"მეფე განსულიერებული ხატია ზეციური მეუფისა", საქართველო და მონარქია |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
"მეფე განსულიერებული ხატია ზეციური მეუფისა", საქართველო და მონარქია |
marine |
Jan 23 2008, 01:07 AM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ღვთის სათნო-მყოფელი ხალხი ღირსია, ჰყავდეს ღვთისგან კურთხეული მეფე. მეფის პატივისმცემელი ხალხი ამ გზით სათნოეყოფა თვითონ ღმერთს, რამეთუ მეფის მიერაა განწესებული."
/წმ. ფილარეტ მოსკოველი/ "ღვთის თვალში არაა იმაზე უკეთესი ხელისუფალი, ვინემ ხელისუფალი მართლმადიდებელი მეფისა." /ღირსი სერაფიმ საროველი/ "მეფე განსულიერებული ხატია ზეციური მეუფისა." /ღირსი მაქსიმე ბერძენი/ "ღმერთმა ქრისტიანებს ორი უმაღლესი ნიჭი მიჰმადლა: მღვდლობა და მეფობა, რომელთა მეშვეობითაც მიწიერი საქმეები იმართება ზეციურის მსგავსად." /ღირსი თეოდორე სტუდიელი/ "მეფის პატივისმცემელი ერი ღმერთს აამებს, რადგან მეფე ღვთივკურთხეულია." "დედამიწაზევე ნეტარია სახელმწიფო, რომელიც თავის მოქალაქეებს ზეციური სამეფოს მოპოვებაში დაეხმარება." ჟურნალი "კრიალოსანი" N12, 2007 წ. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
ივერიელი |
Jan 12 2010, 02:44 AM
პოსტი
#2
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 34 რეგისტრ.: 16-December 09 მდებარ.: თბილისი წევრი № 7,825 |
ციტატა ისიც უკანონო ცოლისგან (უფრო სწორედ საყვარლისგან), ხოლო მეორეც ერთი მათ არა აქვთ დაცული სამეფო ტრადიციები: არ იციან ეტიკეტი, არა აქვთ გვარიშვილობა ეგ არა მგონია გამომრიცხველი ფაქტორი იყოს რადგან საქართველოს ისტორიაში მოიძებნება ისეთი ფაქტი როდესაც მეფემ გათხოვილი მდაბიო ქალი შეირთო და შემდგომ მოგვიანებით, მისი ხაზით გაგრძელდა მეფობა, რუსედანის შემთხვევაშიც დედის მხრიდან იყო მაგრამ ხანმოკლედ და შემდგომში არ გაგრძელებულა მისი ხაზით მემკვიდრეთა მეფობა, ხოლო რაც შეეხება ტრადიეცებს იმის გათვალისწინებით რომ მომავალი მონარქი საქართველოში უნდა აღიზარდოს, ამიტომ არ მგონია ეს ფაქტორიც გამომრიცხველად მივიჩნიოთ, თუმცა რავიცი ჩემი გადასაწყვეტი ეგ არაა -------------------- ენა მამული სარწმუნოება.
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 09:11 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი