სამღვდელმთავრო მსახურება, თავისებურებანი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სამღვდელმთავრო მსახურება, თავისებურებანი |
კანონისტი |
May 11 2007, 05:53 PM
პოსტი
#1
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
ალბათ ყოველი ჩვენგანი დასწრებია უწმიდესის ან ეპისკოპოსის მღვდელმსახურებას და შეამჩნევდით, რომ იგი გარკვეულწილად განსხვავდება ანალოგიური სამღვდელო მსახურებისგან
აქ დავდოთ სამღვდელმთავრო მსახურების თავისებურებანი და თანდათან განვიხილოთ მისი როგორც გარეგნული, ისე ლიტურგიკულ-თეოლოგიური სახე დავიწყოთ წირვით 1. საეკლესიო ტიპიკონით, კვეთა ანუ პროსკომიდია უნდა დასრულდეს მღვდელმთავრის ტაძარში მისვლამდე. ჟამნი შეიძლება წაკითხულ იქნეს როგორც მისვლამდე, ისე მას შემდეგ 2. წირვის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე იწყება ე.წ. "ლოდინის ზარის" რეკვა, რომელიც არის თითო დარტყმა დიდ ზარზე ხანგრძლივი პერიოდებით 3. ტაძრის შემოსავლელში, კათედრაზე, ანალოღიასთან, ამბიონზე, კანკელის ხატებთან და ტრაპეზის წინ უნდა განთავსდეს სპეციალური მრგვალი ნოხი ე.წ. "არწივნი" 4. მღვდელმთავრის მოახლოების დაფიქსირებისას მნათე იწყებს სამეუფეო ზარების რეკვას რომელიც გაგრძელდება მღვდელმთავრის ტაძარში შესვლამდე 5. მღვდელმთავრის გამოჩენისას სამღვდელოება გამოდის აღსავლის კარით. მოძღვრები დგებიან ტაძრის შემოსასვლელთან, ხოლო დიაკვნები - სამეუფეო კათედრასთან. ამასთან, წინამძღვარს უჭირავს ხელში სინი, რომელზეც დაბრძანებულია ჯვარი, ხოლო პირველ დიაკონს - საცეცხლური 6. მას შემდეგ რაც მეუფე გადაკვეთს ტაძრის ზღურბლს, მეორე დიაკონის ხმამაღლა წარმოთქვამს სიბრძნით და პირველი დიაკონი ამბობს ჩამოლოცვის ლოცვას უპატიოსნესსა ქერუბიმთასა.... სახელითა უფლისათა... გვაკურთხენ. ამ დროს გუნდი გალობს ღირს არს.... 7. მეუფეს შემოსასვლელშივე მოსავენ სამღვდელმთავრო მანტიით და წინამძღვარი გადაცემს ჯვარს. სამღვდელოება ემთხვევა ჯვარს, რის შემდეგაც მას მეუფე ისევ წინამძღვრას გადასცემს და თვითონ დაიძრება საკურთხევლისკენ, შეჩერდება შუა ტაძარში, ემთხვევა ანალოღიის ხატს და ადის ამბიონზე, სადაც ემთხვევა კანკელის ხატებს 8. კანკელის ხატების მოლოცვის დროს იკითხება დასაწყისი ლოცვები, და ხატების შესაბამისი ტროპრები 9. მოლოცვის შემდეგ, მეუფე მოტრიალდება პირით მრევლისკენ, ამ დროს მას მარცხენა ხელში გადასცემენ კვერთხს, ხოლო მარჯვენა ხელით აკურთხებს მრევლს. ამ დროს გუნდა გალობს ბერძნულენოვან საგალობელს ტონ დესპოტინ-ს დანარჩენს მერე გავაგრძელებ...... -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
ოიგიუს მინიმუს |
Jan 11 2010, 10:59 PM
პოსტი
#2
|
giorgi ჯგუფი: Members პოსტები: 128 რეგისტრ.: 26-December 06 მდებარ.: saqartvelo, tbilisi წევრი № 751 |
40. მღვდელი გადაასვენებს ბარძიმს სამკვეთვლოში, დიაკონი უკმევს ბარძიმს. მღვდელი დაასვენებს ბარძიმს სამკვეთვლოზე, შემდეგ უკმევს და ბრუნდება საკურთხეველში.
გუნდი გალობს: "აღავსე პირი ჩემი ქებითა შენითა უფალო..." 41. მღვდელმთავარი დაკეცავს ოდიკს, ილიტონს და კვერექსის შემდეგ ამბობს ასამაღლებელს: "რამეთუ შენ ხარ განმწმენდელი ჩვენი და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე." ჯვრის სახით გადასახავს სახრებას ოდიკს და დაასვენებს მასზე. 42. მღვდელმთავარი ამბობს: მშვიდობით წარვიდეთ... მღვდელი ემთხვევა ტრაპეზს აიღებს კურთხევას მღვდელმთავრისგან, გადის ამბიონზე და ამბობს ამბიონის ლოცვას, პირით აღმოსავლეთისკენ. ამ დროს დიაკონი დაიჩოქება ტრაპეზის მარჯვენა მხარეს, მივა მასთნ მღვდელმთავარი და საიდუმლოდ წუკითხავს ლოცვას: " აღვსება სჯულისა და წინასწარმეტყველთა შენ ხარ ქრისტე... " დასახავს მას ჯვარს და ისევ დადგება ტრაპეზის წინ. დიაკონი ემთხვევა ტრაპეზს, მოუდრეკს თავს მღვდელმთავარს და გადავა სამკვეთვლოში სადაც მიიღებს ბარძიმს. 43. ამბიონის ლოცვის დასრულების შემდეგ, გუნბდი გალობს: იყავნ სახელი უფლისა კურთხეულ ამიერითგან და უკუნისამდე. 3-ჯერ მღვდელმთავარი მიუბრუნდება მრევლს აკურთხებს მათ და ამბობს: " კურთხევა უფლისა თქვენზედა, მისითა მადლითა და კაცთმოყვარებითა, ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. " გუნდი: ამინ! 44. მღვდელმთავარი ამბობს: "დიდება შენდა ქრიტე ღმერთო, სასოებაო ჩვენო, დიდება შენდა" გუნდი: დიდება, აწდა. უფალო შეგვიწყალენ 3-ჯერ, სახელითა უფლისათა (უწმინდესო და უნეტარესო, ან მაღალყოვლადუსამღვდელოესო, ან ყოვლადუსამღვდელოესო) მეუფეო გვარურთხენ... მღვდელმთავარი აიღებს ტრაპეზიდან ჯვარს, გადის ამბიონზე და ჩამოილოცავს... გუნდი: ამინ, უფალო შეგვიწყალენ 3-ჯერ. -------------------- "პირველთაგან იყო სიტყვა და სიტყვა იგი იყო ღმრთისა თანა, და ღმერთი იყო სიტყვა იგი..."
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 12:12 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი