"მეფე განსულიერებული ხატია ზეციური მეუფისა", საქართველო და მონარქია |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
"მეფე განსულიერებული ხატია ზეციური მეუფისა", საქართველო და მონარქია |
marine |
Jan 23 2008, 01:07 AM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ღვთის სათნო-მყოფელი ხალხი ღირსია, ჰყავდეს ღვთისგან კურთხეული მეფე. მეფის პატივისმცემელი ხალხი ამ გზით სათნოეყოფა თვითონ ღმერთს, რამეთუ მეფის მიერაა განწესებული."
/წმ. ფილარეტ მოსკოველი/ "ღვთის თვალში არაა იმაზე უკეთესი ხელისუფალი, ვინემ ხელისუფალი მართლმადიდებელი მეფისა." /ღირსი სერაფიმ საროველი/ "მეფე განსულიერებული ხატია ზეციური მეუფისა." /ღირსი მაქსიმე ბერძენი/ "ღმერთმა ქრისტიანებს ორი უმაღლესი ნიჭი მიჰმადლა: მღვდლობა და მეფობა, რომელთა მეშვეობითაც მიწიერი საქმეები იმართება ზეციურის მსგავსად." /ღირსი თეოდორე სტუდიელი/ "მეფის პატივისმცემელი ერი ღმერთს აამებს, რადგან მეფე ღვთივკურთხეულია." "დედამიწაზევე ნეტარია სახელმწიფო, რომელიც თავის მოქალაქეებს ზეციური სამეფოს მოპოვებაში დაეხმარება." ჟურნალი "კრიალოსანი" N12, 2007 წ. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
ივერიელი |
Jan 11 2010, 06:00 PM
პოსტი
#2
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 34 რეგისტრ.: 16-December 09 მდებარ.: თბილისი წევრი № 7,825 |
sable
როდესაც ლაპარაკობენ მონარქიის აღდგენაზე, მოყავთ ევროპის მაგალითები, და ვნახოთ ინლისისის მაგალითი ელისაბედის ქმარი ბერძენია, შესაბამისად მისი შვილები ბერძნები იქნებიან, ამიტომ არ შეიძლება ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის გამორიცხვა როგორც მემკვიდრედ. მაგრამ სადავო საკითხია, მუხრანელებს და გრუზინსკებს მიიჩვენდნენ ტახტის მემკვიდრეთ სხვადასხვა კატეგორიის ხალხი, მაგრამ აქ ხომ არის მესამე ვარიანტი იმერეთის მეფის სოლომონის შთამომავლობა, არც სოლომონის გამორიცხვა არ შეიძლება. -------------------- ენა მამული სარწმუნოება.
|
sable |
Jan 11 2010, 09:52 PM
პოსტი
#3
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,694 რეგისტრ.: 29-August 07 წევრი № 2,651 |
sable როდესაც ლაპარაკობენ მონარქიის აღდგენაზე, მოყავთ ევროპის მაგალითები, და ვნახოთ ინლისისის მაგალითი ელისაბედის ქმარი ბერძენია, შესაბამისად მისი შვილები ბერძნები იქნებიან, ამიტომ არ შეიძლება ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის გამორიცხვა როგორც მემკვიდრედ. მაგრამ სადავო საკითხია, მუხრანელებს და გრუზინსკებს მიიჩვენდნენ ტახტის მემკვიდრეთ სხვადასხვა კატეგორიის ხალხი, მაგრამ აქ ხომ არის მესამე ვარიანტი იმერეთის მეფის სოლომონის შთამომავლობა, არც სოლომონის გამორიცხვა არ შეიძლება. ინგლისი მაგ მხრივ ანალოგად არ გამოდგება იმიტომ, რომ ინგლისში თავიდანვე იყო ქალის ხაზით მემკვიდრეობის გადაცემის პრინციპი. ანა და მისი მემკვიდრეები სწორედაც, რომ გამორიცხულებია, რადგან არც ტრადიციით და არც გვარიშვილობით არ შეეფერებიან სამეფო ღირსებას (ანა მეორედ გათხოვების შემთხვევაში ეგ გამორიცხული არ იყო მაგრამ არ გაამართლა ამ მეორე ქორწილმა და მესამის უფლება წესით მას ეკლესიამ არ უნდა დართოს, რომც დართოს ეგ ვერაფერს შეცვლის). საქართველოში ეგ არ ყოფილა თუ გადახვევებს არ ჩავთვლით (თამარის შემთხვევა). რაც შეეხება სოლომონის შთამომავლებს ჯერ ერთიც, რომ ასეთ არავინაა, არიან იმერეთის მეფის დავითის (II) შთამომავლები და ისიც უკანონო ცოლისგან (უფრო სწორედ საყვარლისგან), ხოლო მეორეც ერთი მათ არა აქვთ დაცული სამეფო ტრადიციები: არ იციან ეტიკეტი, არა აქვთ გვარიშვილობა (დედის ხაზით, სხვათაშიროს ზუსტად ისევე როგორც ანას), არ გააჩნიათ კონტაქტები. მოკლედ, რომ ვთქვათ არ არიან მაღალ წრის წარმომადგენლები ანუ არისტოკრატები. ეს კიდევ ერთ-ერთი გამსაზღვრელი ატრიბუტია მონარქიის აღდგენის შემთხვევაში. -------------------- გერმანიაში ნაცისტები რომ კომუნისტებს მოადგნენ ხმა არ ამომიღია რადგან კომუნისტი არ ვყოფილვარ
ებრაელებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან ებრაელი არ ვყოფილვარ პროფკავშირებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან პროფკავშირელი არ ვყოფილვარ კათოლიკებზე გადავიდნენ და ხმა არ ამომიღია რადგან კათოლიკე არ ვყოფილვარ შემდეგ მე მომადგნენ და აღარავინ იყო დარჩენილი ხმა რომ ამოეღო |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 09:22 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი