გსურთ თუ არა მონარქიის აღდგენა?, მხოლოდ გამოკითხვა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
გსურთ თუ არა მონარქიის აღდგენა?, მხოლოდ გამოკითხვა |
კანონისტი |
Jan 21 2009, 07:32 PM
პოსტი
#1
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
გსურთ თუ არა აღდგეს საქართველოში მონარქია, კონსტიტუციური (საპარლამენტო) მონარქიის სახელმწიფო წყობის ფორმის სახით, ბაგრატიონთა დინასტიით სათავეში??
P.S. აქ არ მოიაზრება მაინცდამაინც მისი უბრწყინვალესობა, უფლისწული დავით ბაგრატიონ-მუხრანელი კონსტიტუციური მონარქია გულისხმობს ისეთ მონარქიულ სახელმწიფოს, სადაც მეფის უფლებები შეზღუდულია. თანამედროვე დემოკრატიულ სახელმწიფოებში მონარქს ფორმალურად ძალიან ბევრი უფლება აქვს, მაგრამ რეალურად ის თითქმის ვერცერთ უფლებას ვერ იყენებს დამოუკიდებლად. გამონაკლისი შემთხვევაა პოლიტიკური კრიზისი და სხვა მნიშვნელოვანი შემთხვევები, როცა მეფეს შეუძლია ერთპიროვნულად მიიღოს გადაწყვეტილება ან ეს გადაწყვეტილება შეუთანხმოს მხოლოდ პოლიტიკურ მოღვაწეთა მცირე ჯგუფს. მეფე არის სიმბოლო ერის ერთიანობისა, იგი მაღლა დგას პოლიტიკურ ბატალიებზე და მას არ გააჩნია კონკრეტული პოლიტიკური ინტერესი. მეფე ზოგადად განსაზღვრავს ქვეყნის პოლიტიკური განვითარების კურსს, მაგრამ არ ერევა ცალკეულ გადაწყვეტილებათა მიღებაში. "მეფე მეფობს, მაგრამ არ მართავს!" -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
neo |
Jan 11 2010, 06:26 PM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 2,152 რეგისტრ.: 11-September 07 წევრი № 2,723 |
არგუმენტი 2.
მოდი ვნახოთ არსობრივად რა სხვაობაა მეფესა და პრეზიდენტს შორის. პრეზიდენტს ირცევს ხალხი. ეს სისტემა საუკეთესო იქნებოდა ,,ხალხი" რომ რაციონალური იყოს და გადაწყვეტილება რომ ,,ობიექტურ" ინფორმაციას ეყრდნობოდეს. მაგრამ სამწუხაროდ არჩევნებში იმარჯვებს ის ვისაც შეუძლია მოხერხებული პიარი, და აქვს განსაკუთრებული ფინანსური და მორალური მხარდაჭერა ამათუიმ სისტემიდან... მაგალითად როდესაც ჩატარდა რეფერენდუმი ნატოზე ზოგადად ჩაითვალა რომ ხალხმა არცევანი გააკეტა ნატოში შესვლაზე, მაშინ როცა მოსახლეობის 80%-ი აზრზე არ არის რას ნიშნავს ნატოში შეცვლა და დიდმა ნაწილმა ვაფშე ნატო ვინ არის ისიც არ იცის. ხმები კი რაოდენობიტ იტვლება და არა რაციონით. დემოკრატიულ სისტემაში იმარჯვებს პიარი და ფული. ეს კი იძლევა ხელუსუფლების მხრიდან პოპულისტური ნაბიჯების გადადგმის აუცილებლობას. ანუ კეთდება ისეთი რარაცეები რისი დაპიარებაც შეიძლება და ეს უკანასკნელნი ყოველთვის როდი ემთხვევა იმას რაც სასარგებლოა. და აქ არაფერ შუაში არ არის არცეთი პიროვნება, ვერავის ვერ დავაბრალებთ რომ პიარის მიზნებიდან გამომდინარე აზროვნებენ, ეს უბრალოდ დემოკრატიული სისტემაა ასეთი... პიარს კი ფული სჭირდება. და იმარჯვებს ფული. რა თქმა უნდა მოხერხებაც... სამაგიეროდ იჩაგრება პატიოსნება და ის მომენტი რომ ,,მარჯვენამ ისე უნდა აკეთოს ამის შესახებ მარცხენამ ვერ გაიგოსო" აღარ მუშაობს... პრეზიდენტი ვერასოდეს გახდება თავმდაბალი ადამიანი... ეს შეუძლებელია დემოკრატიულ სისტემაში... მონარქს კი არ ჭირდება არჩევნებში გამარჯვება და არჩევნებიდან არცევნებამდე კალენდარულის სისტემით აზროვნება... იცით რამდენი რამე არ კეთდება ტავის დროზე და გადადის მომავალში იმისათვის რომ დაემთხვას არჩევნებს ? ეს ყველა ქვეყანაში ასეა... ჩვენები არაფერშუაში არიან. სისტემაა ასეთი... -------------------- www.cordesign.ge
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 07:43 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი