ნათლისღების საიდუმლო |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ნათლისღების საიდუმლო |
afxazi |
Jan 10 2010, 02:48 PM
პოსტი
#1
|
დავითი ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 |
რადგან კატეხიზაციის შესახებ თემა არსებობს, გადავწყვიტე გამეხსნა თემა საეკლესიო საიდუმლოთა შორის უმნიშვნელოვანესი საიდუმლოს შესახებ. ვისაუბროთ ნათლისღების შესახებ მისი რეალური არსის გათვალისწინებით და არა იმ ფსევდო შეხედულებიდან გამომდინარე, რაც სამწუხაროდ დღეს მკვეთრად შეიგრძნობა.
დავწეროთ ეკლესიის მამათა ნაწერები ამ კუთხით. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
afxazi |
Jan 10 2010, 04:11 PM
პოსტი
#2
|
დავითი ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 |
ნონა
ციტატა ზოგადი დებულებიდან ეგ გამონაკლისი რა პრინციპით დაიშვება?მოკლედ გამონკლისებზე მაინტერესებს დათო და იქნებ მომაწოდო ინფორმაცია ამაზე ცოტა მოგვიანებით. მანამდე კი მაცხოვრისაგან აღსრულებული ნათლისღების შესახებ. "ექვს იანვარს იოანესაგან ნათლისღების მიმღებმა უფალმა თავად აღასრულა მდინარე იორდანეში ახალი აღთქმის ნათლობა, ნათლობა წყლითა და სულით, რითაც მან მონათლა მთელი კაცობრივი ბუნება, ახალი აღთქმის გამომხსნელობითი ნათლისღების მადლი მიანიჭა მას, პირველ რიგში კი მიანიჭა იგი სწორედ იოანეს და ძველი აღთქმის მართალთ, ადამსა და ადამის მართალ ნაშიერთ, თუმცა მაცხოვრ5ისაგან შესრულებული მაცხოვნებელი ნათლისღების მადლი პიროვნულად ძველი აღთქმის მართლებზე სრულ მოქმედებას იწყებს გოლგოთის მსხვერპლშეწირვის შემდეგ, როდესაც კაცობრივი სულით ჯოჯოხეთში ჩასული უფალი ცთომილებისა და ტყვეობის ბორკილებისგან ყოვლითურთ ათავისუფლებს საუკუნითგან შესვენებულებს და ზეცად აღიყვანს მათ თავისი ყოვლადბრწყინვალე აღდგომის ჟამს. საკუთრივ იოანე უფლისაგან ინათლება სწორედ სულიწმიდით, სწორედ ახალი აღთქმის ნათლისღებით, ისევე როგორც იმავე იორდანის ნაკადულებში უფალი ნათელსცემს ანუ ახალი აღთქმის ნათლისღების მადლით სრულყოფს პირველ რიგში სწორედ ძველი აღთქმის მართალთ, მეორედ შობის, პირველცოდვისგან და ყველა სხვა ცოდვისაგან გამოხსნის საიდუმლოს ასრულებს მათზე, თუმცა 6 იანვარს შესრულებული ნათლობის საიდუმლოს მადლი ძველი აღთქმის მართლებზე პიროვნულად სრულ მოქმედებას იწყებს მხოლოდ გოლგოთის მსხვერპლის გაღების შემდეგ. დავძენთ იმასაც, რომ ეკლესიის უცვალებელი დოგმატით, ვერცერთი მართალი ძველი აღთქმისა ვერ შევიდოდა სასუფეველში ქრისტესეული (იგივე ახალი აღთქმისეული ანუ წყლითა და სულით აღსრულებული) ნათლისღების მადლის გარეშე,, რადგან უფლის ცნობილი სიტყვები ("უკუეთუ ვინმე არა იშვეს წყლისაგან და სულისა, ვერ ხელეწიფების შესლვად სასუფეველსა ღმრთისასა". იოანე. 3,5), საეკლესიო დოგმატით, განეჩინება მთელ კაცობრივ ბუნებას, მათ შორის ძველი აღთქმის მართლებს. სწორედ იმ საღვთო განგებულებით, რომ ძველი აღთქმის მართალნი როგორც უნათლავნი არ დარჩენილიყვნენ სასუფევლის გარეთ, - დიახ უპირველესად სწორედ ამ მიზნით, - უფალმა სათნოიჩინა იორდანის განწმენდა და მასში წყლითა და სულით ნათლისცემა ჯოჯოხეთში მყოფი მთელი ძველი აღთქმის მართალთა კრებულისა". ედიშერ ჭელიძე ამას მოსდევს უამრავი არგუმენტი, რომელთაც ასევე შემოგთავაზებთ. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 31st May 2024 - 02:46 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი