ნათლისღების საიდუმლო |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ნათლისღების საიდუმლო |
afxazi |
Jan 10 2010, 02:48 PM
პოსტი
#1
|
დავითი ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 |
რადგან კატეხიზაციის შესახებ თემა არსებობს, გადავწყვიტე გამეხსნა თემა საეკლესიო საიდუმლოთა შორის უმნიშვნელოვანესი საიდუმლოს შესახებ. ვისაუბროთ ნათლისღების შესახებ მისი რეალური არსის გათვალისწინებით და არა იმ ფსევდო შეხედულებიდან გამომდინარე, რაც სამწუხაროდ დღეს მკვეთრად შეიგრძნობა.
დავწეროთ ეკლესიის მამათა ნაწერები ამ კუთხით. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
afxazi |
Jan 10 2010, 05:03 PM
პოსტი
#2
|
დავითი ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 |
"ნათელი ნათლისაგან შობილი, სიტყუაი მხოლოი, ხორცითა ნათლისღებად მოვალს დღეს იორდანეს იოვანესა, რომლისა ხილვითა იხარებდეს მთანი წინაშე პირსა მეუფისასა, რომელი მოვიდა განთავისუფლებად ადამისა ყოვლით ნაშობით მისით, რაითა წმიდა-მყვნეს და განმანათლნეს წყლითა და სულითა" (იქვე, 161. 34-37).
"ტყავისა სამოსელსა განიძარცვავს დღეს ადამ იორდანესა შინა და შეიმოსს ნათლისაა სამოსელსა საღმრთოითა მით მადლითა, სულისაგან და წყლისა განახლებულსა. მდინარე მადლისაი და საშუებელი სულისაი მასუ ჩუენ ნათლისღებით შენითა დღეს, ძეო მხოლოდშობილო, და განბანაი ცოდვათაი მომანიჭე, სახიერ, ნათლისღებითა" (იქვე, 162-163). "რაჟამს შთაჰხედ ხორცითა იორდანისა წყალთა, განშიშულებულმან შეჰმოსე ადამს პირველგანხრწნილსა უხრწნელებისა მადლი და მაცხოვნენ ჩუენ" (იქვე, 163. 29-30). "იოანესებრ იხსენ სიღრმეთაგან ბნელისათა, ქრისტე, ადამ პირველშექმნული და მიჰფინე ნათელი მიუაჩრდილებელი ნათლისღებითა" (იქვე, 167. 1-2). "დღეს სიონი შვილმრავალ იქმნების მეორედშობითა ზეგარდამოითა" (იქვე, 170. 4-5). "წმიდა არს უფალი, რომელსა ჰნებავს დღეს განწმენდაი წყლითა სიწმიდისაითა მწინკულსა ადამის ურჩებისასა და შემოსად ნაშობთა მისთა მადლი სულისაი" (იქვე, 173. 98-99). "... შობითა მის ზეგარდამოითა წყლისაგან და სულისა, სიონო, შეიმოსე დღეს ნაცვლად უსუპისა მის და მატყლისა მეწამულისა სამოსელი ბრწყინვალეი, სულისაგან განახლებული" (იქვე, 174. 8-10). "ნათელს-იღებს დღეს ქრისტე და აღმოსვლასა მისსა მიერ წყლით, აღმოიყვანებს ურჩებით დაბნელებულსა მას კაცთა ბუნებასა და განუხუამს მათ ბჭეთა სამოთხისათა, რომელნი-იგი დაეხშენ გარდასვლითა მცნებათაითა" (იქვე, 187. 25-27). "ნათელ-იღო იორდანისა წყალთა და მაცხოვნნა ყოველნი" (იქვე, 149.18). "წყლისა მიერ და სულისა აღბეჭდავს დღეს და ჰყოფს მათ ერ საზეპურო" (იქვე. 188. 36-37). "პირველ ადამისა აღთქუმული საწადელი აღმისრულე ჩუენ, ქრისტე, სახიერებით, რამეთუ ღმერთ-ჰყავ ადამი ნაშობითურთ, რაჟამს თავადი კაც-იქმენ კაცთა მხსნელად და განმაახლენ განხრწნილნი განბანითა" (იქვე, 193.6-7). "შეაძრწუნე წყალთა ბუნებაი, უფალო, მოსლვითა შენითა და მოგუეც მათ მიერ მეორედ შობაი მადიდებელთა შენთა" (იქვე, 199. 28-29). "ყოველნი ბუნებანი კაცობრივნი იორდანისა წყალთა განაახლნა მაცხოვარმან" (იქვე, 202. 4-5). "შენ, უფალო, მოხუედ ახოცად ცოდვათა პირველთა იორდანეს ნათლისღებითა დღეს ადამ მამისა ჩუენისათა" (იქვე, 202. 15-16). "მსხდომარეთა ბნელსა იხილეს ნათელი ნათლისღებითა მაცხოვრისაითა" (იქვე, 206. 6-7). -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 30th May 2024 - 05:01 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი