ადამიანი - კითხვა ღვთიური ბუნების შესახებ |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ადამიანი - კითხვა ღვთიური ბუნების შესახებ |
Molen |
Jan 12 2010, 11:35 AM
პოსტი
#41
|
გიორგი ჯგუფი: Members პოსტები: 295 რეგისტრ.: 17-December 07 წევრი № 3,434 |
მოგესალმებით.
მაპატიეთ, ცოტა რთულ საკითხს ვეხები, მაგრამ იმდენად სერიოზული კამათი მქონდა ამასთან დაკავშირებით, რომ პასუხის ძიებაში ლამის შევიშალე. ის ხომ სწორედ ისეა, რომ ღვთიური გარეგნობა, თვისებები და ძალა ღმერთმა ადამიანს უბოძა, ანუ მოხდა სწორედ ისე რომ უფალმა ადამიანებს მისცა სწორედ იგივე უნარები რაც აქვს ტვიტონ, რაც ჩანს იქიდანაც რომ ვიცით უფალმა ადამიანი შექმნა თავის ხატად. სწორეა? აქედან გამომდინარე შეიდზლება ვივარაუდოთ, რომ ადამიანებს არ აქვთ "გაცოცხლებული" აღნიშნული თვისებები. ასეა? იესო დედამიწაზე იყო თუ არა ადამიანი?! ანუ იგი აქ, როგორც ღმერთი კი არა, როგორც მხოლოდ ადამიანური საწყისის მქონე ისე მოგვევლინა. მაგრამ მას ჰქონდა ყველა ის ადამიანური თვისებები რაც ადამიანს აქვს და ის ღვტიურიც რაც ასე ილუზიურად და მიუღწევლად ჩანს ჩვენი გადასახედიდან. ხომ ასეა? მაგალითად იესოს შეეძლო წალზე გაეარა, განეკურნა ავადმყოფები, აღედგინა მკვდრეთით გარდაცვლილები და ასე შემდეგ. ანუ ამ ყევალფრიდან გამომდინარე, ადამიანს, როგორც იესოს შეუძლია აკეთოს ის რასაც აკეთებდა უფალი, როცა მას ადამიანური სახე ჰქონდა. ასეა? და ბოლოს, როცა მიდგება საქმე იმაზე თუ როგორ ხდება ეს ყველაფერი, ჩვენ ვიცით რომ პასუხი არის მხოლოდ და მოხოლოდ რწმენაში, თუნდაც მარცვლისოდენაში. ასეა? რა მოიაზრება რწმენაში? და როგორ მიიღწევა იგი? შეუძლია კი ადამიანმა გააცოცხლოს თავის თავში ღვთიური ბუნება რწმენისა და უფლის მეშვეობით? -------------------- და უკანასკნელი მტერი განქარდება, - სიკდვილი (კორ. 15:26).
Solomon's Wisdom |
afxazi |
Jan 13 2010, 01:50 PM
პოსტი
#42
|
დავითი ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 |
აბე
ციტატა და კიდევ ერთი რაღაც მინდა აღვნიშნო. პირადად მე არასწორად მიმაჩნია ღვთის თვისებებიდან ყურადღების გამახვილება მის ყოვლისშემძლეობაზე ამას რატომ წერ, რას ქვია არ შეიძლება ღვთის ყოვლისშემძლეობას ადარებ ეშმაკის ყოვლიშემძლეობას? ეს ხომ არარეალურია. აქ საუბარია ბუნებით თვისებაზე და არა შეძენილ რაღაც თვისებაზე. ნუ აგვერევა ერთმანეთში ბუნებითი და შეძენელი თვისება. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
აბე |
Jan 13 2010, 01:57 PM
პოსტი
#43
|
აბესალომ ჯგუფი: Members პოსტები: 1,705 რეგისტრ.: 14-December 08 მდებარ.: თბილისი წევრი № 6,107 |
აბე ამას რატომ წერ, რას ქვია არ შეიძლება ღვთის ყოვლისშემძლეობას ადარებ ეშმაკის ყოვლიშემძლეობას? ეს ხომ არარეალურია. აქ საუბარია ბუნებით თვისებაზე და არა შეძენილ რაღაც თვისებაზე. ნუ აგვერევა ერთმანეთში ბუნებითი და შეძენელი თვისება. არა, ბოლოს მივუწერე ციტატა მაგრამ ღმერთის ისეთი თვისებები, როგორიცაა მაგალითად მისი ენითგამოუთქმელი სიყვარული, ეშმაკს არც კი დაესიზმრება. თუმცა, ღვთის ყოვლისშემძლეობა რას მოიცავს, ეგეც ვერ დაესიზმრება ეშმაკს. ანუ იმისი თქმა მინდოდა, რომ ჩემთვის სიტყვა "ღმერთის" გაგონებაზე პირველად მისი ძლიერება კი არ უნდა მახსენდებოდეს და რა სასწაულების გაკეთება შეუძლია და ა.შ., არამედ მისი სიყვარული... ანუ ეშმაკსაც ხომ აქვს გარკვეული სასწაულების მოხდენის უნარი, რომელიც რა თქმა უნდა ახლოსაც ვერ მივა ღვთის ყოვლისშემძლეობასთან. საერთოდ ღმერთმა არ მისცა მას ეს უნარიც?! ხოდა, ძლიერება არ არის პიროვნების ყველაზე მნიშვნელოვანი თვისება თქო რა, რადგანაც გარკვეულ ფარგლებში მოქცეული ძლიერება ეშმაკსაც კი აქვს.... ვერ ჩამოვაყალიბე, მარა ხო მიმიხვდით რასაც ვგულისხმობ... -------------------- მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი (ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება") |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd September 2024 - 12:11 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი