ადამიანი - კითხვა ღვთიური ბუნების შესახებ |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ადამიანი - კითხვა ღვთიური ბუნების შესახებ |
Molen |
Jan 12 2010, 11:35 AM
პოსტი
#1
|
გიორგი ჯგუფი: Members პოსტები: 295 რეგისტრ.: 17-December 07 წევრი № 3,434 |
მოგესალმებით.
მაპატიეთ, ცოტა რთულ საკითხს ვეხები, მაგრამ იმდენად სერიოზული კამათი მქონდა ამასთან დაკავშირებით, რომ პასუხის ძიებაში ლამის შევიშალე. ის ხომ სწორედ ისეა, რომ ღვთიური გარეგნობა, თვისებები და ძალა ღმერთმა ადამიანს უბოძა, ანუ მოხდა სწორედ ისე რომ უფალმა ადამიანებს მისცა სწორედ იგივე უნარები რაც აქვს ტვიტონ, რაც ჩანს იქიდანაც რომ ვიცით უფალმა ადამიანი შექმნა თავის ხატად. სწორეა? აქედან გამომდინარე შეიდზლება ვივარაუდოთ, რომ ადამიანებს არ აქვთ "გაცოცხლებული" აღნიშნული თვისებები. ასეა? იესო დედამიწაზე იყო თუ არა ადამიანი?! ანუ იგი აქ, როგორც ღმერთი კი არა, როგორც მხოლოდ ადამიანური საწყისის მქონე ისე მოგვევლინა. მაგრამ მას ჰქონდა ყველა ის ადამიანური თვისებები რაც ადამიანს აქვს და ის ღვტიურიც რაც ასე ილუზიურად და მიუღწევლად ჩანს ჩვენი გადასახედიდან. ხომ ასეა? მაგალითად იესოს შეეძლო წალზე გაეარა, განეკურნა ავადმყოფები, აღედგინა მკვდრეთით გარდაცვლილები და ასე შემდეგ. ანუ ამ ყევალფრიდან გამომდინარე, ადამიანს, როგორც იესოს შეუძლია აკეთოს ის რასაც აკეთებდა უფალი, როცა მას ადამიანური სახე ჰქონდა. ასეა? და ბოლოს, როცა მიდგება საქმე იმაზე თუ როგორ ხდება ეს ყველაფერი, ჩვენ ვიცით რომ პასუხი არის მხოლოდ და მოხოლოდ რწმენაში, თუნდაც მარცვლისოდენაში. ასეა? რა მოიაზრება რწმენაში? და როგორ მიიღწევა იგი? შეუძლია კი ადამიანმა გააცოცხლოს თავის თავში ღვთიური ბუნება რწმენისა და უფლის მეშვეობით? -------------------- და უკანასკნელი მტერი განქარდება, - სიკდვილი (კორ. 15:26).
Solomon's Wisdom |
afxazi |
Jan 12 2010, 05:15 PM
პოსტი
#2
|
დავითი ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 |
Molen
ციტატა ის ხომ სწორედ ისეა, რომ ღვთიური გარეგნობა, თვისებები და ძალა ღმერთმა ადამიანს უბოძა, ანუ მოხდა სწორედ ისე რომ უფალმა ადამიანებს მისცა სწორედ იგივე უნარები რაც აქვს ტვიტონ, რაც ჩანს იქიდანაც რომ ვიცით უფალმა ადამიანი შექმნა თავის ხატად. სწორეა? არ ვიცი რა მნიშვნელობით ხმარობ აქ სიტყვა "გარეგნობას", რადგან დაუსაბამოსა და შემოუსაზღვრელზე საუბრისას ვერ გამოვიყენებთ ტერმინ "გარეგნობას". ვერც იმას ვიტყვით რომ ადამიანს ღმერთის იდენტური თვისებები აქვს, რადგან ადამიანი ქმნილებაა და შესაბამისად მადლისმიერად აქვს ბოძებული იმ თვისებათა მხოლოდ ანარეკლები, რაც შეუქმნელ არსს ბუნებითად აქვს. ღმერთი ყოველივეზე მაღლა დგას, მის მიმართ ვერ ვისაუბრებთ ადამიანური თვალთახედვით. ჩვენ ის უფრო შეგვიძლია ვთქვათ რა არ არის ღმერთი, ვიდრე ის თუ რა არის იგი. ციტატა აქედან გამომდინარე შეიდზლება ვივარაუდოთ, რომ ადამიანებს არ აქვთ "გაცოცხლებული" აღნიშნული თვისებები. ასეა? ვერ ვივარაუდებთ, რადგან როგორც ზემოთ აღინიშნა ადამიანს, როგორც ქმნილებას, არ აქვს შეუქმნელი და უკვდავი არსის ბუნების დამახასიათებელი თვისებები. მაგალიტად ფერისვალებისას მომხდარი სასწაულის აღწერისას მახარებელი იყენებს გამოთქმას, რომ იესო გაბრწყინდა ვითარცა მზე, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის სინათლე რამაც მაშინ უფალი მოიცვა მართლაც მზის სინათლე იყო. ამ შემთხვევაში მზე იყო ის მაქსიმალური და ყველაზე მანათობელი ობიექტი, რომლის ნათებასაც შეიძლებოდა შეედარებინა მახარებელს ფერისცვალების ნათელი. სინამდვილეში აქ შედარებაც წარმოუდგენელია, რადგან უფლისმიერი ნათელი, თავისი არსით, გამოუთქმელია. უბრალოდ მატერიალურმა სიტყვამ ამგვარად დაიტია ეს ნათება, რაც ცხადია არ გამოხატავს ამ ნათების არსს. ამგვარადვე როდესაც ვამბობთ, რომ ღმერთი სიყვარულია, კეთილია, ყოვლადსამართლიანია და ასე შემდეგ, ამ ტერმინებს ვიყენებთ იმ გაგებით, მათი მეშვეობით გამოიხატება სათნოებითი მოღვაწეობის ესა თუ ის მხარე, მწვერვალი ამ სათნოებითი მოღვაწეობისა. ეს სიტყვები ოდნავადაც კი ვერ გამოხატავს არსს იმ თვისებებისას, რაც სინამდვილეში ღმერთს აქვს. ადამიანს მხოლოდ ხელეწიფება მიემსგავსოს ამ თვისებებს. ამ სიტყვებით მხოლოდ და მხოლოდ ეს მსგავსება გადმოიცემა და არა არსი უფლისმიერი თვისებებისა. შესაბამისად ვერ ვიტყვით რომ ადამიანს აუმოქმედებელი აქვს რაღაც ღვთიური თვისება, რადგან ეს მას საერთოდ არ აქვს, რადგან ქმნილება ამას ვერ დაიტევდა (შეუსაბამოა ერთიმეორისგან). ადამიანს შეუძლია აამოქმედოს ყველა ის თვისება, რაც ანარეკლია უფლისმიერი თვისებებისა და ამით მიემსგავსოს ერტადერთ ბუნებით კეთილს, სიყვარულს და ასე შემდეგ. ციტატა იესო დედამიწაზე იყო თუ არა ადამიანი?! ანუ იგი აქ, როგორც ღმერთი კი არა, როგორც მხოლოდ ადამიანური საწყისის მქონე ისე მოგვევლინა. მაგრამ მას ჰქონდა ყველა ის ადამიანური თვისებები რაც ადამიანს აქვს და ის ღვტიურიც რაც ასე ილუზიურად და მიუღწევლად ჩანს ჩვენი გადასახედიდან. ხომ ასეა? მაგალითად იესოს შეეძლო წალზე გაეარა, განეკურნა ავადმყოფები, აღედგინა მკვდრეთით გარდაცვლილები და ასე შემდეგ. ანუ ამ ყევალფრიდან გამომდინარე, ადამიანს, როგორც იესოს შეუძლია აკეთოს ის რასაც აკეთებდა უფალი, როცა მას ადამიანური სახე ჰქონდა. ასეა? დასაწყისშივე მცდარი ფორუმილრებაა, რადგან ეს უფრო ნესტორიანიზმია, ვიდრე მართლმადიდებლობა. ღმერთმა მიიღო ადამიანური ბუნება ჩასახვის პირველწამიდანვე და არა ისე, რომ ჯერ გაჩნდა იესო, როგორც კაცი და შემდეგ ჩასახლდა მასში ღვთიურობა. ასე გამოვიდოდა, რომ ღმერთმა მიიღო ერთი კონკრეტული პიროვნება და ის გამოიხსნა. რადგან მთლიანად ადამიანურ ბუნებას ესაჭიროებოდა კურნება, შესაბამისად ღმერთმა მიიღო სწორედ ადამიანური ბუნება. აქედან გამომდინარე განკაცებული ძე ღვთისა არის ერთი ჰიპსტასი, ღმერთკაცი, ერთი პირი, ორბუნებვანი. იგი არის შეუქმნელი როგორც ღმერთი და არის ქმნილი, როგორც კაცი, ცხადია შეურევნელად. აქედან კი გასაგები ხდება თუ რატომ ავლენდა იესო ზეადამიანურ თვისებებს, რაც მას, როგორც წმ. იოანე დამასკელი ამბობს, ღვთაებრივ ბუნებასთან შეერთებით გამდიდრებითად აქვს. როგორც რკინა იძენს დამწვრობის თვისებას ცეცხლთან შეერთებისას. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 06:55 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი