც გამიშინაურდა. ამაში ცუდი არაფერია, პირიქით. მაგრამ ამის მერე მოხდა ის, რაც მართლმადიდებელი ადამიანისთვის აუტანელია. მან დაიწყო უწმაწური ანეგდოტებისა და მისთ. რაღაცეების მოყოლა. როგორ უნდა მოიქცეს მართლმადიდებელი ადამიანი ასეთ შემთხვევებში? უნდა დაუწყოს ქადაგება და შეეცადოს მიახვედროს, რომ ასეთი საქციელი არასწორია, თუ უნდა გაჩერდეს და თვითონაც გაიცინოს ცოტათი, რომ ისე არ გამოუვიდეს "ავს არ გიყადრებო"? -------------------- მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი (ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება") |
xokaido |
Jan 9 2010, 11:57 PM
პოსტი
#22
|
რ ა ჭ ვ ე ლ ი ჯგუფი: Members პოსტები: 193 რეგისტრ.: 5-May 08 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4,733 |
Ligia
ციტატა სხვის კბილს რას ერჩი აბა? დამტვრევის მაგივრად ილოცო არ ჯობია? biggrin.gif თან გცოდნია როგორ კარგად შველის მაგასაც ვაკეთებ... ;-) მარტო მუშტებს კი არ ვიქნევ აბა კაცო?.. :-D ჯერ დავამტვრევ კბილებს, მერე ბოდიშს მოვუხდი და ვილოცებ მისთვისაც და ჩემთვისაც რომ მომიტევოს ღმერთმა.. ეჰ, ცუდი როა ვიცი, მაგრამ ამ მომენტებში აზროვნება მეთიშება, ადამიანის სახეს მაკარგინებს... როცა მოვდივარ გონს მერე კი ვხვდები რო ცუდი ვქენი, მაგრამ საქციელი საქციელად რჩება ჩადენილი... ვაჟკაცობა მყოფნის ხოლმე ბოდიში მოვიხადო, რაც არც თU ისე ცოტაა... ;-) ადრე ესეც არ შემეძლო, ასე რომ პროგრესს თU გავითვალისწინებთ უსათუოდ მივაღწევ იმ დონეს როცა კბილებს თავს გავანებებ რაიმე სხვა, უფრო "მართალი" მეთოდით ვეცდები სიმართლის გატანას.. ;-) -------------------- იხილე, ნუუკუე ნათელი იგი შენ შორის ბნელ იყოს...
უფალო, შეგვიწყალენ! |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 6th June 2024 - 05:59 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი