"მეფე განსულიერებული ხატია ზეციური მეუფისა", საქართველო და მონარქია |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
"მეფე განსულიერებული ხატია ზეციური მეუფისა", საქართველო და მონარქია |
marine |
Jan 23 2008, 01:07 AM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ღვთის სათნო-მყოფელი ხალხი ღირსია, ჰყავდეს ღვთისგან კურთხეული მეფე. მეფის პატივისმცემელი ხალხი ამ გზით სათნოეყოფა თვითონ ღმერთს, რამეთუ მეფის მიერაა განწესებული."
/წმ. ფილარეტ მოსკოველი/ "ღვთის თვალში არაა იმაზე უკეთესი ხელისუფალი, ვინემ ხელისუფალი მართლმადიდებელი მეფისა." /ღირსი სერაფიმ საროველი/ "მეფე განსულიერებული ხატია ზეციური მეუფისა." /ღირსი მაქსიმე ბერძენი/ "ღმერთმა ქრისტიანებს ორი უმაღლესი ნიჭი მიჰმადლა: მღვდლობა და მეფობა, რომელთა მეშვეობითაც მიწიერი საქმეები იმართება ზეციურის მსგავსად." /ღირსი თეოდორე სტუდიელი/ "მეფის პატივისმცემელი ერი ღმერთს აამებს, რადგან მეფე ღვთივკურთხეულია." "დედამიწაზევე ნეტარია სახელმწიფო, რომელიც თავის მოქალაქეებს ზეციური სამეფოს მოპოვებაში დაეხმარება." ჟურნალი "კრიალოსანი" N12, 2007 წ. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
ივერიელი |
Jan 11 2010, 02:55 AM
პოსტი
#2
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 34 რეგისტრ.: 16-December 09 მდებარ.: თბილისი წევრი № 7,825 |
ციტატა ის ვინც ბაგრატიონია და წესით და რიგით ერგება მეფობა. აქ პრეტენდენტები საკმაოდ ბევრია ბოლოს ყველაზე სერიოზულად დავით ბაგრატიონ-მუხრანელსა და ანა ბაგრატიონ გრუზინსკის თვლიდნენ, ვის შეუღლებაზეც და სავარაუდო მემკვიდრეზეც (ვაჟზე) დიდი იმედები მყარდებოდა, მაგრამ ქორწილმა არ გაამართლა. იმდენად რამდენადაც, ბაგრატიონტა გვარმა დაკარგა მეფობა და ტრადიციაც მაინცდამაინც არავინ გააგრძელა მოყოლებული XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან, ხოლო მაშინ როდესაც წამოიწია მეფობის იდეამ XX საუკუნის პირველ ნახევარში ქართულმა ემიგრაციულმა თავად-აზნაურობის კრებამ (ვინაიდან ქართული სახელმწიფი არ არსებობდა და იგი ოკუპირებული იყო საბჭოთა რუსეთის მიერ) ტახტის მემკვიდრედ დასახელდა ირაკლი ბაგრატიონ-მუხრანელი (გარდ. 1957 წელს). ირაკლის პირდაპირი მემკვიდრეა მისი შვილიშვილი, ასევე სახელად ირაკლი (ერეკლე) ბაგრატიონი. ამდენად, წესით ირაკლი (ერეკლე) ბაგრატიონს (დაიბ. 1972 წელს) ერგება ტახტი. თუმცა სხვა პრეტენდენტებიც არიან, მაგრამ მათ ნაკლებადა აქვთ რაიმე ტრადიცია შენარჩუნებული. კი მაგრამ გრუზინსკების შთამომავალს აღარ თვლიან მემკვიდრედ, რადგან მისი შვილები ბაგრატიონები აღარ არიან, ისე თუ ვერ შეთანხმდებიან, მაინდამაინც ბაგრატიონი უნდა იყოს, თუ დაუშვებენ სხვა გვარის წარმომადგენელი რომ ავიდეს ტახტზე? -------------------- ენა მამული სარწმუნოება.
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 12:06 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი