არამართლმადიდებლურ გარემოში მოხვედრა, რა არის გამოსავალი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
არამართლმადიდებლურ გარემოში მოხვედრა, რა არის გამოსავალი |
აბე |
Jan 9 2010, 12:51 PM
პოსტი
#21
|
აბესალომ ჯგუფი: Members პოსტები: 1,705 რეგისტრ.: 14-December 08 მდებარ.: თბილისი წევრი № 6,107 |
ალბათ, ცოტა არ იყოს, არააქტუალურია ასეთი თემებზე საუბარი ამჟამად, მაგრამ მიუხედავად ამისა ვხსნი თემას, რომელშიც მინდა ვისაუბროთ ადამიანის პირადი სულიერი ცხოვრების ზოგიერთ საკითხებზე.
ალბათ, თითოეული ჩვენგანი აღმოვჩენილვართ ისეთ გარემოში, სადაც თავი უხერხულად გვიგრძვნია ჩვენი სარწმუნოების გამო. ერთ მაგალითს მოგიყვანთ. წასული ვიყავი საპარიკმახეროში. როცა შიგნით შევედი პარიკმახერი ყავას ისხამდა ჭიქაში და დასალევად ემზადებოდა. მე რომ პირდაპირ დავმჯდარიყავი სავარძელში, მას ყავა გვერდზე უნდა გადაედო, ჩემთვის შეეჭრა თმა და ყავის ჭიქა სულ თმებით გაივსებოდა. ამიტომ ვუთხარი, დალიე, დაგელოდები მეთქი. ამის შედეგად კი ის მივიღე, რომ ისიც გამიშინაურდა. ამაში ცუდი არაფერია, პირიქით. მაგრამ ამის მერე მოხდა ის, რაც მართლმადიდებელი ადამიანისთვის აუტანელია. მან დაიწყო უწმაწური ანეგდოტებისა და მისთ. რაღაცეების მოყოლა. როგორ უნდა მოიქცეს მართლმადიდებელი ადამიანი ასეთ შემთხვევებში? უნდა დაუწყოს ქადაგება და შეეცადოს მიახვედროს, რომ ასეთი საქციელი არასწორია, თუ უნდა გაჩერდეს და თვითონაც გაიცინოს ცოტათი, რომ ისე არ გამოუვიდეს "ავს არ გიყადრებო"? -------------------- მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი (ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება") |
xokaido |
Jan 10 2010, 12:05 AM
პოსტი
#22
|
რ ა ჭ ვ ე ლ ი ჯგუფი: Members პოსტები: 193 რეგისტრ.: 5-May 08 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4,733 |
Ligia
ხოდა მაგას არის გამუდმებულად რო ვევედრები ღმერთს როგორმე გამაძლიეროს ასეთი სიტუაციებისას... ისე, გარემოს ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ უკვე... სადაც ასეთი აურა იგრძნობა იმ ადგილს ვეცლები, საკუთარ თავში არ ვარ ჯერ დარწმუნებული... რაცხა სულიერი ძვრები კი არის ჩემსი ისე, ბევრ თითქოს წარმოუდგენელ რამეზე ვთქვი უარი.. მაგრამ ესეთი შემთხვევა ჯერ არ მქონია და არ ვიცი როგორ მოვიქცევი... მაგრამ მაინც გავურბივარ, მეშინია, ვაითუ მართლა შემომაკვდეს ვინმე... ტიტუუ, წარმოდგენაც მძაგს.. საშინელებაა, არ დაუშვებს მაგას ღმერთი, იცის რო ვიტანჯები ამ ცოდვისაგან და მომივლენს შვებას... :-) მოკლედ, ლოცვა, ლოცვა და ლოცვაა მხოლოდ ის,რ აც გადაარჩენს (მოიცა კაცო, მარხვის ხსენება სჭირდება საერთოდ?.. ეგ ხომ ისედაც ცხადია?!).. :-) -------------------- იხილე, ნუუკუე ნათელი იგი შენ შორის ბნელ იყოს...
უფალო, შეგვიწყალენ! |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 6th June 2024 - 07:05 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი