საიდუმლო სერობა, ლეონარდო და ვინჩი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
საიდუმლო სერობა, ლეონარდო და ვინჩი |
tb_parazitka |
Jan 10 2010, 11:43 PM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 4 რეგისტრ.: 5-December 07 მდებარ.: i'm lost in this bloody reality.. წევრი № 3,364 |
გამარჯობათ
მაინტერესებს რა თანმიმდევრობით არიან გამოსახულნი მოციქულები ლეონარდოს საიდუმლო სერობაში და თუ იცის ვინმემ იქნებ დამიწეროს? : ) -------------------- I am the SASH of BLUES
J☮☮d |
ikanosi |
Jan 11 2010, 12:30 AM
პოსტი
#2
|
ირაკლი ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,285 რეგისტრ.: 3-January 10 მდებარ.: ფოთი - თბილისი წევრი № 7,906 |
მაგასთან დაკავშირებით ვიცი ერთი საინტერესო ისტორია....
”საიდუმლო სერობის” შექმნის დროს ლეონარდო და ვინჩი უდიდესი პრობლემის წინაშე დადგა: მას უნდა განესახიერებინა სიკეთე იესოს სახით და ბოროტება – იუდას სახით. ლეონარდომ ხატვა შეწყვიტა და მხოლოდ მას შემდეგ განაგრძო, როდესაც იდეალურ მოდელებს მიაგნო. ერთხელ მხატვარი მომღერლების გუნდის გამოსვლას ესწრებოდა და ერთ-ერთ ყმაწვილ მომღერალში ქრისტეს ნათელი, სრულყოფილი სახე შეიცნო. ახალგაზრდა სახელოსნოში მიიწვია და რამდენიმე ცანახატი გააკეთა. სამ წელიწადში მხატვარმა ტილო თითქმის დაასრულა, მაგრამ ვერაფრით ვერ მიაგნო ტიპაჟს, რომელიც იუდას დასახატად გამოდგებოდა. ფრესკის დამკვეთი კარდინალი აჩქარებდა. კარგა ხნის შემდეგ ლეონარდომ მთვრალი, ბინძური, ჩამოძონძილი, ნაადრევად დაბერებული კაცი აღმოაჩინა, ეტიუდის შესაქმნელად დრო აღარ რჩებოდა და მხატვარმა თანაშემწეებს უბრძანა, ტაძარში წაეყვანათ იგი. გაჭირვებით მიათრიეს ეკლესიაში და და ვინჩიმ დახატა იუდა – მის სახეზე აღბეჭდილი იყო ცოდვა, ეგოიზმი, ბედუკუღმართობა. როდესაც მხატვარმა სამუშაო დაასრულა, გამოფხიზლებულმა მათხოვარმა თვალი გაახილა, გაოცებულმა მიმოიხედა და როგორც კი ნახატი დაინახა, შეშინებულმა წამოიყვურა: – ეს ნახატი მე ნანახი მაქვს! – კი მაგრამ, საიდან?. – გაუკვირდა ლეონარდოს. – სამი წლის წინ სანამ ყველაფერს დავკარგავდი, გუნდში ვმღეროდი, მომავლის იმედი მქონდა… ერთმა მხატვარმა წამიყვანა და ჩემი სახე ქრისტეს დასახატად გამოიყენა. -------------------- ფარით ან ფარზე
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 03:28 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი