ნათლისღების საიდუმლო |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ნათლისღების საიდუმლო |
afxazi |
Jan 10 2010, 02:48 PM
პოსტი
#1
|
დავითი ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 |
რადგან კატეხიზაციის შესახებ თემა არსებობს, გადავწყვიტე გამეხსნა თემა საეკლესიო საიდუმლოთა შორის უმნიშვნელოვანესი საიდუმლოს შესახებ. ვისაუბროთ ნათლისღების შესახებ მისი რეალური არსის გათვალისწინებით და არა იმ ფსევდო შეხედულებიდან გამომდინარე, რაც სამწუხაროდ დღეს მკვეთრად შეიგრძნობა.
დავწეროთ ეკლესიის მამათა ნაწერები ამ კუთხით. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
afxazi |
Jan 10 2010, 04:36 PM
პოსტი
#2
|
დავითი ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 |
მცირე შესავალს გავაკეთებ. რამდენიმე წლის წინ ჩვენთან იყო დავა იმის შესახებ თუ რა აღასრულა მაცხოვარმა ნათლისღების ჟამს. ზოგიერთები მიიჩევდნენ, რომ მაცხოვრის მიერ აღსრულებული ნათლობა არაფრით განსხვავდებოდა იოანეს მიერ აღსრულებული ნათლისღებისგან, ანუ ისიც სინანულისმიერი იყო. ამის შესახებ ედიშერ ჭელიძემ დაწერა პატარა პუბლიკაცია სადაც მრავალი არგუმენტის დამოწმებით გააბათილა ეს ცრუ შეხედულება. აი ამ წიგნიდან მინდა მოვიყვანო ეს არგუმენტები.
ციტატები ლიტურგიკული ძეგლებიდან. "დღეს წყლითა და სულითა წმიდითა, ქრისტე ღმერთო, ბუნებაი კაცთაი დაძუელებული ცოდვისაგან, განაახლე" (ნათლისღების საგალობლები, იხ. უძველესი იადგარი, თბ. 1981 წ., გვ. 28-30). "დღეს ნათლისღებითა შენითა, ქრისტე, უფროისად ქველისმოქმედ მაცხოვარო ჩუენო, ბუნებაი წყალთაი განსწმინდე და მას შინა ნათელღებულნი გიღაღადებთ, კაცთმოყვარე" (იქვე, გვ. 38. 33-35). "რომელმან განსწმინდე, ქრისტე, წყალთა ბუნებაი და მას შინა მორწმუნენი სულისა წმიდისა თანაზიარ ჰყვენ" (იქვე, 48. 31-32). "დღეს განაახლე ყოველი ბუნებაი კაცთაი ნათლისღებითა შენითა" (იქვე, 50. 37-38). პირველ საუკუნეთა ძეი, თანადიდებული მამისაი და სულისა წმიდისაი იორდანედ მოხუედ დღეს ნათლისღებად იოანეისგან განშიშულდი ხორცითა, აცხოვნე პირველშექმნული ადამი" (იქვე, 51. 5-7). "რომელმან დასჯილნი ცოდვითა, ბნელსა შინა მსხდომარენი, ჭეშმარიტითა ნათლისღებითა შენითა განათავისუფლენ, ქრისტე მეუფეო, გადიდებთ შენ" (იქვე, 53. 40-42). "შენ მაცხოვარ, მოხუედ იორდანედ განთავისუფლებად დასაბამითგან დამონებულთა ცოდვათა" (იქვე, 55. 18-19). "წყალთა მიერ იორდანისათა მეორედ შობაი აჩუენა" (იქვე, 62. 10-11). "რომელმან იორდანეს ნათელი მოიღო და განანთლა ნათესავი კაცთაი, უფალსა უგალობდეთ" (იქვე, 65. 17-18). "მაცხოვარი ჩუენი, მო-რაი-ვიდა იორდანესა, ნათელ-იღო იოვანესგან და განანთლნა მყოფნი ბნელისანი" (იქვე, 65. 26-27). "დღეს განთავისუფლდა ადამ და განიხსნა კრულებისაგან ნათესავი კაცთაი, რამეთუ შემუსრა უფალმან წყალთა მათ შინა თავები ვეშაპისაი ნათლისღებითა" (იქვე, გვ. 68. 3-5). "იორდანისაგან განსწმინდე სოფელი ცოდვათაგან, მეორედ შობაი მოჰმადლე და სული წმიდაი მიანიჭე" (იქვე, 69. 24-25). "დაძუელებული ადამ იორდანისა წყლითა განაახლე" (დღესა ნათლითა შემოსილსა დასდებელნი, მიქაელ მოდრეკილის იადგარი, წიგნი II, თბ. 1978, გვ. 153.11). "დღეს იორდანისა წყალნი იხარებენ ნათლისღებასა შენსა, მაცხოვარ, და იშუებენ მადლით, რამეთუ ბუნებაი წყალთაი იკურთხა სულითა წმიდითა" (იქვე, 154. 2-3). "განშიშულებული იხილვე იორდანეს, რომლითაცა შეჰმოსე ადამს, განხრწნილსა ურჩებითა, სამოსელი უხრწნელი, ნათელი შეუქმნელი ნათლისღებითა შენითა იორდანეს" (იქვე, 161. 26-27). -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd September 2024 - 09:12 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი