ადამიანი - კითხვა ღვთიური ბუნების შესახებ |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ადამიანი - კითხვა ღვთიური ბუნების შესახებ |
Molen |
Jan 12 2010, 11:35 AM
პოსტი
#1
|
გიორგი ჯგუფი: Members პოსტები: 295 რეგისტრ.: 17-December 07 წევრი № 3,434 |
მოგესალმებით.
მაპატიეთ, ცოტა რთულ საკითხს ვეხები, მაგრამ იმდენად სერიოზული კამათი მქონდა ამასთან დაკავშირებით, რომ პასუხის ძიებაში ლამის შევიშალე. ის ხომ სწორედ ისეა, რომ ღვთიური გარეგნობა, თვისებები და ძალა ღმერთმა ადამიანს უბოძა, ანუ მოხდა სწორედ ისე რომ უფალმა ადამიანებს მისცა სწორედ იგივე უნარები რაც აქვს ტვიტონ, რაც ჩანს იქიდანაც რომ ვიცით უფალმა ადამიანი შექმნა თავის ხატად. სწორეა? აქედან გამომდინარე შეიდზლება ვივარაუდოთ, რომ ადამიანებს არ აქვთ "გაცოცხლებული" აღნიშნული თვისებები. ასეა? იესო დედამიწაზე იყო თუ არა ადამიანი?! ანუ იგი აქ, როგორც ღმერთი კი არა, როგორც მხოლოდ ადამიანური საწყისის მქონე ისე მოგვევლინა. მაგრამ მას ჰქონდა ყველა ის ადამიანური თვისებები რაც ადამიანს აქვს და ის ღვტიურიც რაც ასე ილუზიურად და მიუღწევლად ჩანს ჩვენი გადასახედიდან. ხომ ასეა? მაგალითად იესოს შეეძლო წალზე გაეარა, განეკურნა ავადმყოფები, აღედგინა მკვდრეთით გარდაცვლილები და ასე შემდეგ. ანუ ამ ყევალფრიდან გამომდინარე, ადამიანს, როგორც იესოს შეუძლია აკეთოს ის რასაც აკეთებდა უფალი, როცა მას ადამიანური სახე ჰქონდა. ასეა? და ბოლოს, როცა მიდგება საქმე იმაზე თუ როგორ ხდება ეს ყველაფერი, ჩვენ ვიცით რომ პასუხი არის მხოლოდ და მოხოლოდ რწმენაში, თუნდაც მარცვლისოდენაში. ასეა? რა მოიაზრება რწმენაში? და როგორ მიიღწევა იგი? შეუძლია კი ადამიანმა გააცოცხლოს თავის თავში ღვთიური ბუნება რწმენისა და უფლის მეშვეობით? -------------------- და უკანასკნელი მტერი განქარდება, - სიკდვილი (კორ. 15:26).
Solomon's Wisdom |
აბე |
Jan 12 2010, 02:02 PM
პოსტი
#2
|
აბესალომ ჯგუფი: Members პოსტები: 1,705 რეგისტრ.: 14-December 08 მდებარ.: თბილისი წევრი № 6,107 |
ადამიანში ღვთის ხატის არსებობის შესახებ მოვიძიე ეს:
ციტატა პროტოპრესვიტერი მიქაელ პომაზანსკი, "დოგმატური ღვთისმეტყველება" "მაინც რას ნიშნავს ღვთის ხატება ჩვენში? ეკლესიური სწავლება მხოლოდ იმას შეგვაგონებს, რომ ადამიანი საერთოდ არის შექმნილი „ხატად“, მაგრამ არ მიუთითებს, თუ ჩვენი ბუნების რომელ ნაწილშია იგი დამკვიდრებული. ეკლესიის მამები და მასწავლებლები ამ შეკითხვაზე განსხვავებულად პასუხობდნენ. ერთნი ღვთის ხატებას გონებაში პოულობდნენ, მეორენი - თავისუფალ ნებაში, მესამენი კი მას უკვდავებაში ხედავდნენ. ამ აზრთა შეჯამებით სრულად წარმოვიდგენთ, თუ რას ნიშნავს წმიდა მამათა სწავლების მიხედვით ღვთის ხატი ადამიანში." "ღვთის ხატის ტარების დასტურია ადამიანის სულის ისეთი მაღალი თვისებები, როგორებიცაა უკვდავება - პირველ რიგში, თავისუფალი ნება, გონება, წმიდა, უანგარო სიყვარულის ნიჭი." "დასასრულ შეიძლება ითქვას, რომ სულის ყოველი კეთილშობილი თვისება და უნარი ღვთის ხატის ასახვას წარმოადგენს." განსხვავდება თუ არა ერთმანეთისაგან „ხატი ღვთისა“ და „მსგავსება ღვთისა“? ეკლესიის წმიდა მამებისა და მასწავლებელთა უმეტესობა პასუხობს, რომ განსხვავდება. ისინი ხატს ღვთასას თავად სულის ბუნებაში პოულობენ, მსგავსებას კი - ადამიანის ზნეობრივ სრულყოფაში, მასში სათნოებათა, სიწმიდისა და სულიწმიდის ნიჭთა დამკვიდრებაში ხედავენ. ამრიგად, ღვთის ხატი ჩვენ უფლისაგან გვეძლევა შექმნისთანავე, ხოლო მსგავსება ჩვენ თავად უნდა შევიძინოთ. ღმერთი მხოლოდ ამის შესაძლებლობას გვაძლევს. გახდე „მსგავსი“, დამოკიდებულია ჩვენს ნებაზე და სათანადო მოღვაწეობით შესაძლებელი ხდება ამის მიღწევა. ამიტომაც არის ნათქვამი საღვთო „ბჭობაზე“: „ვქმნეთ კაცი ხატისაებრ ჩუენისა და მსგავსებისაებრ“, ხოლო თავად შექმნაზე „ხატად ღმრთისად შექმნა იგი“ (შესაქ. 1,26-27). წმ. გრიგოლ ნოსელის მსჯელობის თანახმად, ჩვენ საღვთო „ბჭობით“ მოგვეცა შესაძლებლობა, მისი „მსგავსნი“ გავხდეთ. ანუ როგორც ვხედავთ, ღვთის ხატების განმარტებაში არ იგულისხმება სამყაროს ძალების დამორჩილება. გარე სამყაროს დამორჩილება წარმოადგენს მაგიზმს, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ მიმზიდველად შეიძლება ჩანდეს ზოგიერთი ადამიანისათვის, იგი კატასტროფულად საშიშია, რის შესახებაც დეკანოზი თეოდორე გიგნაძე თავის ერთ-ერთ ქადაგებაში საუბრობს: ციტატა მაგია და რელიგია ზოგს ერთი და იგივე ჰგონია. ზოგი ფიქრობს, რომ მაგია, სწრაფვა მაგიისაკენ, მაგიურ რიტუალებში მონაწილეობა გარკვეულწილად რელიგიის სახეა და რელიგიის რაღაც განყოფილებაა. ეს ასე არ არის. მაგია სულ სხვა რამ არის. მაგია ეს არის შენს მიერ მცდელობა მიღმიერი სამყაროს ძალების დამორჩილებისა. აი შამანები რასაც აკეთებენ. ეს გავრცელებული იყო მაგალითად ამერიკელ ინდიელებთან, ავსტრალიაში. განსაკუთრებულად ეს გავრცელებული იყო იმ ხალხებში, რომლებიც მერე არ განვითარდნენ კულტურულად. ავსტრალიელი აბორიგენები მგონი ეხლაც ტიტვლები დარბიან და მშვილდისრებს ისვრიან. ამაზონის ჯუნგლებში კიდევ არიან ადამიანები, რომლებიც კვლავ იმ პირველყოფილ მდგომარეობაში იმყოფებიან. რატომ? -იმიტომ, რომ მათ არა აქვთ რელიგია, მათ აქვთ მაგია. კიდევ ვიმეორებ, მაგია არის დამორჩილება მიღმიერი სამყაროსი შენს სასარგებლოდ. ეხლა ადამიანი იტყვის, რა მნიშვნელობა აქვს კაცო, იქაც რაღაც რიტუალი ტარდება და რელიგიაშიც რიტუალები ტარდება. საქმე იმაშია, რომ მაგია კიდევ ერთი რამით განსხვავდება რელიგიისაგან. რელიგია, თუნდაც ის არასწორი და მცდარი იყოს, წარმართული იყოს, ადამიანისაგან რაღაცას ითხოვს. თუნდაც ზნეობრივ სრულყოფილებას. შეიძლება არა პიროვნულ სრულყოფილეებას, (ეს სხვა რამეა. სხვა არის პიროვნული სრულყოფილება, სხვა არის ზნეობრივი), მაგრამ უკვე რომ ზნეობრივ სრულყოფილებას ითხოვს, ეს ბევრ რამეს უკავშირდება, მთელს შენს არსებას განმსჭვალავს, მათ შორის ინტელექტსაც. ხოლო მაგია არ ითხოვს ამას. შენ შეიძლება როგორიც ხარ ისევ ისეთად დარჩე. მთავარია შენ ისწავლო, როგორ დაიმორჩილო გარე სამყარო. თუ ესე აკეთებ, შენ კულტურულად, როგორც ერი არ ვითარდები. თუ შენ ძველთაგანვე მაგიას მისდევ და შენი კულტურული მემკვიდრეობაა უკვე ეს და შენი ერის, შენი ხალხის ცხოვრებასთან თანაშეზრდილია ეს მაგია, მაშინ არ განვითარდები რა კულტურულად, არ განვითარდები ცივილურადაც, ტექნიკურადაც არ განვითარდები. მაგრამ თუ გავიდა ათასწლეულები და რელიგიური ერი იყავი და განვითარდი ჯერ კულტურულადაც და მერე ამას მოყვა განვითარება ინტელექტუალური და ამას მოყვა განვითარება ტექნიკური და ცივილური, მაგრამ რაღაც დონეზე შეწყვიტე რელიგიური ცხოვრება ერმა, მაშინ შეიძლება ისევ დეგრადირება მოხდეს და თუ დეგრადირება არ მოხდება ცივილური და ტექნიკური, კულტურული და ზნეობრივი დეგრადირება აუცილებლად მოხდება. რომელიც საბოლოო ჯამში კატასტროფამდე მიგიყვანს, იგივე ტექნიკური ცივილიზაციის არასწორი განვითარების გამო. რასაც ჩვენ დღეს თანამედროვე ცივილურ სამყაროში ვხვდებით. მართალია წარმოუდგენელია, რომ თანამედროვე ცივილიზაცია რაღაც მაგიურ რიტუალებს აკეთებდეს, მაგრამ ნახეთ დამოკიდებულება როგორია: არსი იგივეა, თუ ძველი აბორიგენი სადღაც იქ ჯუნგლებში ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ მას მიღმიერი სამყარო თავისთვის დაემორჩილებინა თავის საკეთილდღეოდ, თანამედროვე ცივილიზაცი იგივეს აკეთებს ოღონდ მატერიალურ სამყაროში, ყველაფერს აკეთებს, რომ ეს მატერიალური სამყარო თავის საკეთილდღეოდ, თავისი ფუფუნებისათვის დაიმორჩილოს, ოღონდ ისე, რომ მისი პირადი ზნეობრივი პასუხისმგებლობა არ დადგეს. მე თუ გინდა ნაგავი და ნაძირალა ვიყო, მაგრამ ისეთი მაგარი ფიზიკოსი და მათემატიკოსი ვიქნები, რომ ისეთ რამეს შევქმნი, რომელიც მთელ სამყაროს აატრიალებს. აი ეს დამოკიდებულება, არსი, პრინციპი იგივეა, რაც მაგიაში. ამიტომაც ჩვენ ვხედავთ იმას, რასაც ვხედავთ: ცივილიზაცია ვითარდება, ტექნიკური პროგრესია განსაცვიფრებელი, გამაოგნებელი და ადამიანის კულტურული დაცემაც სახეზეა, ზნეობრივი დეგრადირება სახეზეა და დღეს რომ გამწარებულები ფილმებს იღებენ რომლებშიც კატასტროფებია ნაჩვენები, ეს არც ისეთი აბსტრაქციაა ან რაღაც ფანტაზიაა. იმიტომ, რომ: ჯერ რელიგიურად - ადამიანის ზნეობრივი დეგრადირება იწვევს გარემო სამყაროს მოშლას, ბუნების ძალების მოშლას და კატასტროფებს. ეს რელიგიური დამოკიდებულება და, მერე მეორე: პირდაპირაც ჩანს ლოგიკურად, ადამიანებიც ტექნიკურ პროგრესს ვეღარ დაიჭერენ, ეს ყველაფერი ანადგურებს დედამიწას. ამიტომ მაგია საშიში იყო ძველადაც - ადამიანს განვითარების საშუალებას არ აძლევდა და ამგვარი დამოკიდებულება საშიშია დღესაც, იმიტომ რომ რისთვისაც მიგიღწევია ყველაფერი თავზე დაგემხობა. -------------------- მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი (ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება") |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 05:53 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი