აქვს თუ არა მნიშვნელობა რომელ ეკლესიაში მოინათლები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
აქვს თუ არა მნიშვნელობა რომელ ეკლესიაში მოინათლები |
INFORMATION |
Jan 11 2010, 02:11 AM
პოსტი
#1
|
guja ჯგუფი: Members პოსტები: 213 რეგისტრ.: 18-October 09 წევრი № 7,620 |
ხალხნო, თქვენ ძალიან განათლებულები და ფრიად მორწმუნეები ხართ!
აქ თითქმის ყველა ფორუმელი თეოლოგია როგორც მე შევნიშნე, მე ეს ძალიან მომწონს და ამიტომ მინდა გესაბროთ ამ საკითხზე... შეიძლება ვცდები.... ეხლა რისი თქმა მინდა - მაგ: რომელიმე ევროპულ ქალაქში მართლმადიდებელი წყვილი ცხოვრობს, ჰყავთ პატარა ბავშვი და უნდათ მისი მონათვლა... ამ ქალაქში ყველა მცხოვრები კათოლიკეა, ეკლესიებიც კათოლიკურია... მართლმადიდებლური და კათოლიკური ნათლობის რიტუალი დიდად არ განსხვავდება, ფორმალობა ერთნაირია- ინათლება მონა/მხევალი ღვთისა...... სახელითა მამისა და ძისა და წმინდისა სულისა....... ....ეს ბავშვი ნათლობის შემდეგ იზრდება მართლმადიდებლურად, ანუ მართლმადიდებლურ ოჯახში (მშობლები მართლმადიდებლები არიან), აღასრულებს მართლმადიდებლურ საეკლესიო ტრადიციებს... თუმცა რიგითი მიზეზების გამო კათოლიკურ ტაძარში მოინათლა... შეიძლება ზოგიერთმა თქვენთაგანმა მაინც დასვას კითხვა მიუხედავად იმისა რომ ფრიად ერუდირებულები ხართ- როგორ იქნება ბავშვი მართლმადიდებელი თუ კათოლიკურ ტაძარში მოინათლაო? მაგრამ აქ არის მთავარი მომენტი- მნიშვნელობა იმას აქვს სად მოინათლა ადამიანი თუ მისი დოგმატური აზროვნებადა მსოფლმხედველობა როგორია? რადგან ადამიანი კათოლიკურ ტაძარში მოინათლა ე.ი. კათოლიკეა? ვფიქრობ რომ აქ მთავარი არის აზროვნება და არა კონკრეტული რიტუალის ჩატარების ადგილი.... თქვენ რას იტყვით ფორუმელო მორწმუნეებო? პ.ს. ეს თემა რომ გავხსენი 3-ჯერ მცირე მეტანია გავაკეთე... დიდება უფალს! |
athos |
Jan 12 2010, 12:29 PM
პოსტი
#2
|
Άγιον Όρος ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 1,846 რეგისტრ.: 8-January 07 წევრი № 816 |
კანუდოსელი
ციტატა ნეტარი ავგუსტინეს აზრები წაიკითხე? იმ კონკრეტულ შემთხვევაიც (ჩვილებზე არაა საუბარი) არ ეთანხმები? ნეტარი ავგუსტინეს ეს სიტყვები ცნობილია, თუმცა სხვა წმ. მამების განსხვავებული მოსაზრებებიც არსებობს, ახლა ამაზე არ შევჩერდები. ვფიქრობ, ადამიანი პირველ რიგში უნდა ემორჩილებოდეს იმ წესებს, რომელიც არის მის ეკლესიაში. ჩვენთან კი (ზოგადად ვამბობ, გამონაკლისებს არ ვგულისხმობ) კათოლიკურ ნათლობას არ ცნობენ. თუ იქნება საერთო მართლმადიდებლური კრება და იქ იქნება მიღებული ისეთი გადაწყვეტილებები, როგორიც ვატიკან II მიიღო (ზიარებაც კი არის დაშვებული არაკათოლიკებთან თუ გამოუვალი მდგომარეობაა) კი ბატონო, მერე ვილაპარაკოთ, მანამდე კი არ არის საჭირო ფანტაზიები, მითუმეტეს ნათლობის საიდუმლოს შესრულება ერისკაცსაც შეუძლია -------------------- და ესე უწყოდეთ ჟამი, რამეთუ აწვე არს ჟამი განღჳძებად ჩუენდა ძილისაგან. აწ უმახლობელეს არს ჩუენდა ცხორებაჲ, ოდესღა-ესე გურწმენა. ღამე იგი განგუეშორა, და დღე შემოგუეახლა; განვიშორნეთ უკუე საქმენი ბნელისანი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისაჲ.
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 6th June 2024 - 02:04 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი