სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| Molen |
Jan 12 2010, 11:35 AM
პოსტი
#1
|
![]() გიორგი ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 295 რეგისტრ.: 17-December 07 წევრი № 3,434 |
მოგესალმებით.
მაპატიეთ, ცოტა რთულ საკითხს ვეხები, მაგრამ იმდენად სერიოზული კამათი მქონდა ამასთან დაკავშირებით, რომ პასუხის ძიებაში ლამის შევიშალე. ის ხომ სწორედ ისეა, რომ ღვთიური გარეგნობა, თვისებები და ძალა ღმერთმა ადამიანს უბოძა, ანუ მოხდა სწორედ ისე რომ უფალმა ადამიანებს მისცა სწორედ იგივე უნარები რაც აქვს ტვიტონ, რაც ჩანს იქიდანაც რომ ვიცით უფალმა ადამიანი შექმნა თავის ხატად. სწორეა? აქედან გამომდინარე შეიდზლება ვივარაუდოთ, რომ ადამიანებს არ აქვთ "გაცოცხლებული" აღნიშნული თვისებები. ასეა? იესო დედამიწაზე იყო თუ არა ადამიანი?! ანუ იგი აქ, როგორც ღმერთი კი არა, როგორც მხოლოდ ადამიანური საწყისის მქონე ისე მოგვევლინა. მაგრამ მას ჰქონდა ყველა ის ადამიანური თვისებები რაც ადამიანს აქვს და ის ღვტიურიც რაც ასე ილუზიურად და მიუღწევლად ჩანს ჩვენი გადასახედიდან. ხომ ასეა? მაგალითად იესოს შეეძლო წალზე გაეარა, განეკურნა ავადმყოფები, აღედგინა მკვდრეთით გარდაცვლილები და ასე შემდეგ. ანუ ამ ყევალფრიდან გამომდინარე, ადამიანს, როგორც იესოს შეუძლია აკეთოს ის რასაც აკეთებდა უფალი, როცა მას ადამიანური სახე ჰქონდა. ასეა? და ბოლოს, როცა მიდგება საქმე იმაზე თუ როგორ ხდება ეს ყველაფერი, ჩვენ ვიცით რომ პასუხი არის მხოლოდ და მოხოლოდ რწმენაში, თუნდაც მარცვლისოდენაში. ასეა? რა მოიაზრება რწმენაში? და როგორ მიიღწევა იგი? შეუძლია კი ადამიანმა გააცოცხლოს თავის თავში ღვთიური ბუნება რწმენისა და უფლის მეშვეობით? -------------------- და უკანასკნელი მტერი განქარდება, - სიკდვილი (კორ. 15:26).
Solomon's Wisdom |
![]() ![]() |
| აბე |
Jan 12 2010, 02:02 PM
პოსტი
#2
|
![]() აბესალომ ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,705 რეგისტრ.: 14-December 08 მდებარ.: თბილისი წევრი № 6,107 |
ადამიანში ღვთის ხატის არსებობის შესახებ მოვიძიე ეს:
ციტატა პროტოპრესვიტერი მიქაელ პომაზანსკი, "დოგმატური ღვთისმეტყველება" "მაინც რას ნიშნავს ღვთის ხატება ჩვენში? ეკლესიური სწავლება მხოლოდ იმას შეგვაგონებს, რომ ადამიანი საერთოდ არის შექმნილი „ხატად“, მაგრამ არ მიუთითებს, თუ ჩვენი ბუნების რომელ ნაწილშია იგი დამკვიდრებული. ეკლესიის მამები და მასწავლებლები ამ შეკითხვაზე განსხვავებულად პასუხობდნენ. ერთნი ღვთის ხატებას გონებაში პოულობდნენ, მეორენი - თავისუფალ ნებაში, მესამენი კი მას უკვდავებაში ხედავდნენ. ამ აზრთა შეჯამებით სრულად წარმოვიდგენთ, თუ რას ნიშნავს წმიდა მამათა სწავლების მიხედვით ღვთის ხატი ადამიანში." "ღვთის ხატის ტარების დასტურია ადამიანის სულის ისეთი მაღალი თვისებები, როგორებიცაა უკვდავება - პირველ რიგში, თავისუფალი ნება, გონება, წმიდა, უანგარო სიყვარულის ნიჭი." "დასასრულ შეიძლება ითქვას, რომ სულის ყოველი კეთილშობილი თვისება და უნარი ღვთის ხატის ასახვას წარმოადგენს." განსხვავდება თუ არა ერთმანეთისაგან „ხატი ღვთისა“ და „მსგავსება ღვთისა“? ეკლესიის წმიდა მამებისა და მასწავლებელთა უმეტესობა პასუხობს, რომ განსხვავდება. ისინი ხატს ღვთასას თავად სულის ბუნებაში პოულობენ, მსგავსებას კი - ადამიანის ზნეობრივ სრულყოფაში, მასში სათნოებათა, სიწმიდისა და სულიწმიდის ნიჭთა დამკვიდრებაში ხედავენ. ამრიგად, ღვთის ხატი ჩვენ უფლისაგან გვეძლევა შექმნისთანავე, ხოლო მსგავსება ჩვენ თავად უნდა შევიძინოთ. ღმერთი მხოლოდ ამის შესაძლებლობას გვაძლევს. გახდე „მსგავსი“, დამოკიდებულია ჩვენს ნებაზე და სათანადო მოღვაწეობით შესაძლებელი ხდება ამის მიღწევა. ამიტომაც არის ნათქვამი საღვთო „ბჭობაზე“: „ვქმნეთ კაცი ხატისაებრ ჩუენისა და მსგავსებისაებრ“, ხოლო თავად შექმნაზე „ხატად ღმრთისად შექმნა იგი“ (შესაქ. 1,26-27). წმ. გრიგოლ ნოსელის მსჯელობის თანახმად, ჩვენ საღვთო „ბჭობით“ მოგვეცა შესაძლებლობა, მისი „მსგავსნი“ გავხდეთ. ანუ როგორც ვხედავთ, ღვთის ხატების განმარტებაში არ იგულისხმება სამყაროს ძალების დამორჩილება. გარე სამყაროს დამორჩილება წარმოადგენს მაგიზმს, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ მიმზიდველად შეიძლება ჩანდეს ზოგიერთი ადამიანისათვის, იგი კატასტროფულად საშიშია, რის შესახებაც დეკანოზი თეოდორე გიგნაძე თავის ერთ-ერთ ქადაგებაში საუბრობს: ციტატა მაგია და რელიგია ზოგს ერთი და იგივე ჰგონია. ზოგი ფიქრობს, რომ მაგია, სწრაფვა მაგიისაკენ, მაგიურ რიტუალებში მონაწილეობა გარკვეულწილად რელიგიის სახეა და რელიგიის რაღაც განყოფილებაა. ეს ასე არ არის. მაგია სულ სხვა რამ არის. მაგია ეს არის შენს მიერ მცდელობა მიღმიერი სამყაროს ძალების დამორჩილებისა. აი შამანები რასაც აკეთებენ. ეს გავრცელებული იყო მაგალითად ამერიკელ ინდიელებთან, ავსტრალიაში. განსაკუთრებულად ეს გავრცელებული იყო იმ ხალხებში, რომლებიც მერე არ განვითარდნენ კულტურულად. ავსტრალიელი აბორიგენები მგონი ეხლაც ტიტვლები დარბიან და მშვილდისრებს ისვრიან. ამაზონის ჯუნგლებში კიდევ არიან ადამიანები, რომლებიც კვლავ იმ პირველყოფილ მდგომარეობაში იმყოფებიან. რატომ? -იმიტომ, რომ მათ არა აქვთ რელიგია, მათ აქვთ მაგია. კიდევ ვიმეორებ, მაგია არის დამორჩილება მიღმიერი სამყაროსი შენს სასარგებლოდ. ეხლა ადამიანი იტყვის, რა მნიშვნელობა აქვს კაცო, იქაც რაღაც რიტუალი ტარდება და რელიგიაშიც რიტუალები ტარდება. საქმე იმაშია, რომ მაგია კიდევ ერთი რამით განსხვავდება რელიგიისაგან. რელიგია, თუნდაც ის არასწორი და მცდარი იყოს, წარმართული იყოს, ადამიანისაგან რაღაცას ითხოვს. თუნდაც ზნეობრივ სრულყოფილებას. შეიძლება არა პიროვნულ სრულყოფილეებას, (ეს სხვა რამეა. სხვა არის პიროვნული სრულყოფილება, სხვა არის ზნეობრივი), მაგრამ უკვე რომ ზნეობრივ სრულყოფილებას ითხოვს, ეს ბევრ რამეს უკავშირდება, მთელს შენს არსებას განმსჭვალავს, მათ შორის ინტელექტსაც. ხოლო მაგია არ ითხოვს ამას. შენ შეიძლება როგორიც ხარ ისევ ისეთად დარჩე. მთავარია შენ ისწავლო, როგორ დაიმორჩილო გარე სამყარო. თუ ესე აკეთებ, შენ კულტურულად, როგორც ერი არ ვითარდები. თუ შენ ძველთაგანვე მაგიას მისდევ და შენი კულტურული მემკვიდრეობაა უკვე ეს და შენი ერის, შენი ხალხის ცხოვრებასთან თანაშეზრდილია ეს მაგია, მაშინ არ განვითარდები რა კულტურულად, არ განვითარდები ცივილურადაც, ტექნიკურადაც არ განვითარდები. მაგრამ თუ გავიდა ათასწლეულები და რელიგიური ერი იყავი და განვითარდი ჯერ კულტურულადაც და მერე ამას მოყვა განვითარება ინტელექტუალური და ამას მოყვა განვითარება ტექნიკური და ცივილური, მაგრამ რაღაც დონეზე შეწყვიტე რელიგიური ცხოვრება ერმა, მაშინ შეიძლება ისევ დეგრადირება მოხდეს და თუ დეგრადირება არ მოხდება ცივილური და ტექნიკური, კულტურული და ზნეობრივი დეგრადირება აუცილებლად მოხდება. რომელიც საბოლოო ჯამში კატასტროფამდე მიგიყვანს, იგივე ტექნიკური ცივილიზაციის არასწორი განვითარების გამო. რასაც ჩვენ დღეს თანამედროვე ცივილურ სამყაროში ვხვდებით. მართალია წარმოუდგენელია, რომ თანამედროვე ცივილიზაცია რაღაც მაგიურ რიტუალებს აკეთებდეს, მაგრამ ნახეთ დამოკიდებულება როგორია: არსი იგივეა, თუ ძველი აბორიგენი სადღაც იქ ჯუნგლებში ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ მას მიღმიერი სამყარო თავისთვის დაემორჩილებინა თავის საკეთილდღეოდ, თანამედროვე ცივილიზაცი იგივეს აკეთებს ოღონდ მატერიალურ სამყაროში, ყველაფერს აკეთებს, რომ ეს მატერიალური სამყარო თავის საკეთილდღეოდ, თავისი ფუფუნებისათვის დაიმორჩილოს, ოღონდ ისე, რომ მისი პირადი ზნეობრივი პასუხისმგებლობა არ დადგეს. მე თუ გინდა ნაგავი და ნაძირალა ვიყო, მაგრამ ისეთი მაგარი ფიზიკოსი და მათემატიკოსი ვიქნები, რომ ისეთ რამეს შევქმნი, რომელიც მთელ სამყაროს აატრიალებს. აი ეს დამოკიდებულება, არსი, პრინციპი იგივეა, რაც მაგიაში. ამიტომაც ჩვენ ვხედავთ იმას, რასაც ვხედავთ: ცივილიზაცია ვითარდება, ტექნიკური პროგრესია განსაცვიფრებელი, გამაოგნებელი და ადამიანის კულტურული დაცემაც სახეზეა, ზნეობრივი დეგრადირება სახეზეა და დღეს რომ გამწარებულები ფილმებს იღებენ რომლებშიც კატასტროფებია ნაჩვენები, ეს არც ისეთი აბსტრაქციაა ან რაღაც ფანტაზიაა. იმიტომ, რომ: ჯერ რელიგიურად - ადამიანის ზნეობრივი დეგრადირება იწვევს გარემო სამყაროს მოშლას, ბუნების ძალების მოშლას და კატასტროფებს. ეს რელიგიური დამოკიდებულება და, მერე მეორე: პირდაპირაც ჩანს ლოგიკურად, ადამიანებიც ტექნიკურ პროგრესს ვეღარ დაიჭერენ, ეს ყველაფერი ანადგურებს დედამიწას. ამიტომ მაგია საშიში იყო ძველადაც - ადამიანს განვითარების საშუალებას არ აძლევდა და ამგვარი დამოკიდებულება საშიშია დღესაც, იმიტომ რომ რისთვისაც მიგიღწევია ყველაფერი თავზე დაგემხობა. -------------------- მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი (ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება") |
Molen ადამიანი - კითხვა ღვთიური ბუნების შესახებ Jan 12 2010, 11:35 AM
afxazi ვინაიდან კითხვა დო... Jan 12 2010, 04:07 PM
afxazi Molen
არ ვიცი რა მნიშვ... Jan 12 2010, 05:15 PM
აბე ერთ-ერთმა მღვდელმა... Jan 12 2010, 08:47 PM
sable
ერთ-ერთმა მღვდელმ... Jan 13 2010, 01:56 AM
აბე
ალბათ სიმონ მაგოს... Jan 13 2010, 01:27 PM
neo
მარტო რწმენა ვიწრ... Jan 12 2010, 09:46 PM
afxazi აბე
ამას რატომ წერ,... Jan 13 2010, 01:50 PM
აბე
აბე
ამას რატომ წერ... Jan 13 2010, 01:57 PM
xokaido აბე
პიროვნებისო??????... Jan 13 2010, 02:20 PM
აბე
[b]აბე
პიროვნებისო???... Jan 13 2010, 02:27 PM
neo 1. მე ვარ ვენაჴი ჭეშ... Jan 13 2010, 02:55 PM
afxazi აბე
ეს გამოთქმა არ ... Jan 13 2010, 03:07 PM
აბე
[b]აბე
ეს გამოთქმა ა... Jan 13 2010, 04:02 PM
xokaido "ფოკუსი" სასწაუ... Jan 13 2010, 06:48 PM
neo
ძალიან საინტერეს... Jan 13 2010, 07:02 PM
აბე
ძალიან საინტერესო... Jan 14 2010, 10:49 AM
ნაინა xokaido
იჰ, რავა შეაერთ... Jan 14 2010, 10:59 AM
afxazi აბე
ღვთაებრივი ძა... Jan 14 2010, 11:40 AM
neo
დავაზუსტოთ აფხაზ ... Jan 14 2010, 06:36 PM
gabrieli.
დავაზუსტოთ აფხაზ ... Mar 22 2010, 12:21 AM
აბე უფალი არის ყოველივ... Jan 14 2010, 08:04 PM
guram
უფალი არის ყოველი... Jan 22 2010, 10:36 PM
აბე
ჩემი აზრით მათ ეს ძ... Jan 30 2010, 01:06 PM
neo [quote] ცხონებისათვის ... Jan 16 2010, 01:03 PM
agmsarebeli ,,ეშმაკის ყველა ,,სა... Jan 20 2010, 06:35 PM
morieli მაინტერესებს მამუ... Feb 13 2010, 02:48 PM
marine „ადამიანი მარადიუ... Oct 31 2014, 01:32 PM
sanfol ჩვენი მიზანი ხომ ა... Oct 31 2014, 06:02 PM
marine
ჩვენი მიზანი ხომ ა... Oct 31 2014, 09:18 PM
A.V.M sanfol
შენი მსჯელობიდ... Nov 1 2014, 01:20 AM
sanfol A.V.M
როგორ არ იყო, მაგ... Nov 1 2014, 02:38 AM
marine
ანუ რასაც ის აკეთ... Nov 1 2014, 02:16 PM
sanfol
რათქმაუნდა შეუძლი... Nov 1 2014, 03:39 PM
marine
გასაგებია და წინა ... Nov 1 2014, 07:08 PM
sanfol
მაგას კითხვა არც უ... Nov 1 2014, 08:55 PM
marine
მადლობა და მნიშვნ... Nov 1 2014, 09:06 PM
sanfol
1. ქრისტემ, როგორც ა... Nov 1 2014, 09:16 PM
marine
თუ კი არ ვიცით, რომ ... Nov 2 2014, 02:12 PM
sanfol
მასეთ შემთხვევაში... Nov 2 2014, 02:19 PM
marine
მადლობთ პასუხების... Nov 2 2014, 02:38 PM
A.V.M ალბათ ძალიან დაღლი... Nov 1 2014, 11:54 PM
sanfol A.V.M
მამა თეოდორე ამბ... Nov 1 2014, 11:57 PM
sanfol იოანეს მოწაფეთა შე... Nov 2 2014, 02:34 PM
sanfol marine
Nov 2 2014, 02:56 PM
marine sanfol
1. მე ვფიქრობ, რო... Nov 2 2014, 03:09 PM
sanfol
sanfol
1. მე ვფიქრობ, რო... Nov 2 2014, 05:22 PM
marine
2. განღრთომაში რა ი... Nov 2 2014, 05:40 PM
sanfol
უფლისადმი მსგავსე... Nov 2 2014, 07:48 PM
marine
რა მაინტერესებს ს... Nov 2 2014, 07:51 PM
sanfol
ვინც სამოთხეში ხვ... Nov 3 2014, 04:09 PM
marine
მადლობა პასუხისთვ... Nov 3 2014, 05:33 PM
marine „უფლის ხელთუქმნელ... Nov 4 2014, 02:00 PM
G_saxva sanfol
გაინტერესებს ქრ... Nov 5 2014, 04:16 PM
sanfol
sanfol
გაინტერესებს ქ... Nov 5 2014, 05:11 PM
marine
ვთქვათ სასწაულები... Nov 5 2014, 05:50 PM
G_saxva
ქრისტეში ერთდროულ... Nov 6 2014, 09:56 AM
sanfol
ქრისტეში ერთდროულ... Nov 6 2014, 02:16 PM
G_saxva
დიახ სახარება იმს... Nov 7 2014, 10:09 AM
sanfol
დიახ სახარება იმს... Nov 7 2014, 01:18 PM
marine
ქრისტეს აღდგომა ს... Nov 8 2014, 02:38 PM
A.V.M sanfol
:oops: :ფიქრი1: :ლოდი... Nov 7 2014, 11:44 PM
sanfol
sanfol
:oops: :ფიქრი1: :ლოდ... Nov 8 2014, 12:20 AM
A.V.M sanfol
ჩვენც ეგ გვინდა ... Nov 8 2014, 03:17 PM
esre ars cheshmariteba გ Nov 26 2014, 01:11 AM
marine
გ
რაღაცის თქმა გი... Nov 26 2014, 05:55 PM
sanfol marine
კარგია გადავხედ... Nov 8 2014, 04:11 PM
A.V.M sanfol
თუ გაქვს წაკითხ... Nov 8 2014, 06:16 PM
marine sanfol
სანდრო, თუ საღვთ... Nov 8 2014, 08:05 PM
sanfol A.V.M
marine
G_saxva
მადლობთ, რო... Nov 8 2014, 09:41 PM
marine "უფალს არ უყვარს, ... Nov 18 2014, 04:25 PM
marine "ადვილი არ არის ა... Nov 25 2014, 05:14 PM
sanfol marine
კეთილი ადამიან... Nov 25 2014, 05:47 PM
marine
marine
კეთილი ადამიან... Nov 25 2014, 05:57 PM
sanfol marine
რომ დავუფიქრდე... Nov 25 2014, 06:00 PM
marine
marine
რომ დავუფიქრდე... Nov 25 2014, 06:02 PM
sanfol marine
რამდენად სწორი... Nov 25 2014, 06:48 PM
marine
marine
რამდენად სწორი... Nov 25 2014, 06:59 PM
sanfol marine
სახარების იქითა... Nov 25 2014, 07:50 PM
marine
marine
სახარების იქით... Nov 25 2014, 07:54 PM
sanfol marine
შეიძლება ადამია... Nov 25 2014, 08:46 PM
marine
marine
შეიძლება ადამი... Nov 25 2014, 08:49 PM
sanfol ღმერთმა მეოთხე ადა... Nov 28 2014, 07:22 PM
marine
ღმერთმა მეოთხე ად... Nov 28 2014, 07:48 PM
sanfol marine
ქრისტე ხო იგივე ... Nov 28 2014, 08:05 PM
marine
marine
ქრისტე ხო იგივე ... Nov 28 2014, 08:13 PM
sanfol marine
კი ვიცი და მაგიტ... Nov 28 2014, 08:16 PM
marine
marine
კი ვიცი და მაგიტ... Nov 28 2014, 08:22 PM
sanfol marine
ეგ სულ გადამავი... Nov 28 2014, 08:38 PM
marine
marine
ეგ სულ გადამავი... Nov 28 2014, 08:43 PM
sanfol marine
წიგნების კითხვა... Nov 28 2014, 08:54 PM
afxazi sanfol
რაღაც ვერ აყალ... Nov 28 2014, 09:16 PM
esre ars cheshmariteba
sanfol
რაღაც ვერ აყალი... Nov 29 2014, 11:04 PM
sanfol afxazi
ანუ ძე ღმერთმა მ... Nov 29 2014, 01:11 AM
A.V.M შმაგი მოსულა.... არი... Nov 30 2014, 01:16 AM
afxazi esre ars cheshmariteba
მე სადმე ... Nov 30 2014, 12:40 PM
sanfol afxazi
და ეს გრძელდება ... Nov 30 2014, 01:20 PM
afxazi sanfol
კიდევე რთხელ ვ... Nov 30 2014, 01:44 PM
sanfol afxazi
მადლობა პასუხებ... Nov 30 2014, 06:15 PM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 5th November 2025 - 03:36 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი