გამოფენები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
გამოფენები |
მაგდალინა |
Nov 24 2009, 02:20 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 924 რეგისტრ.: 15-September 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 194 |
აქ დავდოთ ხოლმე გამოფენების ანონსები
დღეს, 24 ნოემბერს, 13:00 საათზე, სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდობის სულიერი განვითარების ცენტრში ელენე ახვლედიანის სახელობის ბავშვთა სურათების გალერეა აწყობს გამოფენას "გიორგობა". ექსპოზიციაში წარმოდგენილია სმენადაქვეითებული ბავშვების - 203 საჯარო სკოლა, ნინოწმინდის, თბილისის საჯარო სკოლების და გალერეის თავისუფალი ხატვის ჯგუფების 230 ნორჩი მხატვრის ნამუშევრები. დღეს, 24 ნოემბერს, 17:00 საათზე, გალერეა "ვერნისაჟში" გაიხსნება მხატვართა ჯგუფის გამოფენა სახელწოდებით "ფერადი ნავი". გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება თორნიკე აბულაძის, ირაკლი ჩიქოვანისა და ბექა სვირავას ნამუშევრები. გამოფენა გაგრძელდება 29 ნოემბრამდე. გალერეა "ვერნისაჟის" ახალი მისამართია: ძმები ზუბალაშვილების ქ. # 7. -------------------- დიდ არს უფალი!!!
|
მაგდალინა |
Jan 12 2010, 02:57 PM
პოსტი
#2
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 924 რეგისტრ.: 15-September 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 194 |
doroTea
22 ან 27 იანვრამდე, თუ არ ვცდები. დღეს, 12 იანვარს, 16:00 საათზე, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გაიხსნება გამოფენა, სახელწოდებით "შობიდან ნათლისღებამდე". ექსპოზიციის მიზანია თავი მოუყაროს და სიუჟეტური თანმიმდევრობით წარმოაჩინოს უნიკალური ქართული ხელნაწერები, რომელშიც მოვლენები ასახულია მაცხოვრის შობიდან ნათლისღებამდე. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი გამოფენაზე წარმოადგენს XII-XVIII საუკუნეების მოხატულ ხელნაწერებს. საექსპოზიციო თემა მოიცავს ოთხ დიდ დღესასწაულს (შობა, წინადაცვეთა, მირქმა, ნათლისღება), რომლის ილუსტრირებაც ხდება ათი სიუჟეტით. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება შემდეგი ხელნაწერების ორიგინალები: გელათის (XII ს.), ჯრუჭის (XII ს.), ვანის (XII-XIII სს.), ლარგვისისა (XIII ს.) და სხვა სახარებები. ექსპოზიცია 22 იანვრამდე გაგრძელდება. -------------------- დიდ არს უფალი!!!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 29th May 2024 - 08:05 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი