ადამიანი - კითხვა ღვთიური ბუნების შესახებ |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ადამიანი - კითხვა ღვთიური ბუნების შესახებ |
Molen |
Jan 12 2010, 11:35 AM
პოსტი
#1081
|
გიორგი ჯგუფი: Members პოსტები: 295 რეგისტრ.: 17-December 07 წევრი № 3,434 |
მოგესალმებით.
მაპატიეთ, ცოტა რთულ საკითხს ვეხები, მაგრამ იმდენად სერიოზული კამათი მქონდა ამასთან დაკავშირებით, რომ პასუხის ძიებაში ლამის შევიშალე. ის ხომ სწორედ ისეა, რომ ღვთიური გარეგნობა, თვისებები და ძალა ღმერთმა ადამიანს უბოძა, ანუ მოხდა სწორედ ისე რომ უფალმა ადამიანებს მისცა სწორედ იგივე უნარები რაც აქვს ტვიტონ, რაც ჩანს იქიდანაც რომ ვიცით უფალმა ადამიანი შექმნა თავის ხატად. სწორეა? აქედან გამომდინარე შეიდზლება ვივარაუდოთ, რომ ადამიანებს არ აქვთ "გაცოცხლებული" აღნიშნული თვისებები. ასეა? იესო დედამიწაზე იყო თუ არა ადამიანი?! ანუ იგი აქ, როგორც ღმერთი კი არა, როგორც მხოლოდ ადამიანური საწყისის მქონე ისე მოგვევლინა. მაგრამ მას ჰქონდა ყველა ის ადამიანური თვისებები რაც ადამიანს აქვს და ის ღვტიურიც რაც ასე ილუზიურად და მიუღწევლად ჩანს ჩვენი გადასახედიდან. ხომ ასეა? მაგალითად იესოს შეეძლო წალზე გაეარა, განეკურნა ავადმყოფები, აღედგინა მკვდრეთით გარდაცვლილები და ასე შემდეგ. ანუ ამ ყევალფრიდან გამომდინარე, ადამიანს, როგორც იესოს შეუძლია აკეთოს ის რასაც აკეთებდა უფალი, როცა მას ადამიანური სახე ჰქონდა. ასეა? და ბოლოს, როცა მიდგება საქმე იმაზე თუ როგორ ხდება ეს ყველაფერი, ჩვენ ვიცით რომ პასუხი არის მხოლოდ და მოხოლოდ რწმენაში, თუნდაც მარცვლისოდენაში. ასეა? რა მოიაზრება რწმენაში? და როგორ მიიღწევა იგი? შეუძლია კი ადამიანმა გააცოცხლოს თავის თავში ღვთიური ბუნება რწმენისა და უფლის მეშვეობით? -------------------- და უკანასკნელი მტერი განქარდება, - სიკდვილი (კორ. 15:26).
Solomon's Wisdom |
xokaido |
Jan 13 2010, 02:20 PM
პოსტი
#1082
|
რ ა ჭ ვ ე ლ ი ჯგუფი: Members პოსტები: 193 რეგისტრ.: 5-May 08 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4,733 |
აბე
ციტატა ხოდა, ძლიერება არ არის პიროვნების ყველაზე მნიშვნელოვანი თვისება თქო რა პიროვნებისო??????? ციტატა ვერ ჩამოვაყალიბე, მარა ხო მიმიხვდით რასაც ვგულისხმობ... თუ ვერ ჩამოაყალიბე როგორ უნდა მიგიხვდეთ რას ამბობ?... შემოქმედებითად მიდგომის უნარი ადამიანს ღმერთმა მისცა... მაგრამ ეს შემოქმედებითად საგნების გარდაქმნას ვერ სცდება... ანუ ჩვენს შემოქმედებით უნარს არ შეუძლია მაგალიტად თვის ეს უნარი შექმნას, ან შექმნას ის, რისგანაც ქმნის.. ეშმაკი არ/ვერ ქმინს სასწაულს, ის "ფოკუსებს" აკეთებს მხოლოდ... -------------------- იხილე, ნუუკუე ნათელი იგი შენ შორის ბნელ იყოს...
უფალო, შეგვიწყალენ! |
აბე |
Jan 13 2010, 02:27 PM
პოსტი
#1083
|
აბესალომ ჯგუფი: Members პოსტები: 1,705 რეგისტრ.: 14-December 08 მდებარ.: თბილისი წევრი № 6,107 |
აბე პიროვნებისო??????? ხო რა იყო, ღმერთი პიროვნებაა. შემოქმედებითად მიდგომის უნარი ადამიანს ღმერთმა მისცა... მაგრამ ეს შემოქმედებითად საგნების გარდაქმნას ვერ სცდება... ანუ ჩვენს შემოქმედებით უნარს არ შეუძლია მაგალიტად თვის ეს უნარი შექმნას, ან შექმნას ის, რისგანაც ქმნის.. მეც ამას ვამბობ და პლუს ისიც არიის, რომ არც გვჭირდება ჩვენ ჯადოქრობების კეთება.... ეშმაკი არ/ვერ ქმინს სასწაულს, ის "ფოკუსებს" აკეთებს მხოლოდ... ფარაონის კვერთხები რომ გველებად გადაიქცა ეს ხომ იყო ეშმაკისგან და მოსეს კვერთხი რომ გადაიქცა ეს ღვთისგან. გინდა სასწაული დაარქვი, გინდა ფოკუსი, ყოველშემთხვევაში ეშმაკს აქვს ისეთი რაღაცეების გაკეთების უნარი, რაც ადამიანს არ შეუძლია და არ უნდა გვინდოდეს ჩვენ ასეთი ფოკუსების კეთება. რაში გვჭირდება თორე ხო... -------------------- მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი (ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება") |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd September 2024 - 04:38 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი