IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ადამიანი - კითხვა ღვთიური ბუნების შესახებ
Molen
პოსტი Jan 12 2010, 11:35 AM
პოსტი #1


გიორგი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 295
რეგისტრ.: 17-December 07
წევრი № 3,434



მოგესალმებით.

მაპატიეთ, ცოტა რთულ საკითხს ვეხები, მაგრამ იმდენად სერიოზული კამათი მქონდა ამასთან დაკავშირებით, რომ პასუხის ძიებაში ლამის შევიშალე.

ის ხომ სწორედ ისეა, რომ ღვთიური გარეგნობა, თვისებები და ძალა ღმერთმა ადამიანს უბოძა, ანუ მოხდა სწორედ ისე რომ უფალმა ადამიანებს მისცა სწორედ იგივე უნარები რაც აქვს ტვიტონ, რაც ჩანს იქიდანაც რომ ვიცით უფალმა ადამიანი შექმნა თავის ხატად. სწორეა?

აქედან გამომდინარე შეიდზლება ვივარაუდოთ, რომ ადამიანებს არ აქვთ "გაცოცხლებული" აღნიშნული თვისებები. ასეა?

იესო დედამიწაზე იყო თუ არა ადამიანი?! ანუ იგი აქ, როგორც ღმერთი კი არა, როგორც მხოლოდ ადამიანური საწყისის მქონე ისე მოგვევლინა. მაგრამ მას ჰქონდა ყველა ის ადამიანური თვისებები რაც ადამიანს აქვს და ის ღვტიურიც რაც ასე ილუზიურად და მიუღწევლად ჩანს ჩვენი გადასახედიდან. ხომ ასეა? მაგალითად იესოს შეეძლო წალზე გაეარა, განეკურნა ავადმყოფები, აღედგინა მკვდრეთით გარდაცვლილები და ასე შემდეგ. ანუ ამ ყევალფრიდან გამომდინარე, ადამიანს, როგორც იესოს შეუძლია აკეთოს ის რასაც აკეთებდა უფალი, როცა მას ადამიანური სახე ჰქონდა. ასეა?

და ბოლოს, როცა მიდგება საქმე იმაზე თუ როგორ ხდება ეს ყველაფერი, ჩვენ ვიცით რომ პასუხი არის მხოლოდ და მოხოლოდ რწმენაში, თუნდაც მარცვლისოდენაში. ასეა?

რა მოიაზრება რწმენაში? და როგორ მიიღწევა იგი? შეუძლია კი ადამიანმა გააცოცხლოს თავის თავში ღვთიური ბუნება რწმენისა და უფლის მეშვეობით?


--------------------
და უკანასკნელი მტერი განქარდება, - სიკდვილი (კორ. 15:26).

Solomon's Wisdom
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
აბე
პოსტი Jan 12 2010, 02:02 PM
პოსტი #2


აბესალომ
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,705
რეგისტრ.: 14-December 08
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6,107



ადამიანში ღვთის ხატის არსებობის შესახებ მოვიძიე ეს:
ციტატა

პროტოპრესვიტერი მიქაელ პომაზანსკი, "დოგმატური ღვთისმეტყველება"


"მაინც რას ნიშნავს ღვთის ხატება ჩვენში? ეკლესიური სწავლება მხოლოდ იმას შეგვაგონებს, რომ ადამიანი საერთოდ არის შექმნილი „ხატად“, მაგრამ არ მიუთითებს, თუ ჩვენი ბუნების რომელ ნაწილშია იგი დამკვიდრებული. ეკლესიის მამები და მასწავლებლები ამ შეკითხვაზე განსხვავებულად პასუხობდნენ. ერთნი ღვთის ხატებას გონებაში პოულობდნენ, მეორენი - თავისუფალ ნებაში, მესამენი კი მას უკვდავებაში ხედავდნენ. ამ აზრთა შეჯამებით სრულად წარმოვიდგენთ, თუ რას ნიშნავს წმიდა მამათა სწავლების მიხედვით ღვთის ხატი ადამიანში."

"ღვთის ხატის ტარების დასტურია ადამიანის სულის ისეთი მაღალი თვისებები, როგორებიცაა უკვდავება - პირველ რიგში, თავისუფალი ნება, გონება, წმიდა, უანგარო სიყვარულის ნიჭი."

"დასასრულ შეიძლება ითქვას, რომ სულის ყოველი კეთილშობილი თვისება და უნარი ღვთის ხატის ასახვას წარმოადგენს."

განსხვავდება თუ არა ერთმანეთისაგან „ხატი ღვთისა“ და „მსგავსება ღვთისა“? ეკლესიის წმიდა მამებისა და მასწავლებელთა უმეტესობა პასუხობს, რომ განსხვავდება. ისინი ხატს ღვთასას თავად სულის ბუნებაში პოულობენ, მსგავსებას კი - ადამიანის ზნეობრივ სრულყოფაში, მასში სათნოებათა, სიწმიდისა და სულიწმიდის ნიჭთა დამკვიდრებაში ხედავენ. ამრიგად, ღვთის ხატი ჩვენ უფლისაგან გვეძლევა შექმნისთანავე, ხოლო მსგავსება ჩვენ თავად უნდა შევიძინოთ. ღმერთი მხოლოდ ამის შესაძლებლობას გვაძლევს. გახდე „მსგავსი“, დამოკიდებულია ჩვენს ნებაზე და სათანადო მოღვაწეობით შესაძლებელი ხდება ამის მიღწევა. ამიტომაც არის ნათქვამი საღვთო „ბჭობაზე“: „ვქმნეთ კაცი ხატისაებრ ჩუენისა და მსგავსებისაებრ“, ხოლო თავად შექმნაზე „ხატად ღმრთისად შექმნა იგი“ (შესაქ. 1,26-27). წმ. გრიგოლ ნოსელის მსჯელობის თანახმად, ჩვენ საღვთო „ბჭობით“ მოგვეცა შესაძლებლობა, მისი „მსგავსნი“ გავხდეთ.


ანუ როგორც ვხედავთ, ღვთის ხატების განმარტებაში არ იგულისხმება სამყაროს ძალების დამორჩილება. გარე სამყაროს დამორჩილება წარმოადგენს მაგიზმს, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ მიმზიდველად შეიძლება ჩანდეს ზოგიერთი ადამიანისათვის, იგი კატასტროფულად საშიშია, რის შესახებაც დეკანოზი თეოდორე გიგნაძე თავის ერთ-ერთ ქადაგებაში საუბრობს:

ციტატა

მაგია და რელიგია ზოგს ერთი და იგივე ჰგონია. ზოგი ფიქრობს, რომ მაგია, სწრაფვა მაგიისაკენ, მაგიურ რიტუალებში მონაწილეობა გარკვეულწილად რელიგიის სახეა და რელიგიის რაღაც განყოფილებაა. ეს ასე არ არის. მაგია სულ სხვა რამ არის. მაგია ეს არის შენს მიერ მცდელობა მიღმიერი სამყაროს ძალების დამორჩილებისა. აი შამანები რასაც აკეთებენ. ეს გავრცელებული იყო მაგალითად ამერიკელ ინდიელებთან, ავსტრალიაში. განსაკუთრებულად ეს გავრცელებული იყო იმ ხალხებში, რომლებიც მერე არ განვითარდნენ კულტურულად. ავსტრალიელი აბორიგენები მგონი ეხლაც ტიტვლები დარბიან და მშვილდისრებს ისვრიან. ამაზონის ჯუნგლებში კიდევ არიან ადამიანები, რომლებიც კვლავ იმ პირველყოფილ მდგომარეობაში იმყოფებიან. რატომ? -იმიტომ, რომ მათ არა აქვთ რელიგია, მათ აქვთ მაგია. კიდევ ვიმეორებ, მაგია არის დამორჩილება მიღმიერი სამყაროსი შენს სასარგებლოდ. ეხლა ადამიანი იტყვის, რა მნიშვნელობა აქვს კაცო, იქაც რაღაც რიტუალი ტარდება და რელიგიაშიც რიტუალები ტარდება. საქმე იმაშია, რომ მაგია კიდევ ერთი რამით განსხვავდება რელიგიისაგან. რელიგია, თუნდაც ის არასწორი და მცდარი იყოს, წარმართული იყოს, ადამიანისაგან რაღაცას ითხოვს. თუნდაც ზნეობრივ სრულყოფილებას. შეიძლება არა პიროვნულ სრულყოფილეებას, (ეს სხვა რამეა. სხვა არის პიროვნული სრულყოფილება, სხვა არის ზნეობრივი), მაგრამ უკვე რომ ზნეობრივ სრულყოფილებას ითხოვს, ეს ბევრ რამეს უკავშირდება, მთელს შენს არსებას განმსჭვალავს, მათ შორის ინტელექტსაც. ხოლო მაგია არ ითხოვს ამას. შენ შეიძლება როგორიც ხარ ისევ ისეთად დარჩე. მთავარია შენ ისწავლო, როგორ დაიმორჩილო გარე სამყარო. თუ ესე აკეთებ, შენ კულტურულად, როგორც ერი არ ვითარდები. თუ შენ ძველთაგანვე მაგიას მისდევ და შენი კულტურული მემკვიდრეობაა უკვე ეს და შენი ერის, შენი ხალხის ცხოვრებასთან თანაშეზრდილია ეს მაგია, მაშინ არ განვითარდები რა კულტურულად, არ განვითარდები ცივილურადაც, ტექნიკურადაც არ განვითარდები. მაგრამ თუ გავიდა ათასწლეულები და რელიგიური ერი იყავი და განვითარდი ჯერ კულტურულადაც და მერე ამას მოყვა განვითარება ინტელექტუალური და ამას მოყვა განვითარება ტექნიკური და ცივილური, მაგრამ რაღაც დონეზე შეწყვიტე რელიგიური ცხოვრება ერმა, მაშინ შეიძლება ისევ დეგრადირება მოხდეს და თუ დეგრადირება არ მოხდება ცივილური და ტექნიკური, კულტურული და ზნეობრივი დეგრადირება აუცილებლად მოხდება. რომელიც საბოლოო ჯამში კატასტროფამდე მიგიყვანს, იგივე ტექნიკური ცივილიზაციის არასწორი განვითარების გამო. რასაც ჩვენ დღეს თანამედროვე ცივილურ სამყაროში ვხვდებით. მართალია წარმოუდგენელია, რომ თანამედროვე ცივილიზაცია რაღაც მაგიურ რიტუალებს აკეთებდეს, მაგრამ ნახეთ დამოკიდებულება როგორია: არსი იგივეა, თუ ძველი აბორიგენი სადღაც იქ ჯუნგლებში ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ მას მიღმიერი სამყარო თავისთვის დაემორჩილებინა თავის საკეთილდღეოდ, თანამედროვე ცივილიზაცი იგივეს აკეთებს ოღონდ მატერიალურ სამყაროში, ყველაფერს აკეთებს, რომ ეს მატერიალური სამყარო თავის საკეთილდღეოდ, თავისი ფუფუნებისათვის დაიმორჩილოს, ოღონდ ისე, რომ მისი პირადი ზნეობრივი პასუხისმგებლობა არ დადგეს. მე თუ გინდა ნაგავი და ნაძირალა ვიყო, მაგრამ ისეთი მაგარი ფიზიკოსი და მათემატიკოსი ვიქნები, რომ ისეთ რამეს შევქმნი, რომელიც მთელ სამყაროს აატრიალებს. აი ეს დამოკიდებულება, არსი, პრინციპი იგივეა, რაც მაგიაში. ამიტომაც ჩვენ ვხედავთ იმას, რასაც ვხედავთ: ცივილიზაცია ვითარდება, ტექნიკური პროგრესია განსაცვიფრებელი, გამაოგნებელი და ადამიანის კულტურული დაცემაც სახეზეა, ზნეობრივი დეგრადირება სახეზეა და დღეს რომ გამწარებულები ფილმებს იღებენ რომლებშიც კატასტროფებია ნაჩვენები, ეს არც ისეთი აბსტრაქციაა ან რაღაც ფანტაზიაა. იმიტომ, რომ: ჯერ რელიგიურად - ადამიანის ზნეობრივი დეგრადირება იწვევს გარემო სამყაროს მოშლას, ბუნების ძალების მოშლას და კატასტროფებს. ეს რელიგიური დამოკიდებულება და, მერე მეორე: პირდაპირაც ჩანს ლოგიკურად, ადამიანებიც ტექნიკურ პროგრესს ვეღარ დაიჭერენ, ეს ყველაფერი ანადგურებს დედამიწას. ამიტომ მაგია საშიში იყო ძველადაც - ადამიანს განვითარების საშუალებას არ აძლევდა და ამგვარი დამოკიდებულება საშიშია დღესაც, იმიტომ რომ რისთვისაც მიგიღწევია ყველაფერი თავზე დაგემხობა.



--------------------
მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი

(ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება")
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
Molen   ადამიანი - კითხვა ღვთიური ბუნების შესახებ   Jan 12 2010, 11:35 AM
აბე   ადამიანში ღვთის ხა...   Jan 12 2010, 02:02 PM
afxazi   ვინაიდან კითხვა დო...   Jan 12 2010, 04:07 PM
afxazi   Molen არ ვიცი რა მნიშვ...   Jan 12 2010, 05:15 PM
აბე   ერთ-ერთმა მღვდელმა...   Jan 12 2010, 08:47 PM
sable   ერთ-ერთმა მღვდელმ...   Jan 13 2010, 01:56 AM
აბე   ალბათ სიმონ მაგოს...   Jan 13 2010, 01:27 PM
neo   მარტო რწმენა ვიწრ...   Jan 12 2010, 09:46 PM
afxazi   აბე ამას რატომ წერ,...   Jan 13 2010, 01:50 PM
აბე   აბე ამას რატომ წერ...   Jan 13 2010, 01:57 PM
xokaido   აბე პიროვნებისო??????...   Jan 13 2010, 02:20 PM
აბე   [b]აბე პიროვნებისო???...   Jan 13 2010, 02:27 PM
neo   1. მე ვარ ვენაჴი ჭეშ...   Jan 13 2010, 02:55 PM
afxazi   აბე ეს გამოთქმა არ ...   Jan 13 2010, 03:07 PM
აბე   [b]აბე ეს გამოთქმა ა...   Jan 13 2010, 04:02 PM
xokaido   "ფოკუსი" სასწაუ...   Jan 13 2010, 06:48 PM
neo   ძალიან საინტერეს...   Jan 13 2010, 07:02 PM
აბე   ძალიან საინტერესო...   Jan 14 2010, 10:49 AM
ნაინა   xokaido იჰ, რავა შეაერთ...   Jan 14 2010, 10:59 AM
afxazi   აბე ღვთაებრივი ძა...   Jan 14 2010, 11:40 AM
neo   დავაზუსტოთ აფხაზ ...   Jan 14 2010, 06:36 PM
gabrieli.   დავაზუსტოთ აფხაზ ...   Mar 22 2010, 12:21 AM
აბე   უფალი არის ყოველივ...   Jan 14 2010, 08:04 PM
guram   უფალი არის ყოველი...   Jan 22 2010, 10:36 PM
აბე   ჩემი აზრით მათ ეს ძ...   Jan 30 2010, 01:06 PM
neo   [quote] ცხონებისათვის ...   Jan 16 2010, 01:03 PM
agmsarebeli   ,,ეშმაკის ყველა ,,სა...   Jan 20 2010, 06:35 PM
morieli   მაინტერესებს მამუ...   Feb 13 2010, 02:48 PM
marine   „ადამიანი მარადიუ...   Oct 31 2014, 01:32 PM
sanfol   ჩვენი მიზანი ხომ ა...   Oct 31 2014, 06:02 PM
marine   ჩვენი მიზანი ხომ ა...   Oct 31 2014, 09:18 PM
A.V.M   sanfol შენი მსჯელობიდ...   Nov 1 2014, 01:20 AM
sanfol   A.V.M როგორ არ იყო, მაგ...   Nov 1 2014, 02:38 AM
marine   ანუ რასაც ის აკეთ...   Nov 1 2014, 02:16 PM
sanfol   რათქმაუნდა შეუძლი...   Nov 1 2014, 03:39 PM
marine   გასაგებია და წინა ...   Nov 1 2014, 07:08 PM
sanfol   მაგას კითხვა არც უ...   Nov 1 2014, 08:55 PM
marine   მადლობა და მნიშვნ...   Nov 1 2014, 09:06 PM
sanfol   1. ქრისტემ, როგორც ა...   Nov 1 2014, 09:16 PM
marine   თუ კი არ ვიცით, რომ ...   Nov 2 2014, 02:12 PM
sanfol   მასეთ შემთხვევაში...   Nov 2 2014, 02:19 PM
marine   მადლობთ პასუხების...   Nov 2 2014, 02:38 PM
A.V.M   ალბათ ძალიან დაღლი...   Nov 1 2014, 11:54 PM
sanfol   A.V.M მამა თეოდორე ამბ...   Nov 1 2014, 11:57 PM
sanfol   იოანეს მოწაფეთა შე...   Nov 2 2014, 02:34 PM
sanfol   marine   Nov 2 2014, 02:56 PM
marine   sanfol 1. მე ვფიქრობ, რო...   Nov 2 2014, 03:09 PM
sanfol   sanfol 1. მე ვფიქრობ, რო...   Nov 2 2014, 05:22 PM
marine   2. განღრთომაში რა ი...   Nov 2 2014, 05:40 PM
sanfol   უფლისადმი მსგავსე...   Nov 2 2014, 07:48 PM
marine   რა მაინტერესებს ს...   Nov 2 2014, 07:51 PM
sanfol   ვინც სამოთხეში ხვ...   Nov 3 2014, 04:09 PM
marine   მადლობა პასუხისთვ...   Nov 3 2014, 05:33 PM
marine   „უფლის ხელთუქმნელ...   Nov 4 2014, 02:00 PM
G_saxva   sanfol გაინტერესებს ქრ...   Nov 5 2014, 04:16 PM
sanfol   sanfol გაინტერესებს ქ...   Nov 5 2014, 05:11 PM
marine   ვთქვათ სასწაულები...   Nov 5 2014, 05:50 PM
G_saxva   ქრისტეში ერთდროულ...   Nov 6 2014, 09:56 AM
sanfol   ქრისტეში ერთდროულ...   Nov 6 2014, 02:16 PM
G_saxva   დიახ სახარება იმს...   Nov 7 2014, 10:09 AM
sanfol   დიახ სახარება იმს...   Nov 7 2014, 01:18 PM
marine   ქრისტეს აღდგომა ს...   Nov 8 2014, 02:38 PM
A.V.M   sanfol :oops: :ფიქრი1: :ლოდი...   Nov 7 2014, 11:44 PM
sanfol   sanfol :oops: :ფიქრი1: :ლოდ...   Nov 8 2014, 12:20 AM
A.V.M   sanfol ჩვენც ეგ გვინდა ...   Nov 8 2014, 03:17 PM
esre ars cheshmariteba     Nov 26 2014, 01:11 AM
marine   გ რაღაცის თქმა გი...   Nov 26 2014, 05:55 PM
sanfol   marine კარგია გადავხედ...   Nov 8 2014, 04:11 PM
A.V.M   sanfol თუ გაქვს წაკითხ...   Nov 8 2014, 06:16 PM
marine   sanfol სანდრო, თუ საღვთ...   Nov 8 2014, 08:05 PM
sanfol   A.V.M marine G_saxva მადლობთ, რო...   Nov 8 2014, 09:41 PM
marine   "უფალს არ უყვარს, ...   Nov 18 2014, 04:25 PM
marine   "ადვილი არ არის ა...   Nov 25 2014, 05:14 PM
sanfol   marine კეთილი ადამიან...   Nov 25 2014, 05:47 PM
marine   marine კეთილი ადამიან...   Nov 25 2014, 05:57 PM
sanfol   marine რომ დავუფიქრდე...   Nov 25 2014, 06:00 PM
marine   marine რომ დავუფიქრდე...   Nov 25 2014, 06:02 PM
sanfol   marine რამდენად სწორი...   Nov 25 2014, 06:48 PM
marine   marine რამდენად სწორი...   Nov 25 2014, 06:59 PM
sanfol   marine სახარების იქითა...   Nov 25 2014, 07:50 PM
marine   marine სახარების იქით...   Nov 25 2014, 07:54 PM
sanfol   marine შეიძლება ადამია...   Nov 25 2014, 08:46 PM
marine   marine შეიძლება ადამი...   Nov 25 2014, 08:49 PM
sanfol   ღმერთმა მეოთხე ადა...   Nov 28 2014, 07:22 PM
marine   ღმერთმა მეოთხე ად...   Nov 28 2014, 07:48 PM
sanfol   marine ქრისტე ხო იგივე ...   Nov 28 2014, 08:05 PM
marine   marine ქრისტე ხო იგივე ...   Nov 28 2014, 08:13 PM
sanfol   marine კი ვიცი და მაგიტ...   Nov 28 2014, 08:16 PM
marine   marine კი ვიცი და მაგიტ...   Nov 28 2014, 08:22 PM
sanfol   marine ეგ სულ გადამავი...   Nov 28 2014, 08:38 PM
marine   marine ეგ სულ გადამავი...   Nov 28 2014, 08:43 PM
sanfol   marine წიგნების კითხვა...   Nov 28 2014, 08:54 PM
afxazi   sanfol რაღაც ვერ აყალ...   Nov 28 2014, 09:16 PM
esre ars cheshmariteba   sanfol რაღაც ვერ აყალი...   Nov 29 2014, 11:04 PM
sanfol   afxazi ანუ ძე ღმერთმა მ...   Nov 29 2014, 01:11 AM
A.V.M   შმაგი მოსულა.... არი...   Nov 30 2014, 01:16 AM
afxazi   esre ars cheshmariteba მე სადმე ...   Nov 30 2014, 12:40 PM
sanfol   afxazi და ეს გრძელდება ...   Nov 30 2014, 01:20 PM
afxazi   sanfol კიდევე რთხელ ვ...   Nov 30 2014, 01:44 PM
sanfol   afxazi მადლობა პასუხებ...   Nov 30 2014, 06:15 PM
11 გვერდი V  1 2 3 > » 


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 29th May 2024 - 01:35 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი